Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 24

სულხან-საბა ორბელიანი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 927/თარიღი: 2013-03-24

სულხან-საბა ორბელიანი (დ. 24 ოქტომბერი/4 ნოემბერი, 1658, ტანძია, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე.


ალექსანდრე მაკედონელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1252/თარიღი: 2013-03-24

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძნ. Μέγας Αλέξανδρος; დ. 20 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.


ვაჟა ფშაველა ( ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1254/თარიღი: 2013-03-24

ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 27 ივლისი (ძველი სტილით – 14 ივლისი), 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო (ძველი სტილით – 27 ივლისი), 1915, თბილისი) — ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი


აკაკი წერეთელი (აკაკი წერეთლის ბიოგრაფია)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1019/თარიღი: 2013-03-24

აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი - გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.


ილია ჭავჭავაძე (ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1069/თარიღი: 2013-03-24

ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური) — ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი


ელექტრონული კალამი Rollpen ხელნაწერ ტექსტს იმახსოვრებს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 898/თარიღი: 2013-03-24

ხანდახან, როდესაც რომელიმე სიახლეს ან კონცეპტს ვუყურებთ, გვებადება კითხვა: რატომ ვერავინ მოიფიქრა ეს აქამდე? ასეთ იდეებს განეკუთვნება პორტუგალელი დიზაინერის ფილიპე ლიმას (Filipe Lima) ელექტრონული კალმის ახალი კონცეპტიც; და მართლაც, რატომ ვერავინ მოიფიქრა კალამი Rollpen აქამდე?


570 მეგაპიქსელიანი კამერა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 863/თარიღი: 2013-03-24

570 მეგაპიქსელიანი კამერა მსოფლიოში უდიდესი მოწყობილობა სულ მალე ყველასათვის ცნობილი გახდება, სამშენებლო chetyrehtonnoy Dark ენერგეტიკის კამერა ღირს $ 35 მილიონი, რომელიც უკვე დასრულებულია, იქ ეხლა მიმდინარეობს ტესტირება სრულად ამოქმედება კამერა იმუშავებს შემდეგ მონტაჟირება მოხდება ჩილეში, ოქტომბერში 2012 წლს. ამ გრანდიოზული პროექტის ავტორია ვიქტორ ბლანცო.


რეალისტური რობოტიზირებული ხელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 801/თარიღი: 2013-03-24

ყველა იმ წარმოუდგენელ მიღწევასთან ერთად, რომლებსაც თანამედროვე რობოტები გვიჩვენებენ, მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ბევრი რამ. კერძოდ, მათი მოძრაობები ჯერ კიდევ ძალიან მექანიკური და არაბუნებრივია, ადამიანებამდე მანქანებს ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ. ახალი გარღვევა გააკეთეს გერმანულ აეროკოსმოსურ ცენტრთან არსებული რობოტოტექნიკისა და მექატრონიკის ინსტიტუტის ინჟინრებმა, მათ დღეისათვის ყველაზე სრულყოფილი რობოტიზირებული ხელი ააგეს.




Ego-იაფი და კომპაქტური წყალქვეშა ნავი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 895/თარიღი: 2013-03-24

მემგონი ასეთი ნავით გასეირნება ძალიან საინტერესო იქნება


მსოფლიოს უმძლავრესი დიზელი 108 902 ცხენის ძალას იძლევა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 843/თარიღი: 2013-03-24

არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი ავტომობილის ძრავაში მისი მუშაობის დროს ჩაიხედოთ?

რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძრავა პატარაა, არამედ იმიტომაც, რომ, დიდიც რომ იყოს, მუშაობის დროს მისი გახსნის შემთხვევაში სა­მუშაო პარამეტრები დაირღვევა და აგრეგატი დაზიანდება.

მაგრამ მსგავსი პრინციპით მომუშავე ძრავები მხოლოდ ავტომობილებს არ ემსახუ­რება. შიდაწვის აგრეგატები რკინიგზის გამწევ ლოკომოტივებსაც ამოძრავებს და უზარმაზარ გემებსაც. ზოგიერთი მათგანი კი იმდენად დიდია, რომ მასში ძრავის დათვალიერების მსურველი ათეულობით ადამიანიც კი შეიძლება დაატიოთ. რა თქმა უნდა, იქ მათ ჯოჯოხეთი დახვდებათ და არც არავინ ეცდება ამ სულელური ვო­იაჟის მოწყობას. ეს ყველაფერი თეორიულადაა შესაძლებელი.


