მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა (ძველად საქართველოში ოტარიდს უწოდებდნენ). მერკურის ყველაზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო.
ამოცნობის პრინციპი, როგორიცაა: გულკეთილობა, მიმნდობლობა, ნერვოზული მდგომარეობა და იმპულსურობა. ზოგიერთი პიროვნული თვისებები გენეტიკურად დევს მათში, ამბობენ მეცნიერები. მეცნიერების მიერ ჩაფიქრებული ექსპერიმენტისათვის, მათ გადაიღეს მოხალისეთა თვალის ფერადი გარსის ფოტოები, ხოლო თავად მოხალისეებს კი დაურიგეს კითხვარები, მათი ხასიათის შესახებ.
ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 2 ან 3 ფინჯან ყავაზე მეტს მიირთმევენ, ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობა უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ მიირთმევს მას. მეცნიერთა აზრით, საქმე ის არის, რომ კოფეინი ხელს უშლის ქოლესტერინული ნალექის წარმოქმნას. კოფეინი დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. კერძოდ, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.
დიდ ბრიტანეთში დამზადებულმა საფრენმა აპარატმა Zephyr-მა, რომელიც მზის ბატარეებზე მუშაობს, ბევრად გადააჭარბა ანალოგიური აპარატების ფრენის ხანგრძლივობის რეკორდს. უკვე კვირაზე მეტია, რაც ბრიტანული აპარატი მიწაზე არ დაშვებულა.
საფრენი აპარატი, რომელიც ბრიტანეთის თავდაცვისა და კვლევის კომპანიამ შექმნა, არიზონას შტატის სამხედრო პოლიგონიდან წინა პარასკევს აფრინდა. ფრენა დღე და ღამე, დაშვების გარეშე გრძელდება და მისმა ხანგრძლივობამ უპილოტოთა რეკორდს ხუთჯერ გადააჭარბა.
პროექტის მენეჯერი ჯონ სოლტმარში იმედს გამოთქვამს, რომ აპარატი ცაში კიდევ ერთი კვირის განმავლობაში იფრენს, შემდეგ კი მიწაზე დაეშვება.
Zephyr-ი პირველი "მუდმივი” საფრენი აპარატია. დღისით მისი პროპელერები მზის პანელებიდან მიღებული ენერგიით, ღამით კი აკუმულატორებით იკვებება, რომელთა დამუხტვა დღის განმავლობაში მზის ენერგიითვე ხდება.
მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათ შერჩეულ სივრცეში დიდი ხნით შეუძლიათ გაჩერება და მისიის შესრულება, რაც თანამგზავრით ან სამხედრო "უპილოტოებით” მოუხერხებელია.
სამხედროებს ეს აპარატი კავშირისა და დაზვერვის სფეროებში გამოადგებათ. მას ასევე მიწის ზედაპირის დაკვირვებისთვის, სამეცნიერო და სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენებენ.
ფაქტები რომელიც გაგაოცებს 1. როდესაც შენ, ხო ხო შენ უყურებ ანდრომედას გალაქტიკას (რომელიც დაშორებულია შენგან 2.3 მილიონი სინათლის წელიწადით) შენ უყურებ ამ გალაქტიკის 2.3 მილიონი წლის წინანდელ გამოსახულებას. (და რატო: როგორც მოგეხსენებათ სინათლის წელიწადი არის ის მანძილი რომელსაც სინათლე გადის 1 წელიწადში, როდესაც შენ თვალებით რამეს აღიქვავ შენ აღიქვამ მისგან წამოსულ სინათლეს, ხოლო ანდრომედადან წამოსულმა სინათლემ შენს თვალებამდე მოსასვლელად 2.3 მილიონი წელი გაიარა, ანუ შენი შვილიშვილი(300 ხარისხში) 2.3 მილიონი წლის შემდეგ დაინახავს თუ რა ხდებოდა ანდრომედას გალაქტიკაზე დღეს).ანდრომედას გალაქტიკა (2.3 მილიონი წლის წინ)(ანუ ცოტახნის წინ გადაღებული სურათი : ) )
2. მზის სხივებს შენთან მოსაღწევად 8 წუთი სჭირდება, ანუ შენ თუ მზეს უყურებ ხედავ როგორი იყო მზე 8 წუთის წინ. ანუ მზე თუ აფეთქდა შენ ამას მხოლოდ 8 წუთში გაიგებ.
3. თუ აიღებ დიდ ტაშტს (უზარმაზარს) და შიგნით სატურნს ჩააგდეთ, სატურნი ამოტივტივდება, მისი შემადგენელი ნივთიერებები წყალზე მსუბუქია.
4. იუპიტერი უფრო მძიმეა ვიდრე დანარჩენი პლანეტები ერთად.
5. თუ არ იცოდით მზის სისტემაში 8 პლანეტაა, 2006 წლის ასტრონომთა შეკრებაზე პლუტონს პლანეტის წოდება ჩამოართვეს.
