Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 31

მხოლოდ საქართველოში ხდება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1174/თარიღი: 2013-03-31

მეტის სანახავად შედით სრულიადში…

მხოლოდ საქართველოში ყველა ადნაკლასნიკებშია და ყველა ამბობს რო გოიმობაა

მხოლოდ საქართველოში ადამიანს შეიძლება საჭმელი ფული არ ქონდეს მარა ჯიბეში უიობრესი მესამე თაობის მაბილნიკი ედება

მხოლოდ საქართველოში მარადონას თამაშზე სტადიონი ნახევრად ცარიელია

მხოლოდ საქართველოში ტატუ თუ აქ გოგოს ის კაცთანაა ნამყოფი და იასნია შენც მოგცემს იმიტო რო თუ 1 კაცთან არი ნამყოფი ხო იასნია რო ყველას აძლევს

მხოლოდ საქართველოში ყველას უყვარს გალაკტიონი მარა ნახევარზე მეტს არც ერთი ლექსი არ წაუკითხავს და მეორე ნახევარს კიდე გალაქტიონი გონია


ხალხური სააკვნე სიმღერები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 936/თარიღი: 2013-03-31

,,ნანა,’’ ,,ნანინა’’ და ,,იავნანა’’ ყველასთვის კარგად ნაცნობი და გავრცელებული ხალხური საწესო ლექსთ-სიმღერებია. თუმცა მათი წარმომავლობის შესახებ ცოტამ თუ იცის. 


ქართული დამწერლობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3718/თარიღი: 2013-03-31

ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა


ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1036/თარიღი: 2013-03-31

ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი), ქართველიპრიმიტივისტი მხატვარი.


რადიაციის საფრთხე კავკასიაში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1040/თარიღი: 2013-03-31

11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ელექტროსადგური ”ფუკუსიმა-1” დაზიანდა. ამას ატომურ სადგურზე რადიაციის გაჟონვა მოყვა. ბევრი კავკასიაში რადიაციის საფრთხეზე ალაპარაკდა. რამდენად რეალურია კავკასიაში რადიაციის გავრცელების შესაძლებლობა და როგორ უნდა მოვიქცეთ შესაძლო საფრთხის დროს. თქვენს კითხვებს რადიაციული დაცვის სპეციალისტი გიორგი ნაბახტიანი პასუხობს

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი ნინო:
შესაძლებელია თუ არა ”ფუკუსიმადან” გაჟონილმა რადიაციამ საქართველომდე მოაღწიოს?

„ფუკუსიმადან" გამოჟონილი რადიაცია თავდაპირველად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გავრცელდა. ეს მათ საქართველოდან უფრო აშორებს. მიუხედავად იმისა, რომ ”ფუკუსიმადან" გამოტყორცნილი რადიაციის კვალი უკრაინაშიც დაფიქსირდა, მისი დონე უთანაბრდება MDA-ს (Minimal Detectable Activity), ანუ იმ მინიმალურ დონეს, რომელსაც არავითარი გავლენა არ შეუძლია მოახდინოს ადამინაის ჯანმრთელობაზე და გარემოზე


ლორე – საქართველო სომხეთში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1051/თარიღი: 2013-03-31

შეგვიძლია, ისტორიის სახელმძღვანელო გადავშალოთ და ამოვიკითხოთ, რო­გორ შემოუერთა 1118 წელს დავით აღმაშენებელმა დღევანდელი ლორეს პრო­ვინცია საქართველოს.

განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო, ეს მხარე საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. 1177 წელს კი ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფლისწულის უკა­ნასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპა­სალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო.

მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა, აშენდა სასახლეები, ეკ­ლესიები, ხიდები. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესი­მაგრის ფუნქციაღა შერჩა, XVI-XVIII საუკუნეებში კი საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა. ლორე მელიქიშვილთა ისტორიული მა­მული იყო, რომელთაც სასახლე და საძვალე ახტალაში ჰქონდათ.


ამბავი ზანგი აფხაზებისა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1422/თარიღი: 2013-03-31

"ზანგები XVII საუკუნეში აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეს უყიდია სტამბოლის მონათა ბაზარზე”


"მკვლევართა ვარაუდით, 1980 წელს აფხაზეთის მთებში ნაპოვნი გოლიათი "თოვლის ქალი” ზანა აფროაფხაზების შთამომავალი იყო”

ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა აფროაფხაზების, შავკანიანი (ზანგი) აფხაზების თემამ. მათზე ბევრს ლაპარაკობენ ინტერნეტფორუმებზეც. თუმც ვერსად წავაწყდი ზუსტ ინფორმაციას მათი აფხაზეთში დასახლების შესახებ. არადა, რამდენიმე სოფელში ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში.

