Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » რა არის მითი?
8:55 PM
რა არის მითი?
ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე, მეცნიერებას ყველასათვის მისაღები პასუხი ჯერ არ მოუნახავს. მკვლევართა უმეტესობა ყველაზე მისაღებად ამგვარ დეფინიციას მიიჩნევს: ”მითი არის განსაკუთრებული (კოლექტიური) მნიშვნელობის მქონე ტრადიციული ამბავი” მასში საკმაოდ ღრმა აზრია ჩადებული. ტრადიციული ამბავი გულისხმობს იმას, რომ მითს არ ყავს კონკრეტული ავტორი. მას თავისი კოლექტიური შემოქმედების ნაყოფად აღიქვამს ის საზოგადოება, რომლისთვისაც მას განსაკუთრებული ”მნიშვნელობა” აქვს.

მითოლოგია არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.
მითოლოგია (ბერძნ. μυθολογία, μῦθος მითოს — ამბავი, გადმოცემა; λόγος ლოგოს — მოძღვრება) არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.

ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, მათ აქვთ შეხვედრები, ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.

შესაბამისად ,აქ მოქმედებს ურთიერთ მიმართების ის პრინციპი,რომელიც მხატვრული ნაწარმოების შემთხვევაში გვაქვს: 1) გადამცემი (ანუ ნაწარმოების შემქმნელი ) 2) აუდიტორია (ანუ მისი მკითხველი ან მსმენელი) ე.ი. მითჳ ასებითად გადამცემს და მსმენელს აერთიანებს. (მაგრამ, როგორც ცნობილია ბერძნულმა მითოლოგიამ ჩვენამდე მოაღწია კონკრეტული ნაწარმოებების საშუალებით.
რადგან დავადგინეთ, რომ მითი ტრადიციული ამბავია, იბადება კითხვა: რა განსხვავებაა მითსა და ტრადიციული ამბის მეორე ტიპს ზღაპარს შორის? მათ ბევრი რამ აერთიანებთ, უპირველეს ყოვლისა როგორც მითი ასევე ზღაპარი ბუნებრივია. არ იგულისხმება ლიტერატურული, კონკრეტული ავტორის მიერ შექმნილი ზღაპრები განეკუთვნებიან ამბავთა, იმ ჯგუფს, რომელშიც გადამცემი და მიმღები გაერთიანებულია. შესაბამისად არც მითი, არც ზღაპარი საზოგადოებაში არაა დაკავშირებული კონკრეტულ ავტორებთნ, მაგრამ ამასთანანვე ბევრი ნიშანი განასხვავებს ერთმანეთისგან.
მსოფლიოს ხუთსავე დასახელებულ კონტინენტზე მრავალ ხალხს ჰქონდა და აქვს თავისი მითი, იმის და მიხედვით თუ განვითარების რა დონეზე იმყოფება ესა თუ ის ხალხი, მათი მითები თავიანთი ხასიათითა და მოცულობით განსხვავდება ერთმანეთისგან. და მაინც მათ ისეთი საერთო ნიშანი აქვთ, რომელიც საშუალებებს იძლევა ისინი გავაერთიანოთ ადამიანური შემოქმედების ერთ მნიშვნელოვან, მითოლოგიად წოდებულ სფეროში.

მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში. ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც.განვიხილოთ ბერძნული მითოლოგია:
ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლების მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკაპოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც.
მითოლოგია თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება.
კატეგორია: მითოლოგია | ნანახია: 1081 | დაამატა: balu | ტეგები: რა არის მითი? | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.