ამერიკელებმა ჰიპერბგერითი იარაღი გამოსცადეს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 841/თარიღი: 2013-03-24

17 ნოემბერს, ამერიკელებმა სრულიად ახალი ტიპის საბრძოლო იარაღი – "მოწინავე ჰიპერბგერითი ჭურვი” (AHW – ედვანსდ ჰაიპერსონიკ უეპენ) გამოსცადეს.

აპარატმა, რომელსაც ორსაფეხურიანი რაკეტა ემსახურებოდა, სტარტი ჰავაის არქიპელაგზე მდებარე პოლიგონ "პასიფიკ მისლ რეინჯიდან” აიღო და ნახევარი საათის შემდეგ, დაახლოებით 3 700 კილომეტრით დაშორებულ ატოლ კვაჯალეინზე მდებარე პოლიგონ "რეიგან ტესტ რეინჯზე” მდებარე სამიზნე გაანადგურა.

ჭურვი ჰაერში რაკეტამ აიყვანა, რომელმაც მას საჭირო აჩქარება მიანიჭა. საჭირო სიმაღლის აღების შემდეგ, ჭურვი რაკეტას დაშორდა და ჰორიზონტალურად, ჰიპერბგერითი სიჩქარით გააგრძელა ფრენა. ამასთან, მისი ტრაექტორია არ იყო ბალისტიკური – ის ჰორიზონტალური მიმართულებით ფრენდა. ამ ტესტით, ამერიკელებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს სრულიად ახალი ტიპის იარაღის შექმნისკენ, რომლითაც ისინი მალე ძალიან დაშორებულ სამიზნეებს მაღალი სიზუსტით გაანადგურებენ.


იაპონური კომპანია კოსმოსურ ლიფტს 2050 წლისთვის გვპირდება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 840/თარიღი: 2013-03-24

იაპონური სამშენებლო კომპანია "ობაიაში კორპორეიშნი” გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს.

როგორც გაზეთი "დეილი იომიური” იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი.

ზედა სადგური ზღვის დონიდან 96 000 კილომეტრის სიმაღლეზე მოთავსდება, რომელიც იმავდროულად, საპირწონის მოვალეობასაც შეასრულებს. სწორედ ამ სადგურს მოუწევს 96 000 კილომეტრის სიგრძის კაბელის წონის გაძლება. მაგრამ მგზავრები და ტვირთები ამ სადგურამდე არ ავა (ზედა სადგურამდე ლიფტი მხოლოდ რემონტის საჭიროების შემთხვევაში ავა). მას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება ექნება. ზღვის დონიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, სადგური ტერმინალი მოთავსდება, რომელშიც საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი იქნება ინტეგრირებული. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ სიჩქარით სადგურამდე მისაღწევად კი მას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.


“გუდიარი” კოსმოსის მკვლევარებისთვის “ზამბაროვან საბურავებს” ქმნის

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 920/თარიღი: 2013-03-24

"გუდიარის” სპეციალისტები სრულიად ახალი, შემდეგი თაობის საბურავების შესაქმნელად მუშაობენ, საბურავების, რომლებსაც კოსმოსის მკვლევარები, ყველგანმავალ ბორბლიან როვერებზე გამოიყენებენ.

ეს უჩვეულო საბურავებია, რომლებიც არც რეზინს შეიცავს და რომელშიც ჰაერი არ გროვდება. მათი სამუშაო ზედაპირი პიანინოს მავთულებისგანაა მოქსოვილი და ტიტანის თამასებითაა შეკრული.

ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ, NASA-მ (აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია) წამოიწყო და საქმეში მალე "გუდიარიც” ჩართო, რომლის სპეციალისტებმაც, ახალი ტიპის საბურავების პირველი ეგზემპლარები შექმნეს, რომლებსაც "ზამბაროვანი საბურავები” უწოდეს. სახელი მათი კონსტრუქციიდან გამომდინარეობს – საბურავის ტანი 800 მზიდი ზამბარისგან შედგება, რომლებიც მეტალის ცენტრალურ ნაწილზეა დამაგრებული.

ზამბარები საკმაოდ დრეკადია იმისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც მათი მეშვეობით გადაადგილდება, საკვლევი პლანეტის უხეში ზედაპირისგან, მინიმალური რხევები მიიღოს. რა თქმა უნდა, მუშაობის დროს, კონსტრუქციის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება დაზიანდეს კიდეც, თუმცა საბურავის მუშაობის ხარისხს ეს ვერ გააუარესებს.

აღსანიშნავია, რომ კოსმოსის მკვლევარებისთვის "გუდიარს” მავთულოვანი საბურავები ადრეც შეუქმნია. კერძოდ, სწორედ მისი წარმოების ბორბლებზე იდგა მთვარემავალი, რომელიც 1971 წელს მიავლინეს ჩვენი პლანეტის სატელიტზე. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, "ზამბაროვანი” საბურავი გაცილებით გამძლეა იმ საბურავებზე, რომლებსაც კოსმოსურ როვერებზე ამჟამად იყენებენ.