ზანგი აფხაზები კომუნისტებს გასული საუკუნის 30-იან წლებში დედაწულიანად გაუსახლებიათ აფხაზეთიდან. აფროაფხაზებს ხალხი შავ კაცებს ეძახდა. მათი პატარა ჯგუფი სოფელ აძიუბჟაში სახლობდა. მათ ნახავდით კოდორის მიმდებარე სოფლებშიც. ისტორიკოსთა ნაწილის ვარაუდით, ისინი XVII საუკუნეში აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეს უყიდია სტამბოლის მონათა ბაზარზე ციტრუსების პლანტაციებში სამუშაოდ.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, აფხაზეთის საზღვაო წყლებში ჩაძირულა გემი, რომლითაც მონები მიჰყავდათ გასაყიდად. ამბობენ, რომ შავკანიანი აფხაზები ჩაძირვისას გადარჩენილი აფრიკელების შთამომავლები არიან. სხვა ლეგენდის მიხედვით, აფხაზი ზანგები ნართებისა და აფრიკიდან წამოსული შავკანიანების ნაყოფი არიან. ნართები კავკასიაში აფრიკული მოგზაურობიდან რომ დაბრუნდნენ, მათ აფრიკელებიც ჩამოჰყვნენ.


ლორი და სხვა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1409/თარიღი: 2013-03-31

მას შემდეგ, რაც ადამიანმა ხორცის დამუშავება და შენახვა დაიწყო, დიდი დრო გავიდა.

ეს ტრადიციები განსაკუთრებით იმ ადგილებშია შემორჩენილი, სადაც მეცხოველეობა ოდითგანვე პრიორიტეტული იყო. უძველესი პერიოდიდან ერთი ტრადიცია არსებობდა საქართველოში – დამარილებული ხორცი მეომრებს თან მიჰქონდათ, ვინაიდან იგი დიდხანს ძლებდა და გამოსაყენებლადაც პრაქტიკული იყო. ქართული სააღდგომო სუფრაზეც სხვა ტრადიციულ კერძებს შორის აუცილებლად მოიაზრება შებოლილი, გამოყვანილი ხორცი, რომლის საუკეთესო ვერსიად ჩვენს სამზარეულოში შეგვიძლია დავასახელოთ რაჭული ლორი. მისი დამუშავება მთელი რიტუალია, რომელიც საკმაო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.

როდესაც რაჭაში ღორს დაკლავენ, კარგად დამდუღრავენ, გაასუფთავებენ, გაჭრიან ზურგზე, ამოაცლიან გულ-ღვიძლს, დაჭრიან ნაჭრებად და დაამარილებენ. საჭიროა, რომ მარილი ყველგან მოხვდეს, საამისოდ გადახსნილ სახსრებშიც უსვამენ მარილს და აყოვნებენ 2 კვირამდე, შემდეგ აშრობენ და გადააქვთ სპეციალურ ოთახში, სადაც მიმდინარეობს ხორცის კვამლში შებოლვა. შებოლვის პროცესი ხანგრძლივია. გამოყვანილ ხორცს ძირითადად სადღესასწაულოდ მიირთმევენ რაჭველები. გამოიყენებენ ასევე სხვადასხვა კერძის მომზადებისას. ამ მხრივ ყველაზე ცნობილია ლორით მომზადებული ლობიო – ლორის ნაჭერს ჩააგდებენ და ლობიოსთან ერთად ხარშავენ, შემდეგ კი აზავებენ სანელებლებით. ეს კერძი ყველაზე მეტად ზამთრის სუსხიან საღამოს უხდება. ზოგიერთი რაჭველი დიასახლისი ლობიანებს დაჭრილ ლორს უმატებს და გამოცხობის შემდეგ ზემოდანაც უსვამს არომატის მისაცემად. რაჭაში ღორის ხორცის გარდა ფრინველსაც შაშხავენ. ძირითადად ბატს, ინდაურს და ქათამსაც. ბატის გამოყვანილი ხორცი სამცხე-ჯავახეთში დელიკატესად ითვლება, გამომშრალი ბატით მესხები განსაკუთრებულ სტუმარს უმასპინძლდებიან. როგორც თინათინ იველაშვილი თავის წიგნში, "ხალხურ სამზარეულო” აღწერს, მესხეთში ბატებს სარებზე აგებენ და ისე აშრობენ. განსხვავებული მეთოდით ინახავენ ხორცსაც და მას აპოხტს ეძახიან. აპოხტი არის დამარილებული და გამომშრალი ხორცი. მას მესხეთის სოფლებში თითქმის ყველა ოჯახი ამზადებს


ფილმი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1163/თარიღი: 2013-03-31

ყველაფერი 2009 წლის იმ დღიდან უნდა დავიწყო, როცა ემირ კუსტურიცამ რუსებსა და ოსებს აგვისტოს მოვლენების ამსახველი ფილმის გადაღებაზე უარი უთხრა, თბილისში კი რეჟისორ რენი ჰარლინამდე აპარატურით დატვირთული თვითმფრინავი ჩამოვიდა და გადაღებებიც დაიწყო.



