Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 28

ასტეროიდები, კომეტები – შესაძლო საფრთხეები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1458/თარიღი: 2013-03-28

… რამდენიმე წლიურ დეკადაში ერთხელ დედამიწას ეცემა 1 ტონა მასის სხეული. უფრო დიდი მასის – ერთი კილომეტრი ზომის მქონე სხეულის დედამიწაზე დაცემის სიხშირე საშუალოდ რამდენიმე ათეული ათასი წელია.

დაახლოებით 50 000 წლის წინ ასეთი ზომის მეტეორიტი ჩამოვარდა არიზონის უდაბნოში. 1908 წლის 30 ივლისს რუსეთის ტერიტორიაზე, ტუნგუსკაში, ჩამოვარდა მეტეორიტი. ამ დროს დარტყმითმა ტალღამ ლონდონამდე მიაღწია აფეთქებიდან 4 საათის შემდეგ. მეტეორიტის ჩამოვარდნით გამოწვეული ნათება იმდენად დიდი იყო, რომ ევროპაში ღამით კითხვაც კი შეიძლებოდა. 65 მილიონი წლის წინ დიდი მეტეორიტის დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე ჩამოვარდნამ გამოიწვია დიდი კატაკლიზმები დედამიწაზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ მეტეორიტის ჩამოვარდნამ გამოიწვია იმ დროისთვის დომინანტი ცოცხალი ორგანიზმების (მაგ. დინოზავრების) გადაშენება. ასეთი მასშტაბური მოვლენა რამდენიმე ათეულ მილიონ წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს.


გალაქტიკების ინფორმაცია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 909/თარიღი: 2013-03-28

მას შემდეგ, რაც სამყარო საკმარისად გაცივდა, დაიწყო წარმოქმნა ატომურმა მატერიამ.

სამყაროში გაჩნდა შემკვრივებული უბნები. თავის მხრივ, შემკვრივებულმა მატერიამ გრავიტაციული ურთიერთქმედების გამო მიიზიდა სამყაროში გაფანტული სხვა მატერია და შემკვრივებული უბნების ზომა იზრდებოდა. დაიწყეს წარმოქმნა პირველმა ვარსკვლავებმა. შემდეგ შედარებით ახლო მდებარე ვარსკვლავებმა მიიზიდეს ერთმანეთი და წარმოქმნეს ვარსკვლავთა კლასტერები. ვარსკვლავთა კლასტერების გაერთიანებებმა წარმოქმნეს გალაქტიკები. ამჟამად ცნობილია ორასი მილიარდი გალაქტიკა. გალაქტიკაში შეიძლება იყოს ასობით მილიარდი ვარსკვლავი. გალაქტიკებში წარმოიქმნება ვარსკვლავები და პლანეტები.

მას შემდეგ, რაც გალაქტიკა დაასრულებს ევოლუციას, მის სტრუქტურაში გამოიყოფა შემდეგი ელემენტები: შემკვრივებული ბირთვი შუაში და დისკი, რომელიც გარშემორტყმულია ფარული მატერიით.


წყალბადის ენერგეტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 978/თარიღი: 2013-03-28

ეკოლოგიურად სუფთა და და უშრეტი ენერგიის წყაროებზე მსჯელობა განსაკუთრებით ინტენსიურად იწყება მაშინ, როცა მსოფლიოს თავს ატყდება ენერგოსისტემის მორიგი კრიზისი.