ხარება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 929/თარიღი: 2013-03-24

დღეს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უძრავი საუფლო დღესასწაულია. აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილს ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

პატარა ქალაქ ნაზარეთში მცხოვრებ ქალწულ მარიამს უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: "გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის.” მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული”. მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: "როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?” ანგელოზმა მიუგო: "სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.” მაშინ მარიამმა თქვა: "აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ” და განეშორა მას ანგელოზი


როგორ შევღებოთ კვერცხი და გამოვაცხოთ პასკა სააღდგომოდ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1370/თარიღი: 2013-03-24

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში კვერცხები წითლად იღებება და პასქები ცხვება.ეს ყველაფერი წითელ პარასკევს, მზის ჩასვლამდე უნდა გაკეთდეს.
როგორც წესი, კვერცხი აუცილებლად ბუნებრივი საღებავით უნდა შეიღებოს. ამისთვის საუკეთესო საშუალება ენდროა.
ერთი შეკვრა ენდრო კარგად უნდა გარეცხოთ, დაჩეჩქვოთ, დაასხათ 1,5 ლიტრი წყალი, შემდეგ ჩაყაროთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგათ ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღოთ.
კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ,შესაძლოა კარგად არ შეიღებებოს და დასკდეს). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ ,ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება


გამონათქვამები!

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1009/თარიღი: 2013-03-24

"ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა სჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული..”

"ადამიანი ადამიანობის ადამიანობით ადამიანობს…” - გოეთე

"ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს” - სოკრატე

"ძალზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია” - აგატა კრისტი

"მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ” - გაბრიელ გარსია მარკესი.

"ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია” – ბაირონი


ჩაქაფული

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1103/თარიღი: 2013-03-24

ჩაქაფული არის ქართული საგაზაფხულო კერძი. ჩაქაფულში არის მწვანილის მრავაფეროვანი სახეობა. ერთერთი მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიან უხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება ბატკნის ხორცისგან.ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც. ჩაქაფულს ხშირად აკეთებენ გაზაფხულზე, ბუნებაში, ეკლესიური დღესასწაულების დროს.

მწვანილი კარგად გავრეცხოთ,გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუში, კინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ.

თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად.

ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები.

ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.

ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება.

როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე.
ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება.


“ბორჯომი” – მსოფლიოს საუკეთესო მინერალური წყლების ტოპ-ათეულშია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 904/თარიღი: 2013-03-24

”ბორჯომი” მსოფლიოს საუკეთესო და სასარგებლო მინერალური წყლების ტოპათე­ულში მესამე პოზიციაზე მოხვდა – რეიტინგს კომერციული ვებგვერდი Top-10-list.org აქვეყნებს, რომელიც უშუალოდ მომხმარებლისაგან მიღებული ინფორმაცი­ის საფუძველზე ადგენს რეიტინგებს.

"ბორჯომის” შესახებ ვებგვერდზე Top-10-list.org აღნიშნულია: "თუ თქვენ ეროვნე­ბით რუსი ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ "ბორჯომის” გემოს შესახებ, ეს არის ძალიან განსხვავებული, არაამქვეყნიური გემო. არცერთ კომპანიას არ შეუქმნია ასე­თი პროდუქტი. ვულკანური წარმოშობის, ბუნებრივი ნახშირორჟანგით გაჯერებუ­ლი წყლის "ბორჯომის” სამშობლო საქართველოა, სადაც ასევე ხდება მისი წარმოე­ბა. "ბორჯომი” ეხმარება ადამიანს ქრონიკულ და მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, აქვს სამკურნალო თვისებები


საქართველოს წყლის რესურსები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 850/თარიღი: 2013-03-24

წყლის რესურსების მართვა საქართველოში კანონებით "გარემოს დაცვის შესახებ”, "წყლის შესახებ”, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”, "საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ”, გარემოს დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტებით, რეგულირდება.