ფილმების გადაღებასა და ისტორიული მოვლენების ეკრანიზაციას განსაკუთრებულად რომ ვუდგებით ქართველები, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, აღმაშენებელზე მხატვრული ფილმის იდეასთან დაკავშირებული ციებცხელებაც მოწმობს: ჯერ სცენარი არ იყო დაწერილი, რომ რამდენიმე მსახიობი ნერვიულად სცემდა ბოლთას, ვაითუ, დავითის როლი სხვას მისცენო. სცენარის დაწერა გადაწყდა და, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწერლებს ქართული ინტელიგენციის (მიყვარს ეს სიტყვათშეთანხმება) ნაწილმა თითის ქნევა დაუწყო, – აქაოდა, კონსტანტინე გამსახურდია თავის უზარმაზარ ტომეულებს 25 წელი წერდა და თქვენ როგორ ბედავთ დავითის შესახებ სცენარის შექმნაზე ფიქრსო და ამ საჯარო პოლემიკის დროს, მათ უთუოდ გადაავიწყდათ, რომ კოწია გამსახურდია დიდი ხნის გარდაცვლილი იყო და მისი გაცოცხლება, მაშინაც და ახლაც, შეუძლებელი გახლდათ.

თუმცა, იდეის ავტორები მალევე მიხვდნენ, რომ მიუხედავად მეფე არტურთან აღმაშენებლის უპირატესობისა, რეალურად არსებული ქართველი პერსონაჟი, მსოფლიო კინოეკრანებზე ვერასოდეს მიაღწევდა ისეთ წარმატებას, როგორც ექსკალიბურის პატრონი და "ძლევაჲ საკჳირველით” მსოფლიოს გაკვირვებაც გაურკვეველი ვადით გადაიდო, თუმცა 2008 წელს დატრიალებულმა მოვლენებმა (უფრო ზუსტად კი, მავანთაგან ემირ კუსტურიცასადმი შეთავაზებულმა წინადადებამ) ფილმის გადაღების იდეაც დაბადა, რომელიც მალე სისრულეშიც მოიყვანეს


საქართველოს კონსტიტუცია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1120/თარიღი: 2013-03-31

საქართველოს კონსტიტუცია — საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.


გზა აკრძალული ტაძრებისკენ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1023/თარიღი: 2013-03-31

აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ყველაზე ძვირფასი, რასაც იქ ვერ გავუფრთხილდით, ქართული ტაძრები იყო. მარიამობის მარხვის დღეებში გადავწყვიტე, აფხაზეთისკენ მიმავალი ჩვენთვის აღმართული ბარიერი ლოცვით გამერღვია და ჩვენგან მიტოვებული ტაძრებისათვის შენდობა მეთხოვა, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ნინო გერგედავა.

ჩემი მოძღვრის, ბორჯომის ღვთისმშობლის შობის ტაძრის არქიმანდრიტის, ანდრია ტარიადისის კურთხევით, აფხაზეთისკენ ავიღე გეზი. ენგურზე მშვიდობიანად გადავედი, მცირე მანძილი ფეხით გავიარე და გზა აფხაზის მსუბუქი ავტომანქანით განვაგრძე. მძღოლი გულწრფელად წუხდა გალში დაბრუნებული ქართველების გაუსაძლის ცხოვრებაზე, არაერთხელ გაიმეორა: "Противно так жить!..” მივხვდი - ცდილობდა, ისე მომქცეოდა, მასში მტერი არ დამენახა. თუმცა საფრთხე მაინც დიდი იყო: აფხაზეთში ახალ პრეზიდენტს ირჩევდნენ და წინასაარჩევნოდ გამკაცრებული კონტროლის გამო თუ ვინმეს თვალში არ მოვუვიდოდი, "უშიშროების შეგზავნილად” გამომაცხადებდნენ და ჩემს აფხაზ მეგობარს, რომელიც მეგზურობას მიწევდა, პრობლემები შეექმნებოდა.


რა ვიცით ქართული მეღვინეობის შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 910/თარიღი: 2013-03-31

ფოტოალბომი ირინა აბჟანდაძისგან

ჩვენი წინაპრები ყურძნის მწიფობას მზის თვალს ადარებდნენ. ფოტოგრაფ ირინა აბჟანდაძისთვის, ისევე როგორც უამრავი ქართველისთვის, ღვინო თხე­ვად მზედ ასოცირდება, რომელიც მზის ფერითა და მხურვალებით გაჯერებუ­ლი, გარდა ტკბობისა, საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის ერთგვარ ეროვნულ ნიშნად იქცა.

ამ კონცეფციით შექმნა ირინა აბჟანდაძემ ფოტოალბომი "თხევადი მზის ქვეყა­ნა”, რომელიც XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ერთგვარ მიმო­ხილვას წარმოადგენს და ძირითადი ხაზი მეღვინეობაზე გადის.

თხრობა პორტრეტულია, XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება და XX საუ­კუნის 80-იან წლებამდე მოდის – ანუ ალექსანდრე ჭავჭავაძიდან გიორგი თუშმალიშვილამდე,

ისტორია იწყება იმ დროიდან, როცა ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა და საქართველოში ღვინის ბიზნესის განვითარება დაიწყო, რო­მელსაც კოლოსალური წარმატება ჰქონდა.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.