ამასთან, ჩვეულებრივ გამოიყენება თითქმის ერთნაირი არგუმენტები, მიუხედავად იმისა, ეს კრიზისი გამოწვეულია პოლიტიკური მიზეზებით თუ ტექნოგენური კატასტროფით, ისეთით, როგორიც წლევანდელი ავარიაა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე იაპონიაში. უფრო "რბილად” და თავდაჭერილად, მაგრამ სულ უფრო ჯიუტად და თანმიმდევრულად ამგვარ დისკუსიებს განაპირობებს ინდუსტრიული საქმიანობის შედეგად გარემოს დაბინძურებით გამოწვეული კლიმატური ცვლილებები და ამ ტენდენციებით შეშფოთებული "მწვანეთა” მოძრაობის მოთხოვნები გარემოს ეკოლოგიური გაჯანსაღების აუცილებლობის შესახებ


დინოზავრის ნაკვალევზე მარტვილის ექსპედიციის სიახლეები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1572/თარიღი: 2013-03-28

ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი შედგება ოთხი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სასწავლო ნაწილისაგან.

ესენია: სეისმური მონიტორინგის ცენტრი, გეოლოგიის დეპარტამენტი, გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტი, გეოგრაფიის დეპარტამენტი და სპელეოლოგიის სასწავლო ცენტრი. ცენტრი ახორციელებს არაერთ პროექტს ყველა ამ მიმართულებით, მაგრამ მათგან არის ერთი, რომელშიც სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები არიან ჩართულნი და რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ინსტიტუტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგების, მასტაბურობისა და საზოგადოების დაინტერესების თვალსაზრისით. საქმე ეხება ექსპედიციების წყებას მარტვილის რაიონში, რომელსაც მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც მოჰყვა. ამ საკითხზე მოკლედ ერთხელ უკვე დავწერეთ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დასრულებული მორიგი ექსპედიცია თემის განახლების და მასზე უფრო ფართო დისკუსიის გამართვის საშუალებას გვაძლევს, მით უფრო, რომ ამ ბოლო ექსპედიციას ერთდროულად ორგვარი ამოცანები ჰქონდა – ტურისტული და სამეცნიერო მასალის დაგროვება-დამუშავება.


გენეტიკოსებმა კიბოს უჯრედები გაანადგურეს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 892/თარიღი: 2013-03-28

შვეიცარიის (ციურიხი) ფედერალური უნივერსიტეტის და მასაჩუსეტსის (კემბრიჯი, აშშ) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიოლოგებმა, გენების ჯაჭვი შეიმუშავეს, რომელსაც კომპიუტერივით მუშაობა შეუძლია და უჯრედში მოხვედრის შემდეგ, ლოგიკურ ოპერაციებს ასრულებს – უჯრედის მდგომარეობას აანალიზებს და კიბოს დიაგნოზის დასმისთანავე, იმუნურ სისტემას, დაავადებული უჯრედის განადგურების ბრძანებას აძლევს.

შვეიცარიელი და ამერიკელი ბიოლოგები თვლიან, რომ შესაძლებელია აღნიშნული გენური კოდის პაციენტის ორგანიზმში მასობრივად ჩანერგვა. კოდი გენების მიმდევრობისგან შედგება, რომლების დანიშნულებაც მიმღები ორგანიზმის უჯრედების გასინჯვაა. და თუ უჯრედს გადაგვარების ნიშნები აღმოაჩნდა, "მკურნალი” გენები აღნიშნულ უჯრედში აპოპთოზის პროცესის სტიმულირებას იწყებენ.

აპოპთოზი უჯრედის თვითმკვლელობის პროცესია, თუმცა ეს თვისება კიბოთი დაავადებულ უჯრედებს დაკარგული აქვთ, რაც მათ უკონტროლოდ გამრავლების საშუალებას აძლევს. გარედან შეყვანილი გენები კი მათ ამ თვისებას უბრუნებს, რის შემდეგაც, პაციენტის ორგანიზმი დაავადებას თავისით "მოინელებს


მეცნიერება და სამყარო ანტიკურ ხანაში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1172/თარიღი: 2013-03-28

არისტოტელე მიიჩნევდა, რომ თალესი იყო ბუნებისმეტყველების ფუძემდებელი.