ყველაზე სასტიკი კაციჭამია ცხოველები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2363/თარიღი: 2013-03-24

ყველაზე მსხვილი და ძლიერი მტაცებელი ცხოველები გარკვეულ სიტუაციებში ხშირად აღიქვამენ ადამიანს მორიგ საკბილოდ, თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი შემთხვევებიც, როცა ცხოველს ჩვენი ხორცი ურჩევნია სხვა ნებისმიერ საკვებს. ქვემოთ მოყვანილი სია მოიცავს 10 ყველაზე ცნობილ და საზარელ შემთხვევას მსგავსი მოვლენებიდან


მდიდრული ავტობუსი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1108/თარიღი: 2013-03-24

მემგონი ასეთი ავტობუსი ყველას ოცნებაა, შიგნით ნამდვილი აპარტამენტია მოწყობილი, მიმიქარავს 5 ვარსკვლავიაი სასტუმრო :) თან ყველაზე დიდი პლიუსი ისაა რომ სადაც გინდა წახვალ ში მდიდრული აპარტამენტით


500 ცხენის ძალიანი პორშე 911

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 838/თარიღი: 2013-03-24

ახლახანს გავრცელდა სუპერქარ პორშე 911 ჯთ3 რს–ის სპეციალური მოდიფიკაციის პირველი ოფიციალური ფოტოსურათები. წინასწარი ინფორმაციით, ამ ავტომობილის სერიულ წარმოებაში ჩაშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება, ხოლო პირველ ეგზემპლარებს მისი მფლობელები უკვე ივლისში მიიღებენ.

ახალი ავტომობილი მიიღებს ატმოსფერულ ექვსცილინდრიან ძრავს, რომლის მოცულობა 3,8–დან 4,0 ლიტრამდე გაიზრდება, ხოლო სიმძლავრე 450–დან 500 ცხენისძალამდე. ახალი ძრავი მხოლოდ ექვსსაფეხურიანი სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის და რობოტიზებული ტრანსმისიის დახმარებით იმუშავებს. ავტომობილის დინამიური მახასიათებლები ჯეჯერობით უცნობია, თუმცა სტანდარტულ პორშე 911 ჯთ3 რს–ს ნოლიდან საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარის განსავითარებლად 4 წამი სჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 314 კილომეტრს აღწევს


16 Share ბენზინის ეკონომია – 17 უბრალო ხერხი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1014/თარიღი: 2013-03-24

მართალია, ნავთობიმპორტიორებმა საწვავი ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეებში 5-5 თეთრით გააიაფეს, და ამის შესახებ რიხიანად გაავრცელეს ანონსები, მაგრამ აბსოლიტურად უმნიშვნელოა ეს გაიაფება, საწვავის ზოგადი სიძვირის ფონზე. ბენზინის ფასი მაინც ძლიერად "ურტყამს” აბსოლიტურად ყველა ავტომფლობელის ჯიბეს. ასე რომ, გავეცნოთ საწვავის ხარჯის შემცირების შესახებ რჩევებს. 17 რეკომენდაციას გთავაზობთ და აქედან ნახევარი მაინც რომ გამოგადგეთ, ვფიქრობ, ეკონომია შესამჩნევი იქნება.


„ლამბორგინი ავენტადორი” პოლიციის ფორმაში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 874/თარიღი: 2013-03-24

ოღონდ, 2008 წლისგან განსხვავებით, როდესაც იტალიურმა კომპანიამ მძარცველთა გულის გასახეთქად, პოლიციას თავისი სუპერ ავტომობილი „გალიარდო LP560-4 პოლიცია” აჩუქა, ამჯერად, რასაც ფოტოზე ხედავთ, მხოლოდ კონცეპტუალური ხედვაა იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს „გამძვინვარებული ხარების” (ლამბოს ემბლემა) უახლესი სუპერ ავტომობილი – „ავენტადორი”.

ორი ატელიეს – „მილანო არტვორკსის” და „კარერადიზაინის” სპეციალისტებმა საპოლიციო „ავენტადორის” გაფორმების რამდენიმე ვერსია შეიმუშავეს. ყველა მათგანზე, ავტომობილი თეთრ და ლურჯ ფერებშია შეღებილი. გაფორმება დაახლოებით ისეთივეა, როგორც საპოლიციო „გალიარდოს” შემთხვევაში.

დიზაინერთა კონცეპციები ასევე გულისხმობს, რომ ავტომობილები დეფიბრილატორითა და მაცივარ-კონტეინერით იყოს აღჭურვილი. პირველი ისეთი ვითარებისთვის, როცა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლა გვიანდება (ლამბოს ვინ მიასწრებს), მეორე კი უფრო იშვიათ შემთხვევებს გულისხმობს, როცა სატრანსპლანტაციო ორგანოს გადატანაა საჭირო.


