Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 28 » დარვინიზმი
7:15 PM
დარვინიზმი
ევოლუციური თეორიის ფუძემდებლად ითვლება დარვინი.
მან სწორად ახსნა ევოლუციის მამოძრავებელი ძალები: ცვალებადობა, მემკვიდრეობითობა, არსებობისთვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა. მისი ნაშრომებია: "სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ შეგუებულთა გადარჩენა სიცოცხლისთვის ბრძოლაში,” "შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების გარდაქმნა,” "ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა.” დარვინის თეორიის ძირითადი დებულებებია:

1. ევოლუციის მამოძრავებელი ძალები;
2. ბუნებრივი გადარჩევის შემოქმედებითი როლის დადგენა;
3. გამრავლების ინტენსივობა;
4. ევოლუციის შეგუებითი ხასიათი მატერიალისტური და მისი ფარდობითი ხასიათის ახსნა;
5.ბუნებაში მაღალორგანიზირებული და დაბალორგანიზირებული ორგანიზმების ბუნებაში ერთდროული არსებობის და ადამიანის წარმოშობის ახსნა.
ევოლუციის მამოძრავებელი ძალებია: ცვალებადობა, არსებობისთვის ბრძოლა, ბუნებრივი გადარჩევა.
ცვალებადობა არის არამემკვიდრული, მემკვიდრული, კომბინაციური. არამემკვიდრულია მოდიფიკაციური, სეზონური (ცვლილებები წელიწადის დროების განმავლობაში) და ეპიგენეტიკური (ცვლილებები მთელი სიცოცხლის მანძილზე). არამეკვიდრული ცვალებადობა ჯგუფური და განსაზღვრულია. მემკვიდრული ცვლილება ინდივიდუალური და განუსაზღვრელია. კომბინაციურია უკვე არსებულის რეკომბინირება.
არსებობისთვის ბრძოლა. ყოველი სახეობა მრავლდება იმ ინტენსივობით, რაც აუცილებელია სახეობის შენარჩუნებისთვის. ევოლუციის დაბალ საფეხურზე მდგომი და ნაკლებად დაცული ინდივიდები მრავლდებიან მეტი ინტენსივობით ვიდრე ევოლუციის მაღალ საფეხურზე მდგომი და უკეთ დაცული ორგანიზმები. მიუხედავად ამისა, ბუნებაში იბადება იმაზე მეტი ვიდრე შესაძლებელია მათი არსებობა არეალის მოცემულ პირობებში. ამიტომ იწყება "არსებობისათვის ბრძოლა.” იგულისხმება რთული და მრავალფეროვანი დამოკიდებულება სახეობის შიგნით, სახეობებს შორის და არაორგანულ ბუნებასთან, ანუ ბუნების არახელსაყრელ პირობებთან, თანაც იგულისხმება არა ერთი ინდივიდის სიცოცხლე, არამედ მისი ნაყოფიერება და ისიც თუ რა წარმატებით უზრუნველყოფს სახეობას შთამომავლობით. არსებობისათვის ბრძოლის ფორმებია: შიდა სახეობრივი (კონკურენცია, პირდაპირი შეტაკება, პირდაპირი შეტაკების თავიდან აცილება), სახეობათა შორისი (კონკურენცია, პირდაპირი შეტაკება, ურთიერთდახმარება) და ბუნების არახელსახრელი პირობები (დიდი მნიშვნელობა აქვს ევოლუციისთვის, რადგან ამძაფრებს შიდასახეობრივ ბრძოლას). არსებობისთვის ბრძოლის მიზეზია ინდივიდთა სიმრავლე: იმაზე მეტი ინდივიდია, ვიდრე შესაძლებელია არსებობა არეალის მოცემულ ფართობზე. შედეგია სახეობის სრულყოფა.
ბუნებრივი გადარჩევა ეწოდება პროცესს, რომლის შედეგადაც გადარჩებიან, თავის შემდგომ შთამომავლობას დატოვებენ უპირატესად ის ინდივიდები, რომლებსაც მოცემულ პირობებში სასარგებლო მემკვიდრეობითი ცვლილებები აქვთ. გულისხმობს უკეთ შეგუებულთა გადარჩევას. მისი ფორმებია მასტაბილიზირებელი და მამოძრავებელი. მამოძრავებელი გადარჩევა სახეობებს გარდაქმნის გარემოს ცვლად პირობებში. მასტაბილიზირებელი გადარჩევა განამტკიცებს სასარგებლო ფორმებს გარემოს შედარებით მუდმივ პირობებში. ბუნებრივი გადარჩევა პოპულაციის შიგნით იწყება, რადგან მემკვიდრული ცვლილებები პოპულაციის ინდივიდებს წარმოექმნებათ. რაც უფრო მრავალფეროვანია პოპულაცია, მით უფრო ეფექტურად მოქმედებს ბუნებრივი გადარჩევა.
ბუნებრივი გადარჩევის შემოქმედებითი როლი ისაა, რომ ბუნებრივი გადარჩევა იძლევა ახალ სახეობას. მხოლოდ ბუნებრივ გადარჩევას შეუძლია მოგვცეს ახალი სახეობა. ის ინდივიდებს გამოუმუშავებს სასარგებლო თვისებებს მოცემულ პირობებში.
ბუნებრივი გადარჩევის შედეგია ორგანიზაციის დონის ამაღლება, შეგუებულობა და სახეობათა მრავალფეროვნება.
ბუნებაში ერთდროულად დაბალორგანიზირებული ორგანიზმების არსებობა აიხსნება იმით, რომ ისინი მორგებულნი არიან მოცემულ კონკრეტულ პირობებთან არსებობას, მაგალითად, ამება შეგუებულია მტკნარ წყალში არსებობას.
ევოლუციის შეგუებითი ხასიათი დარვინმა ახსნა მატერიალისტურად: იგი დაუპირისპირდა მეტაფიზიკურ შეხედულებებს და მოსაზრებას პირველადი მიზანშეწონილების შესახებ. ლამარკისგან განსხვავებით ახსნა არა ვარჯიშით, არამედ ბუნებრივი გადარჩევით და ამავე დროს დაადგინა მისი ფარდობითი ხასიათი: "მწვანე მუხლუხოს მწვანე შეფერილობა არ აძლევს გადარჩენის აბსოლუტურ გარანტიას”. შეგუებულობის ფორმაა მიმიკრია, სხეულის ფორმის, შეფერილობის ან ქცევის მიხედვით მიმსგავსება.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 837 | დაამატა: balu | ტეგები: დარვინიზმი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.