თალესმა, სავარაუდოდ, იმოგზაურა ბაბილონსა და ეგვიპტეში. ასევე სავარაუდოა, რომ ის იცნობდა ამ ცივილიზაციებში დაგროვილ ცოდნას ბუნებრივ მოვლენებზე. თალესის მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო ძველ საბერძნეთში ფილოსოფიური აზროვნების ჩამოყალიბება. თალესმა საფუძველი დაუდო მილეთურ ფილოსოფიის სკოლას. ძველ საბერძნეთში ბუნებისმეტყველებისადმი ჩამოყალიბდა მეცნიერული მიდგომის საფუძველი. კერძოდ, ძველი ბერძნები ახდენდნენ დაკვირვებული მოვლენების სისტემატიზაციას, ცდილობდნენ დაედგინათ მოვლენის მიზეზი და შეექმნათ მოვლენის აღმწერი ზოგადი მოდელი. ძველი ბერძნების დასკვნები დაფუძნებული იყო საღ აზრზე, დაკვირვებებსა და არგუმენტებზე. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყარო შემეცნებადია და მასში მოქმედებს გარკვეული უნივერსალური წესები, რომელთა შესწავლა შეიძლება.


ევოლუცია: დარვინის თეორია და მისი განვითარება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1127/თარიღი: 2013-03-28

რა უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა ევოლუციის შესახებ და რატომ<br><br>წინამდებარე სტატია (და, ალბათ, რამდენიმე მისი მომდევნოც) ევოლუციის საკითხებს (და, ზოგადად, ევოლუციის პროცესის სხვადასხვა ინტერპრეტაცი­აც) ეძღვნება. შევეცდები შემოგთავაზოთ როგორც ორიგინალური სტატიების თარგმანი, ისე ნაშრომების ერთობლიობის მომოხილვაც და ამ ნაშრომების შე­მაჯამებელი კომენტარებიც. დღევანდელი სტატია კარგ ამოსავალ წერტილად მიმაჩნია ამ თემაზე მსჯელობისთვის.<br><br>1860 წელს, როდესაც დარვინის "სახეობათა წარმოშობის” (The Origin of Species, 1859) გამოცემიდან ერთი წელი იყო გასული, ინგლისის ერთ-ერთი ეპისკოპოსის მეუღლეს უთქვამს: "ჩემო ძვირფასებო, მაიმუნის შთამომავლე­ბო! იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მართალი არ არის, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, ვი­ლოცოთ, რომ ეს ამბავი საყოველთაოდ ცნობილი არ გახდეს”. თანამედროვე დიდი ბრიტანეთით ეს მანდილოსანი ალბათ უკმაყოფილო დარჩებოდა, ამერი­კის შეერთებულ შტატებში კი დღეს კარგად იგრძნობდა თავს: 2004 წლის გა­მოკითხვის შედეგების მიხედვით (Gallup poll, November 2004), რესპონდენ­ტების 45% თავს კრეაციონისტად თვლიდა. კიდევ 38% თეისტური ევოლუცი­ის მოძღვრებას იზიარებდა, ანუ მიაჩნდა, რომ ადამიანის ევოლუცია მილიონო­ბით წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ეს პროცესი ღვთის ნებით წა­რიმართებოდა. და მხოლოდ 13%-სთვის იყო მისაღები ევოლუციის ე.წ. "სრუ­ლიად ნატურალისტური” მოდელი, რომლის თანახმადაც ევოლუცია ზეგარდ­მო ძალებისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.<br><br>უკვე დროა, ბუნებისმეტყველების მასწავლებლებმა მეტი დაჟინებით მო­ითხოვონ, რომ ევოლუციის თეორია საუნივერსიტეტო განათლების უცვლე­ლი ნაწილი გახდეს, მათ შორის, ჰუმანიტარული ფაკულტეტებისთვისაც. ამ დებულების საფუძველი მხოლოდ ფაქტების შესწავლას არ ემყარება. ცნო­ბილია, რომ მრავალი ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროგრამაში შეტანილია ბიოლოგიის კურსი. ასეთი კურსის გავლის შედეგად, სტუდენტებს ექმნე­ბათ ზოგადი წარმოდგენა დარვინის თეორიაზე, მის ზოგიერთ – შედარებით ადვილად გასაგებ – მხარდამჭერ ფაქტზე და, შესაძლოა, ამ თეორიის პრაქ­ტიკული გამოყენების რამდენიმე მაგალითზე. მიუხედავად ამისა, ბიოლოგიის მასწავლებლების უმეტესობა ევოლუციის თემაზე საუბრისას საკმარი­სად ნათლად არ გამოყოფს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხს. ამ სტატიაში აღწერილია ოთხი შესაძლო პასუხი კითხვაზე: "რა უნდა იცოდეს ყვე­ლა სტუდენტმა (და ალბათ, ყველა ადამიანმა) ევოლუციის შესახებ”. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თვით ევოლუციის იდეა ხშირად სკეპ­ტიციზმის ან, უფრო მეტიც, აგრესიული დამოკიდებულების გამომწვევია.