ძველი ლეგენდები ვაზის კულტურის წარმოშობის შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1198/თარიღი: 2013-03-24

თავისი კაპიტალური ნაშრომის, "საქართველოს ეკონომიური ისტორიის” მეორე ტომის დასკვნით ნაწილში აკად. ივ. ჯავახიშვილი წერდა: "უხვი ამპელოგრაფიული და მევენახეობის ტერმინოლოგია, ვაზ-ყურძნის ჯიშების სიმრავლე, ისევე როგორც მათი სახელების აღმნიშვნელობით გამომჟღავნებული დაკვირვების ნიჭი, ქართული ვაზ-ყურძნის ჯიშების მაღალხარისოხვან თვისებებთან ერთად სრულ უფლებას აძლევს მკვლევარს დაასკვნას, რომ ძველ საქართველოში მევენახეობა უაღრესად განვითარებული ყოფილა. "დაბადებაში” აღბეჭდილს ძველ ებრაულ გადმოცემას, როგორც ვიცით, მეურნეობის ამ დარგის სამშობლოდ ამიერკავკასია მიაჩნია. რაკი ამ წიგნში უადგილობის გამო, მეღვინეობის განხილვა ვერ მოთავსდება, ამის გამო საბოლოო მსჯელობაც მევენახეობა-მეღვნეობის თავდაპირველ სამშობლოზე უნდა შემდეგი წიგნისათვის გადაიდოს, მაგრამ თუ კაცობრიობის კულტურის ამ დარგის თავდაპირველ სამშობლოზე ჯერ მოსაზრების გამოთქმა არ შეიძლება, ყველაფერი რაც ამ წიგნში გამოირკვა, ხომ მაინც ცხადჰყოფს, რომ მევენახეობის ერთ მთავარ ცენტრთაგან უცილობლად საქართველოც უნდა იქნეს მიჩნეული (გვ. 602-603).


ძველი და ახალი ქართული სადღეგრძელოები.მათი განვითარების საფეხურები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1461/თარიღი: 2013-03-24

ცნობილი ამბავია, რომ საუკუნეების წინ, საქართველოში სადღეგრძელოების უმეტესობა იყო ძალიან მოკლე და ხშირად სულ რამდენიმე სიტყვიანი. თუმცა, როგორც წესი, მათი შინაარსი უფრო ტევადი და მრავლისმთქმელი იყო, ვიდრე დღევანდელი გაწელილი და ფაქტიურად არაფრისმთქმელი სადღეგრძელოები.


ვამპირები – მითი თუ რეალობა?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1215/თარიღი: 2013-03-24

რას წარმოადგენენ ისინი?
ლეგენდები მათი სისხლიანი "მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – "ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”


აქემენიდთა ოქროს საიდუმლო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1206/თარიღი: 2013-03-24

მრავალი საუკუნის წინათ, ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, ახლო და შუა აღმოსავლეთს აქემენიდთა დინასტიის სპარსი მეფეები განაგებდნენ, ტიპიური აღმოსავლელი დესპოტები. მათი გვარი ძველი ძლევამოსილი დამპყრობლისგან – აქემენისგან იღებდა სათავეს. ამ დინასტიის არაერთმა წარმომადგენელმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ისტორიაში. მარტო კიროსისა და დარიოს III-ის ხსენება რად ღირს? აქემენიდთა გვარი დაახლოებით ორასი წელი მბრძანებლობდა (ძვ.წ.აღ. 559-390) და მათ არსებობას ბოლო ალექსანდრე მაკედონელმა მოუღო. სპარსელები ბერძნებთან ომში დამარცხდნენ. ბერძენთა არმიას ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ სახელგანთქმული მხედართმთავარი – ალექსანდრე დიდი წინამძღოლობდა.


მადრიდის რეალის ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1062/თარიღი: 2013-03-24

მდინარე მანსანარესის სანაპირო, პრადოდან მომავალი გზა პუერტო დე იეროს სახელით ცნობილი ადგილი, მონკოლოა… გასული საუკუნის დასაწყისში, ვილია დე ოსოს ნებისმიერი თავისუფალი ტერიტორია შეიძლებოდა იმპროვიზირებულ მოედნად ქცეულიყო, სადაც ფეხბურთის მოყვარულები ბურთს დიდი ემოციით, თავდაუზოგავად დასდევდნენ. სწორედ აქ გამართული შეხვედრები იქცა კასტილიური ფეხბურთის განვითარების საფუძვლად. სადღაც, 1886-1887 წლებში "ფუტბოლ სკაი”(ფოოტ ბალლ სკყ) ჩაისახა, რომელიც საფეხბურთო კლუბ, "მადრიდის” წინამორბედად ითვლება, თუმცა ამ უკნასკნელის დაარსების ოფიციალურ თარიღად, 1902 წელს მიიჩნევენ. ეს გახლდათ ფუნდამენტი, რომლის ავტორებიც პადროსი, პალასიოსი, გოროსტისაგა, მენდია, ბარელა და ნეირა იყვნენ. გავა წლები და უკვე "სამეფო კლუბად” წოდებული "რეალი” ყველაზე მაღალ საფეხბურთო მწვერვალებს დაიპყრობს, მილიონობით ქომაგს გაიჩენს და უკვე მე-20 საუკუნის მიწურულს, ყველაზე ტიტულოვან ევროპულ გრანდად იქცევა.