ყოველი ახალი აღმოჩენის შემდეგ ჩვენი სამყარო თითქოს კიდევ უფრო დიდი და რთული ხდება. რაც უფრო წინ მიდის კაცობრიობა მით უფრო შორს ვიხედებით ჩვენს მომავალში. მომავლისკენ დაუსრულებელ მოძრაობაში, წარსულის შესახებაც უფრო მეტს შევიმეცნებთ. მაგალითად, სულ რაღაც ასი წლის წინათ, ჩვენი ცოდნა, გარდასულ დღეთა შესახებ, გრანდიოზულ ნაგებობათა ნანგრევებით და ნახევრად მითოლოგიზირებული ისტორიებით შემოიფარგლებოდა. ამასთანავე, თითქმის არაფერი ვიცოდით პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების შესახებ.
აეროკოსმოსურმა ორგანიზაციამ NASA-მ გაუშვა ორი კოსმოსური ზონდი STEREO (Solar TErrestrial RElations Observatory) 25 ოქტომბერს 2006 წელს. ზონდის ძირითადი მიზანი იყო მზის სტერეოსკოპიური გამოსახულების შექმნა. ანუ მზის გადაღება უნდა მომხდარიყო ორივე მხრიდან. და მხოლოდ ამ დღეებში, ზუსტად კი 6 თებერვალს, ორივე ზონდი დადგა საჭირო პოზიციაზე, და პირველად ისტორიაში ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ მზის რეალური მოცულობითი კადრები. ამ ახალი ინფორმაციის დახმარებით მეცნიერები შეძლებენ უფრო ზუსტად დაადგინონ მზის შტორმების პროგნოზი, რომლებსაც შეუძიათ კატასტროფული ზიანის მიყენება დედამიწისთვის…
მაიას ტომმა დაგვიტოვა ორი რამ: კალენდარი და სამი კოდექსი. ესპანელმა კონკისტადორებმა ყველაფერი გაანადგურეს, როდესაც ინკების იმპერია გაანადგურეს და მათი ტერიტორია დაიპყრეს. მაგრამ მაინც გადარჩა სამი ხელნაწერი, რომლიდანაც მხოლოდ ერთი იკითხება და ინახება დრეზდენში. დანარჩენი ორი დამწვარ მდგომარეობაშია და შესაბამისად პარიზის და მადრიდის კოდექსები ეწოდება. აგერ კალენდრის სურათი:
უსასრულო კოსმოსი დიდი რაოდენობით წარმოუდგენელ ობიექტს გვიმალავს. მათ რიცხვს თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ Arp 147 – ობიექტი, რომელიც ვეშაპის თანავარსკვლავედში მდებარებოს და ჩვენგან 430 მლნ სინათლის წლითაა დაშორებული. გროვის ამჟამინდელი სახე წარსულში სპირალური და ელიფსური გალაქტიკების შეჯახების შედეგია. შეჯახების შედეგად ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან შემდგარი გოლიათური რგოლი წარმოიქმნა, რომელთა უმეტესობა დიდი მასის გამო ზეახლად გადაიქცა, და ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი დატოვა. ის, რომ რგოლში უამრავი შავი ხვრელია, მეცნიერებმა რგოლიდან გამომავალი მძლავრი რენტგენული და გამა-გამოსხივებების ნაკადების რეგისტრაციის შედეგად დაასკვნეს
”სიკვდილის სამკუთხედი”, ”ავბედითი ზღვა”, ”ატლანტის სასაფლაო” – ამ ადგილს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ. აქ ხან მდუმარე, საიდუმლოებით მოცული შტილია, ხანაც – მრისხანე შტორმი. ”ეკიპაჟმა წყალზე უცნაური მანათობელი ლაქები შეამჩნია!” – ეს ჩანაწერი სანაოსნო წიგნაკში ქრისტეფორე კოლუბმა გააკეთა. უცნაურ ციალს ქაფიან წყალზე ამ მიდამოებში დღესაც ხედავენ. მოჭარბებული ნათება დროდადრო კოსმოსიდანაც შეიმჩნევა. მორევი და უეცარი ქარბობალა, ლოკალური ავდარი, გოფსტრიმის დინება, წყალქვეშა კანიონები, რომლებიც სანავიგაციო რუქაზე დღემდე ვერ დაუტანიათ… აქ აპარატურა დროებით დუმდება, აცეკვებული კომპასის ისარი კი მცდარ მიმართულებას უჩვენებს და მფრინავებს და ზღვაოსნებს თავგზას უბნევს. ეს საზარელი კატასტროფების მიზეზი ხდება. აქ მუცელამოტრიალებულ თევზებსაც ნახავთ. აქ ვერც წყლის ბინადარნი დაცურავენ უშფოთველად… ”უბედურების ზონა” ფლორიდას, პუერტო-რიკოსა და ბერმუდის კუნძულებს შორისაა მოქცეული. მას ”ბერმუდის სამკუთხედი” ჰქვია…
1954 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ალბერტ აინშტაინი კალიფორნიის ერთ-ერთ საზღვაო ბაზაზე მეცნიერთა მცირე ჯგუფთან ერთად საიდუმლო ექსპერიმენტზე მუშაობდა. ექსპერიმენტი ტრაგიკულად დასრულდა. როდესაც სპეციალური დანადგარი ჩაირთო, იქვე, რეიდზე მდგომი მცირე სამხედრო ხომალდი თავის ეკიპაჟთან ერთად მოულოდნელად გაქრა. ექსპერიმენტი სასწრაფოდ შეწყვიტეს და გემზე ძებნა გამოაცხადეს. გემი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, იგი მშვიდად მიაპობდა იაპონიის ზღვის ტალღებს (რომელიც კალიფორნიიდან 6000 კილომეტრითაა დაშორებული), ეკიპაჟის ყველა წევრი მკვდარი იყო…
ადამიანის არსებობის მანძილზე არ მეგულება ძე კაცისა, რომელსაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც ოცნებით არ გაენავარდოს ვარსკვლავეთში. რაც მეტად ჭკვიანდებოდა ჰომო საპიენსი, მით მეტ ცოდნას აგროვებდა ვარსკვლავთა "წინასწარმეტყველებათა წიგნში”.