გენების ჰორიზონტალური გადატანა – უჩვეულო მექანიზმი ევოლუციაში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 725/თარიღი: 2013-03-28

როგორც ცნობილია, გენები (ორგანიზმების ნიშან-თვისებების განმსაზღვრელი ერთეულები) მშობლებისგან მომავალ თაობას გადაეცემა და ეს მემკვიდრეობითობის უმთავრესი მექანიზმია.

ამ გზით ხორციელდება როგორც გარკვეული ნიშან-თვისებების შენარჩუნება მრავალი თაობის განმავლობაში, ისე ახალი ნიშან-თვისებების (ცვალებადობის) წარმოქმნა, რადგან ორგანიზმები გენების ნახევარს დედისგან იღებენ, ნახევარს კი – მამისგან. გენების ამგვარ გადაცემას სხვაგვარად "ვერტიკალურს” უწოდებენ, რადგან ერთი თაობა მეორეს, მის მომდევნოს, "ზემოდან ქვემოთ”, "შვეულად” გადასცემს ნიშან-თვისებების განმსაზღვრელ ფაქტორებს. მაგრამ ასევე არსებობს გენების ე.წ. "ჰორიზონტალური” გადაცემა, როდესაც გენები (დნ მჟავის ფრაგმენტების სახით) გადაეცემა ერთი "ზრდასრული” ორგანიზმიდან მეორეს. ასეთ გადაცემას ასევე "ლატერალურს”, ანუ გვერდითს უწოდებენ, რადგან ამ პროცესში მონაწილე ორგანიზმები ერთსა და იმავე თაობას ეკუთვნიან, ერთსა და იმავე "დონეზე” დგანან და გენეტიკური მასალის გადაცემა მიმართულია არა "ქვემოთ”, არამედ "გვერდით”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გენების ჰორიზონტალური გადატანა (Horizontal Gene Transfer, HGT) ნიშნავს, რომ ერთი ორგანიზმი იღებს მეორე ორგანიზმის გენეტიკურ მასალას და, ამავე დროს, მეორე ორგანიზმი პირველის მშობელი არ არის. ამ სტატიაში აღწერილია HGT-ს სხვადასხვა მექანიზმი და განხილულია ამ პროცესის მნიშვნელობა ევოლუციაში.


ტელეპორტაცია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 971/თარიღი: 2013-03-28

ტელეპორტაცია სხეულის სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში ფიზიკური გადაადგილების გარეშე გადაცემას ეწოდება. ტელეპორტაცია ფიქტიური ფიზიკური მოვლენაა და იგი ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო ფანტასტიკაში. ტელეპორტაცია მიიღწევა ტექნოლოგიური საშუალებებისა და ხერხების გამოყენებით. თეორიულად ტელეპორტაციის რამდენიმე ხერხია აღმოჩენილი, პრაქტიკულად კი მხოლოდ ერთი — კვანტური ტელეპორტაცია იქნება დადასტურებული.
2001 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ დოქტორ ერიკ დეივისს (Dr. Eric W. Davis) დაავალა ტელეპორტაციის მეცნიერი შესწავლა. დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების შედეგები წარმოადგინა 2004 წლის 1-ელ აგვისტოს. ამ მოხსენებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სამეცნიერო წრეებში, რამეთუ თავის მოხსენებაში იგი რეკომენდაციას იძლეოდა გაღრმავებულიყო ფსიქიკური ტელეპორტაციის შესწავლა