კონფუცი,ჩინეთის უდიდესი მოაზროვნე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1182/თარიღი: 2013-03-24

ონფუცი (ჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 551 , ციუიფუ – გ. ძვ. წ. 479) – ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია – კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ცი ("მასწავლებელი კუნი”) ან უბრალოდ ცზი – "მასწავლებელი”. (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო).


კატანა – სამურაის ხმალი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1139/თარიღი: 2013-03-24

ალბათ გინახავთ აზიურ ფილმებში რა სასწაულებს აკეთებენ სამურაის ხმლით იგივე კატანით (Katana) , ერთი ხმლის მოქნევით მოწინააღმდეგე მთლიანად ლიკვიდირებულია. გაგიკვირდებათ და არაფერი არ არის გადამეტებული. ერთი ხმლის მოქნევით ნამდვილად შესაძლებელია ადამიანი თავის გარეშე დავტოვოთ და უფრო მეტიც სულ თავისუფლად ჭრის შუაზე სხვა დანარჩენ ფოლადის ხმლებს.


რა არის ინტერნეტი?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 785/თარიღი: 2013-03-24

ინტერნეტი (Internet) არის "მსოფლიო-ქსელი”, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ "ქსელს”(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.


შუა საუკუნეების ქართული მინა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1087/თარიღი: 2013-03-24

შუა საუკუნეების ქართული მინა და მინის ჭურჭელი მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ან შემთხვევით გამოვლენილ ფეოდალური ხანის მინის მასალის ჭურჭელს, რომლებიც პირველიდან XVIII საუკუნემდე პერიოდს განეკუთვნება. ტერმინი მოიცავს არა მარტო საქართველოში ადგილობრივ ნაწარმს, არამედ ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან შემოტანილ მინის ჭურჭელსაც. ამ დარგში ადგილობრივი ხელოსნობის არსებობის შესახებ ქართული წერილობითი წყაროები თითქმის არაფერს იტყობინებიან. არაფერია ნათქვამი უცხოურ წყაროებშიც, თუმცა გათხრებმა და სხვა არაპირდაპირმა წყაროებმა საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად გამოავლინა არა მარტო მინის ჭურჭელი, არამედ მინის საწარმოებიც. 


O.K.–ს წარმოშობის ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 859/თარიღი: 2013-03-24

O.K. აღიქმება, როგორც სიმბოლო, რომელიც ნიშნავს, „ყველაფერი წესრიგშია"


მოდის ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 853/თარიღი: 2013-03-24

ვის უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს მოდა საერთოდ არსებობს?! – რა თქმა უნდა…

„მეფე-მზე" ლუდოვიკო მეთოთხმეტეს. იმ დროს საფრანგეთში ოქროს ხანა იყო – დიდებული ცერემონიები, ყოველდღიური ზეიმები და მეჯლისები, ფუფუნება და ზრუნვა ახალ ტანსაცმელზე. ლუდოვიკო მეთოთხმეტეს დაწყებული საქმე მარია-ანტუანეტამ განაგრძო", რომელიც საფრანგეთში ავსტრიიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა, თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა. დედოფლისთვის ახალ-ახალ კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა, რომელსაც მოგვიანებით „მოდის მინისტრის" ტიტული მიანიჭეს. სწორედ როზა ბერტენის ქმნილებაა სახელგანთქმული კრინოლინი. ასევე, წარმოუდგენელი სიმაღლის და „არქიტექტურის" ვარცხნილობები, რომელშიც მარტო ყვავილებს კი არა, არამედ ბაფთებს, ლენტებს, ძვირფასეულობას, მინიატურულ ხომალდებს და წისქვილსაც კი იპოვიდით. ბერტენის შემდეგ დაიწყო ის ეპოქა, როცა მკერავები უბრალოდ მკერავები კი არ იყვნენ, არამედ ნელ-ნელა „კუტიურიეებად" იქცნენ. მაგალითად, მადამ ბერტენის შეკერილი კაბა იმაზე ოცჯერ მეტი ღირდა, ვიდრე იმდროინდელი მკერავის წლიური შემოსავალი.


