Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » მსოფლიოს უმძლავრესი დიზელი 108 902 ცხენის ძალას იძლევა
5:39 PM
მსოფლიოს უმძლავრესი დიზელი 108 902 ცხენის ძალას იძლევა
არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი ავტომობილის ძრავაში მისი მუშაობის დროს ჩაიხედოთ?

რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძრავა პატარაა, არამედ იმიტომაც, რომ, დიდიც რომ იყოს, მუშაობის დროს მისი გახსნის შემთხვევაში სა­მუშაო პარამეტრები დაირღვევა და აგრეგატი დაზიანდება.

მაგრამ მსგავსი პრინციპით მომუშავე ძრავები მხოლოდ ავტომობილებს არ ემსახუ­რება. შიდაწვის აგრეგატები რკინიგზის გამწევ ლოკომოტივებსაც ამოძრავებს და უზარმაზარ გემებსაც. ზოგიერთი მათგანი კი იმდენად დიდია, რომ მასში ძრავის დათვალიერების მსურველი ათეულობით ადამიანიც კი შეიძლება დაატიოთ. რა თქმა უნდა, იქ მათ ჯოჯოხეთი დახვდებათ და არც არავინ ეცდება ამ სულელური ვო­იაჟის მოწყობას. ეს ყველაფერი თეორიულადაა შესაძლებელი.

რაკი ძრავების ზომები ვახსენეთ, ალბათ საინტერესოა, რა ზომის არის მსოფლიოში ყველაზე დიდი აგრეგატი. გემების ძრავების წარმოებაზე სპეციალიზე­ბულ ფინურ კომპანია "ვარტსილას” მსოფლიოში ყველაზე დიდი მშრალი ტანკერისთვის, რომელსაც "ემა მაერსკი” ჰქვია, დამზადებული აქვს დიზელის უზარმაზარი ორტაქტიანი ტურბოძრავა, რომელიც 108 902 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

უფრო ადვილად რომ აღიქვათ, წარმოიდგინეთ 100 ცალი "ბუგატი ვეირონი”, რომელთა ჯამური სიმძლავრე ფინური კოლოსისაზე "ოდნავ” ნაკლები იქნება. მაგრამ "ვეირონი” რა მოსატანია, როდესაც ეს გიგანტური აგრეგატი, რომელიც თითქმის ოთხსართულიანი სახლის სიმაღლისაა, 170 874-ტონიან გემს ამოძრა­ვებს, რომელსაც მილიონობით ტონა ტვირთი გადააქვს ჩინეთიდან ამერიკისკენ.

ძრავის სახელია "შულცერRTA96-C”. მისი სიმაღლე 12.4 მეტრია, სიგრძე კი – 27.4 მეტრი. მას ერთ რიგში განლაგებული 14 გიგანტური ცილინდრი აქვს, რო­მელთაგან თითოეული 51.5 ტონას იწონის, ყოველი მათგანის მუშა მოცულობა 1 820 ლიტრია და თითოეული 7 780 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამგვა­რად, ძრავის მუშა მოცულობა 25 480 ლიტრს აღწევს. წარმოუდგენელია? რა თქმა უნდა, მით უმეტეს, როცა გაიგებთ, რომ ყოველი საათის განმავლობაში ეს კოლოსი 1 660 გალონ (დაახლოებით 6 284 ლიტრი) საწვავს მოიხმარს.

"ვარტსილამ” უკვე 25 ასეთი ძრავა დაამზადა და კიდევ 86-ზე შეკვეთა აქვს მიღებული…
კატეგორია: გამოგონებები | ნანახია: 844 | დაამატა: balu | ტეგები: მსოფლიოს უმძლავრესი დიზელი 108 902 | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.