დარვინიზმი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 837/თარიღი: 2013-03-28

ევოლუციური თეორიის ფუძემდებლად ითვლება დარვინი.
მან სწორად ახსნა ევოლუციის მამოძრავებელი ძალები: ცვალებადობა, მემკვიდრეობითობა, არსებობისთვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა. მისი ნაშრომებია: "სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ შეგუებულთა გადარჩენა სიცოცხლისთვის ბრძოლაში,” "შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების გარდაქმნა,” "ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა.” დარვინის თეორიის ძირითადი დებულებებია:

1. ევოლუციის მამოძრავებელი ძალები;
2. ბუნებრივი გადარჩევის შემოქმედებითი როლის დადგენა;
3. გამრავლების ინტენსივობა;
4. ევოლუციის შეგუებითი ხასიათი მატერიალისტური და მისი ფარდობითი ხასიათის ახსნა;
5.ბუნებაში მაღალორგანიზირებული და დაბალორგანიზირებული ორგანიზმების ბუნებაში ერთდროული არსებობის და ადამიანის წარმოშობის ახსნა.
ევოლუციის მამოძრავებელი ძალებია: ცვალებადობა, არსებობისთვის ბრძოლა, ბუნებრივი გადარჩევა.
ცვალებადობა არის არამემკვიდრული, მემკვიდრული, კომბინაციური. არამემკვიდრულია მოდიფიკაციური, სეზონური (ცვლილებები წელიწადის დროების განმავლობაში) და ეპიგენეტიკური (ცვლილებები მთელი სიცოცხლის მანძილზე). არამეკვიდრული ცვალებადობა ჯგუფური და განსაზღვრულია. მემკვიდრული ცვლილება ინდივიდუალური და განუსაზღვრელია. კომბინაციურია უკვე არსებულის რეკომბინირება.


დარვინიზმი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 771/თარიღი: 2013-03-28

ევოლუციური თეორიის ფუძემდებლად ითვლება დარვინი.
მან სწორად ახსნა ევოლუციის მამოძრავებელი ძალები: ცვალებადობა, მემკვიდრეობითობა, არსებობისთვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა. მისი ნაშრომებია: "სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ შეგუებულთა გადარჩენა სიცოცხლისთვის ბრძოლაში,” "შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების გარდაქმნა,” "ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა.” დარვინის თეორიის ძირითადი დებულებებია:

1. ევოლუციის მამოძრავებელი ძალები;
2. ბუნებრივი გადარჩევის შემოქმედებითი როლის დადგენა;
3. გამრავლების ინტენსივობა;
4. ევოლუციის შეგუებითი ხასიათი მატერიალისტური და მისი ფარდობითი ხასიათის ახსნა;
5.ბუნებაში მაღალორგანიზირებული და დაბალორგანიზირებული ორგანიზმების ბუნებაში ერთდროული არსებობის და ადამიანის წარმოშობის ახსნა.
ევოლუციის მამოძრავებელი ძალებია: ცვალებადობა, არსებობისთვის ბრძოლა, ბუნებრივი გადარჩევა.
ცვალებადობა არის არამემკვიდრული, მემკვიდრული, კომბინაციური. არამემკვიდრულია მოდიფიკაციური, სეზონური (ცვლილებები წელიწადის დროების განმავლობაში) და ეპიგენეტიკური (ცვლილებები მთელი სიცოცხლის მანძილზე). არამეკვიდრული ცვალებადობა ჯგუფური და განსაზღვრულია. მემკვიდრული ცვლილება ინდივიდუალური და განუსაზღვრელია. კომბინაციურია უკვე არსებულის რეკომბინირება.