ქრისტიანობა საქართველოში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 838/თარიღი: 2013-03-24

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკინიდანვე იწყება და პირველი მოციქულებად თვით იესო ქრისტეს მოწაფეები წმინდა ანდრია პირველწოდებუი, სვიმონ კანანელი და სხვა წმინდანები გვხვდება. სვიმონ კანანელი საქართველოში გარდაიცვალა და აქვეა დაკრძალული ანაკოფიაში. საქართველოში გაქრისტიანება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. წმინდა ნინო წარმოშობიტ რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციიდან, კაბადოკიიდან იყო. წყაროების საშვალებით ვიგებთ, რომ ნინოს მშობლები წარჩინებულთა გვარიდან იყვნენ. 12 წლის იყო ნინო, როცა მისმა მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და ქვრივ-ობლებს დაურიგეს. მამა ბერად აღიკვეცა, თვითონ ნინო კი დედასთან ერთად იერუსალიმში ჩავიდა, იქ შეიტყო, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, მისი სამოსელი (კვართი) წილად ხვდა მცხეთელ მოქალაქეებს, რომლებსაც იგი საქართველოში წაუღია და მცხეთაშია დაფლული.
ნინო საქართველოში შემოვიდა, აქ დაესწრო წარმართი ღვთაებების არმაზისა და გაცი-გაიმის დღესასწაულს. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ მეხი დაატყდება ამ კერპებს და დაამსხვრევს მათ. იგი იწყებს ავადმყოფების განკურნებას და ქრისტეს მცნების ქადაგებას. ნინომ მოარჩინა მძიმე სენით შეპყრობილი დედობალი ნანა და გააქრისტიანა. ქართლის მეფე მირიანი თავიდან ეჭვით უყურებდა ახალ რელიგიას, ვიდრე სასწაულის მოწმე არ გახდა. ეს სასწაული მოხდა მთხოთის მთაზე. ამის შემდეგ ქართლის მეფემ იწამა ნინოს სარწმუნოების ჭეშმარიტება და თვითონაც მოინათლა. ეს მოხდა 326 წელს ანუ IV საუკუნეში.


ვახტანგ გორგასალი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 937/თარიღი: 2013-03-24

ვახტანგ გორგასალი
V საუკუნის პირველ ნახევარში ქართლი ერთადერთი ქვეყანა იყო ამიერ კავკასიაში, სადაც ადგილობრივი მეფის ხელისუფლება ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. V საუკუნეში ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა 7 წლის ვახტანგ გორგასალი. დედა საგდუხტი, ამიერკავკასიის მირზპანის ქალიშვილი იყო.


დავით აღმაშენებელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 915/თარიღი: 2013-03-24

დავით აღმაშენებელი
1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე 16 წლის დავითი ავიდა, რომელსაც შთამომავლობამ აღმაშენებელი უწოდა. ახალგაზრდა მეფეს მხარში ედგა პროგრესულ მოღვაწეთა მთელი დასი, რომელსაც მისი აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცესესი მეთაურობდა.


ბაბილონის გოდოლი – მითი თუ რეალობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2322/თარიღი: 2013-03-24

მეცნიერები საკმაოდ დიდხანს თვლიდნენ,რომ გადმოცემა ბაბილონის გოდოლის შესახებ მხოლოდ სიმბოლური ლეგენდა იყო.მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს, ევროპელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გოდოლის ნანგრევები 


Windows ის განვითარების ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 842/თარიღი: 2013-03-24

ინდოუსი (იგივე Windows) არის დღეისათვის არსებული ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა, შექმნილი კომპანია Microsoft-ის მიერ. ბოლო 10 წლის განმავლობაში იგი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე. ვინდოუსი მუშაობს შემდეგ პლატფორმებზე: x86, AMD64, IA-64, ასევე DEC Alpha, MIPS და PowerPC. ეს პროგრამა ამერიკელმა სტუდენტმა და ახლა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ბილ(უილიამ) გეითსმა გამოიგონა


გიგანტური ობობები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1819/თარიღი: 2013-03-24

სამწუხაროდ ბევრი ინფორმაციის შეგროვება ვერ შევძელი ამ ობობებზე მაგრამ გეტყვით რომ მათ შეუძლიათ ადამიანს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენონ…და ნამდვილები არიან :sick: დანარჩენს სურათებზეც ნახავთ რა საშიშები არიან.. 


მიწისძვრა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1175/თარიღი: 2013-03-24

დედამიწის ზედაპირის რყევითი მოძრაობა იწვევს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და გამანადგურებელ მოვლენას - მიწისძვრას.