წიგნი კაცობრიობის უტყუარი მეგზური აღმოჩნდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ვარსკვლავებში გასვლის სურვილი, კაცობრიობა ამას არ დასჯერდა და XVII საუკუნეში კოსმოსში ტელესკოპი "გაიჭრა”, XX-ში, -თვით ადამიანი, ოღონდ "ახლოს”, -მთვარეზე. XXI-ში კი ასტრონომებმა სრულად დაათვალიერეს გალაქტიკა, რომელშიც ჩვენი დედამიწაა. ჩვენს გალაქტიკას "ირმის ნახტომი”ჰქვია და მასში ჩვენი მზისნაირი 150 მილიარდი ვარსკვლავია.
ისტორიული წყაროები მოწმობენ სუდარის არსებობას. ჯერ კიდევ მე-7 ს-ში ეპისკოპოსი ბროლიონის ტექსტიდან ვხვდებით, რომ მის ეპოქაში იცოდნენ სუდარის შესახებ, რომელსაც ინახავდა ეკლესია. მე-12 საუკუნეში იმპერატორი ემანუელ კომნენი უჩვენებდა სუდარას იერუსალიმის მეფე ამოსს. რობერტ დე კლარი, მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის მემატიანე, მოგვითხრობს, რომ ვლაქერნის ღვისმშობლის ტაძარში სუდარას გამოასვენებდნენ პარასკევობით. მასზე „ნათლად ჩანდა უფლის სახე„. ბიზანტიური წყაროები მოწმობენ ნათებაზე სუდარისა. 1204 წ. ჯვაროსნებმა დაარბიეს ბიზანტია. სუდარა საუკუნენახევრის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა.
1355 წ. სუდარა გახდა საკუთრება გრაფ გოტფრიდ დერმანი I-სა. 1452 წ. 22 მარტს გაურკვეველი მიზეზების გამო გოტფრიდ I-ის შვილიშვილმა სუდარა გადასცა ლუდოვიკო სავოელის მეუღლეს. ამადეი მეცხრემ, ლუდოვიკოს ძემ ბრძანა შამბერისეულ ციხე-კოშკში ეკვდერის აგება სუდარის შესანახად. 1532 წ-ის 4 დეკემბერს ღამით ეკვდერში გაჩნდა ხანძარი. მონასტრის ორმა ძმამ და ერთმა მჭედელმა ძლივს მოახერხეს სუდარის ცეცხლის ალიდან გამოხსნა. კიდობანი, რომელშიც ინახებოდა იგი, ნაწილობრივ დადნა და გააფუჭა გადაკეცილი სუდარა. 1534 წ. იგი გადასცეს შამბერის მონაზვნებს, რათა გაემაგრებინათ დაზიანებული ადგილები.
1578 წ. სავოის ჰერცოგმა ემანუელ ფილიბერტმა და მისმა მეუღლემ გადაიტანეს სუდარა თავიანთ ციხე-კოშკში, ტურინში, იტალიის ჩრდილო დასავლეთით. 1694 წ. ემანუელ ფილიბერტის მემკვიდრეებმა აღაგეს შავი მარმარილოს ეკვდერი, რომელიც მიუერთეს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარს. იქ გადაასვენეს სუდარა და დაასვენეს ტრაპეზე, გუმბათის ქვეშ. სუდარა სავოის ჰერცოგთა სასახლის საკუთრებაა. იგი ინახებოდა ვერცხლის ზანდუკში. ზანდუკს ჰქონდა სამი კლიტე. ერთი გასაღები სავოის ჰერცოგის შთამომავლის იყო, მეორე ტურინის მთავარეპისკოპოსის, მესამე კი ეკვდერში მომსახურერ სამღვდელოებას ჰქონდა. (დღეს სუდარას იცავს ტყვიაგაუმტარი შუშა და აპარატი, რომელიც ქმნის ყველა საჭირო პირობას სუდარის შესანახად)
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.