როლერ ქოსტერი უწონადობის შეგრძნებით

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 855/თარიღი: 2013-03-28

დღეისათვის, მსოფლიოში უსწრაფესი როლერ ქოსტერი (ეგრეთ წოდებული ამერიკული გორაკები), სახელად "ფორმულა როსა”, აბუ დაბიში, "ფერარის” მსოფლიო გასართობ ცენტრში მოქმედებს.

ის იტალიური კომპანიის მონაწილეობით შეიმუშავეს და რა თქმა უნდა, მისი ვაგონები "ფერარის” ფორმულა ერთის ბოლიდებს მოგაგონებთ, მათზე გასეირნებით კი მძაფრი შეგრძნებები გარანტირებული გაქვთ.

მაგრამ შესაძლოა, მალე ამაზე გაცილებით ექსტრემალური ატრაქციონიც შეიქმნას – სამხრეთ კალიფორნიაში ბაზირებულმა სადიზაინერო ფირმა "BRC იმეჯინეიშნ არტსმა” შეიმუშავა პროექტი, რომელიც წარმოუდგენლად სწრაფი ატრაქციონის შექმნას ითვალისწინებს. ის გაბედულები, რომლებიც მასზე განავარდებას გარისკავენ, 8 წამის განმავლობაში, უწონადობის შეგრძნებით ისიამოვნებენ.

სხვათა შორის, "BRC იმეჯინეიშნ არტსი” იმითაა ცნობილი, რომ მისი პროექტით შეიქმნა ექსტრემალური ატრაქციონი, სახელად "შატლ ლონჩ იქსპერიენს”, რომელსაც NASA ასტრონავტების სავარჯიშოდ, სიმულატორად იყენებს. დანადგარი "ვომიტ კომეტის” (ღებინების კომეტა) სახელითაცაა ცნობილი. ამ სიმულატორის თავისებურება ისაა, რომ კაპსულა ძალიან დიდ სიმაღლეზე აჰყავს და იქიდან ის უკუსვლით უბრუნდება საწყის პოზიციას. ამ დროს, მისი მგზავრები უწონადობას გრძნობენ.

ახალი პროექტის კოდური სახელწოდებაა "ზერო გრავიტი როლერ ქოსტერი” (ნულოვანი მიზიდულობის როლერ ქოსტერი), საიდანაც ჩანს, რომ მასში მყოფ "მგზავრებს” უწონადობის შეგრძნება შეეძლებათ. ატრაქციონში "ვომიტ კომეტისა” და ჩვეულებრივი როლერ ქოსტერების თვისებები იქნება გაერთიანებული. კერძოდ, კაპსულა, რომელსაც კოსმოსური ხომალდის ფორმა ექნება, დიდ სიმაღლეზე (მწვერვალზე) ავა, მაგრამ იქიდან უკან კი არ დაბრუნდება, არამედ მწვერვალის მეორე მხარეს დაეშვება.

"ზერო გრავიტი როლერ ქოსტერის” კაპსულაში 6-16 მგზავრი მოთავსდება, რომლებიც პირით მოძრაობის მიმართულებით დასხდებიან. რა თქმა უნდა, სავარძლებზე მათ უსაფრთხოების ღვედებით მიაბამენ. კაპსულა-ვაგონი დახურული იქნება. ასინქრონული ძრავი, ამ კაპსულას 160 კმ/სთ-მდე გააქანებს. ცნობისათვის, "ფორმულა როსას” მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ-ს აღწევს, თუმცა სიმაღლის ამპლიტუდა კალიფორნიულ როლერ ქოსტერს გაცილებით მეტი ექნება.