მიწისძვრები ხდება დედამიწის ქერქში. დედამიწის გარეთა საფარი შედგება მოძრავი ქანებისაგან. ქანების მოძრაობა არ არის სწორი და თანამიმდევრული. ამ დროს აღინიშნება კუმშვითი და გამჭიმი ძაბვები. წნევა ქანებს აწვება და დედამიწის ზედაპირის რღვევას იწყებს დაგროვილი ენერგია სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრის სახით ვლინდება. 


ძაღლი გახდა ავად ან აქვს ტემპერატურა, თუ მისი ცხვირი მშრალი და ცხელია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 813/თარიღი: 2013-03-24

ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა.
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ცხვირი მშრალი და ცხელი მრავალი მიზეზის გამო აქვს, უფრო ხშირად გადაქანცვის, დაღლილობის შედეგად, ძილის დროს, ნერვული აღგზნებულობისას, ძალიან ცხელ და მშრალ ამინდში, ასევე ძალიან ცივ ამინდშიც. პირველ რიგში, მფლობელებისათვის ჩვენი რეკომენდაციია ყურადღება მიაქციონ მათი მეგობრის საერთი მდგომარეობას, მადას, ხასიათს. ტემპერატურის დადგენის სწორი ხერხია თერმომეტრის სწორ ნაწლავში შეყვანა 3 სანტიმეტირს სიღრმეზე. ძაღლისა და კატის ნორმალური რექტალური ტემპერატურა არ უნდა იყოს 39 გრადუსზე მეტი.


თეთრი ყვავი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1339/თარიღი: 2013-03-24

ეს არის თეთრი ყვავი,იშვიათია მარა მაინც არსებობს


ყველაზე ბნელი დღე 400 წლის შემდეგ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 910/თარიღი: 2013-03-24

ყველაზე ბნელი დღე 400 წლის შემდეგ. მთვარის დაბნელება ზამთრის ბუნიობას დაემთხვა. მოვლენის ნახვა ყველაზე კარგად ჩრდილოევროპისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან შეიძლება


რამდენი სახეობის გველი ბინადრობს საქართველოში და რატომ არ არის საშიში შავი შეფერილობის ქვეწარმავალი ადამიანისთვის

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1166/თარიღი: 2013-03-24

ზაფხულის დადგომასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად, ყოველთვის აქტუალური თემაა ქვეწარმავლების გაღვიძება, მათი გამოჩენა მოსახლეობაში. არც წლევანდელი ზაფხული იქნება გასული წლებისგან გამორჩეული და ეს თემა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორს, ქვეწარმავლებზე კონტროლის სამსახურის უფროსს, ბატონ გურამ წიკლაურს გავესაუბრეთ. ერთი რამ ფაქტია, სანამ ინტერვიუს ვწერდით სამი გამოძახება დაფიქსირდა


როგორ მოქმედებს წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1107/თარიღი: 2013-03-24

წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს:


ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 992/თარიღი: 2013-03-24

ეს სტატია არის ადამისნის და ბუნების ურთიერთობაზე.


ბუნების საოცრებები – ამაზონის ტყე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 862/თარიღი: 2013-03-24

"მსოფლიოს ფილტვები” – სწორედ ამ მეტსახელით მოიხსენიებენ ამაზონის ტყეს, რომელიც მსოფლიოში ჟანგბადის უდიდესი მწარმოებელია. ამაზონის ტროპიკული ტყის ფართობი 5 მილიონი კვ. კილომეტრია და ის გრანდიოზულია,
როგორც თავისი მოცულობით, აგრეთვე ბიომრავალფეროვნებით. ამაზონის ტყის 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% პერუში, მცირე ფართობებზე ამაზონის ტყე ვრცელდება კოლუმბიაში, ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამსა და საფრანგეთის გვიანაში


სოკო- ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1138/თარიღი: 2013-03-24

თანაც არა, რომელიღაც განსაკუთრებულად იშვიათი. კუნძებზე თქვენ უთუოდ არაერთხელ შეგხვდებოდათ ჩვეულებრივი მანჭკვალას (Armillaria ostoyae) კოლონიები.


მიმინო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2884/თარიღი: 2013-03-24

მიმინო – Accipiter nisus – Перепелятник

მიმინოს გვარში მრავალი ქვესახეობა გვხდება რომლებიც მთელს მსოფლიოშია მიმობნეული თუმცა ძირითადი და ჩვენში პოპულარული მიმინოა (Accipiter nisus). იგი გვხდება თითქმის ყველგან, ტყის ზონაში, ხელოვნურ ტყეებში, მთა-ბარში და ა.შ
მიგრაციის დროს ძალიან დიდი რაოდენობით მიფრინავს თბილ ქვეყნებში, აფრიკისაკენ. უმეტესობა მიფრინავს, ნაწილი კი ჩვენთან რჩება და აქ იზამთრებს.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.