ძრავის დახმარებით, კაპსულა მწვერვალს მიაღწევს, საიდანაც თითქმის თავისუფალი ვარდნით დაეშვება. პიკის მიღწევისა და იქიდან დაშვების პროცესში, მოძრაობას კომპიუტერი გააკონტროლებს. თანაც ისე, რომ "მგზავრებმა” უწონადობა შეიგრძნონ.

"BRC იმეჯინეიშნ არტსის” დირექტორ ბობ როჯერსის თქმით, "ზერო გრავიტი როლერ ქოსტერის” ასაგებად, 50 მილიონი დოლარია საჭირო. თუ ინვესტორი დღესვე გამოჩნდება, ატრაქციონის ამოქმედება 2013 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი.


წარუმატებელი სამეცნიერო-ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1218/თარიღი: 2013-03-28

მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანი მუდამ ცდილობდა, მომავალი განეჭვრიტა. მეცნიერების განვითარებასთან ერთად წინასწარმეტყველებებმა რელიგიის გარდა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროებიც მოიცვა. თუმცა, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც მრავლადაა წარუმატებელი წინასწარმეტყველებები, რომელთა უმეტესობა დღეს ღიმილს იწვევს.


“მოლერი” ახალი ტიპის მფრინავ ავტომობილზე მუშაობს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 830/თარიღი: 2013-03-28

ამერიკულმა კომპანია "მოლერ ინტერნეიშნლმა” გამოაცხადა, რომ უკვე დაასრულა ორი მსუბუქი სპორტული საფრენი აპარატის შემუშავების პირველი ეტაპი.

ამ ორიდან, ერთი ერთადგილიანი მანქანაა, რომელსაც სახელად "სკაიქარ 100LS” უწოდეს, ხოლო მეორე – "სკაიქარ 200LS”, ორადგილიანია. ამ ორ მანქანას, ძრავების განლაგებაც განასხვავებს. კერძოდ, "სკაიქარ 100LS-ზე” ისინი მანქანის ცხვირსა და კუდშია განლაგებული, "სკაიქარ 200LS-ზე” კი – გვერდებზე.

ამერიკული კომპანია თავის ორ ახალ მანქანას საფრენ აპარატებს უწოდებს, რადგან მათზე ლიცენზია აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ უნდა გასცეს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ორივე მანქანა არის შთამომავალი "მოლერის” პირველი მფრინავი ავტომობილისა, რომელმაც ბაზარზე ფეხი სიძვირის, ზორბა გაბარიტებისა და კონსტრუქციის სირთულის გამო ვერ მოიკიდა. ორივე ახალი "სკაიქარი” წინამორბედზე მარტივიც იქნება, კომპაქტურიც და იაფიც. და მათს მართვაზე ლიცენზიის მიღებაც გაცილებით გამარტივდება.


საკვები და ჯანმრთელობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1079/თარიღი: 2013-03-28

სამყარო ჩვენს გარშემო მზის ენერგიითაა გაჯერებული. საკვების მიღების გზით ადამიანი ამყარებს კონტაქტს გარემო პირობებთან და რაც უფრო მრავალფეროვანია საკვები, მით მეტ ზეგავლენას ახდენს ის ადამიანზე


იოგურტის ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 890/თარიღი: 2013-03-28

ღატაკებისა და მეფეების საკვები
განსხვავების მიუხედავად, უცხო ქვეყანაში მოხვედრისას ადგილობრივი სამზარეულოს უამრავ ორიგინალურ, უცხო კერძს შორის აუცილებლად ვიპოვით ჩვენთვის კარგად ნაცნობ და თითქმის მშობლიურ იოგურტს. მისი ისტორია რამდენიმე საუკუნეს მოითვლის.


ყველა შაქარი ერთნაირი როდია: გლუკოზა უკეთესია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 797/თარიღი: 2013-03-28

დევისში, კალიფორნიის უნივერსიტეტის სწვალულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფრუქტოზის დიდი რაოდენობით გამოყენება უფრო საშიშია ორგანიზმისთვის, ვიდრე იმავე რაოდენობის გლუკოზის…


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.