Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 27

სუში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1011/თარიღი: 2013-03-27

ძალიან ბევრისათვის ამომავალი მზის ქვეყანა სუშისა და საკესთან ასოცირდება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ტრადიციული იაპონური სამზარეულო მათ გარეშე წარმოუდგენელია


ლობიოს ტოლმა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 897/თარიღი: 2013-03-27

მასალად საჭიროა:
ლობიო – 600 გრ.
ზეთი – 1/2 ჩაის ჭიქა.
ხახვი – 100 გრ.
დაფნის ფოთოლი – 3 ც.
ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი.
შავი პილპილი – 1 ჩაის კოვზი.
კომბოსტო – 1 თავი.
ქინძი – 2 სუფრის კოვზი.
მარილი – გემოვნებით.


როგორ მოვამზადოთ სოკოს სალათა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 868/თარიღი: 2013-03-27

სალათის მომზადება ერთი შეხედვით ადვილი საქმეა. დიასახლისებს კი, ყოველთვის ურჩევნიათ საღი, ახალი და რაც მთავარია, ბოსტნეულით გამდიდრებული საკვები. ასე თუ ისე, ყველა ქალბატონს მზარეულები ურჩევენ, სალათები საკუთარი რეცეპტებითაც მოამზადონ. მარხვის დღეებში ყველაზე აქტუალური სოკოს სალათებია, აგრეთვე არანაკლებად აქტუალურია ტკბილი და მარილიანი ფლავი. როგორ მოვამზადოთ სოკოს სალათი და რა არ უნდა დაგვავიწყდეს კარგი ფლავის მომზადებისას, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ–ერთი რესტორნის შეფ–მზარეულ, დავით ნემსიწვერიძეს ვესაუბრეთ.


როგორ მოვამზადოთ პიცა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1101/თარიღი: 2013-03-27

იტალიური სამზარეულოს მთავარი მენიუ კარგი იტალიური პიცით, გემრიელი, ჰაეროვანი ნაყინითა და, რაც მთავარია, "პასტა ბოლონეზეთი” გამოირჩევა. თუმცა, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც მზარეულები ჩვეულებისამებრ ასახელებენ. როგორ კეთდება კარგი იტალური საჭმელი და რაში მდგომარეობს იტალური პიცისა და ნაყინის საიდუმლო, ამ საკითხთთან დაკავშირებით, თბილისში, ერთ–ერთ იტალიურ კაფეტერიას ვესტუმრეთ და სპეციალურად "გუმბათის” მკითხველებისთვის მზარეულ მანუჩარ შვანგირაძისგან რამოდენიმე რეცეპტი ჩავიწერეთ


ყვავილოვანი კომბოსტო – მკურნალი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1099/თარიღი: 2013-03-27

როგორც წესი, ყვავილოვანი კომბოსტო ერთ–ერთი ყველაზე ძვირფასი ბოსტნეულია. მასში არის ბევრი ცილა, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ვიტამინები C, PP, B1, B2, B3. ის ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ, რაც დიეტურ კვებაში მეტად მნიშვნელოვანია. ექიმები მას რეკომენდებას უწევენ სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას, კუჭის წყლულისა და თორმეტ–გოჯა ნაწლავის, ქრონიკული გასტრიტის გამწვავების დროს (მაგრამ თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას ყვავილოვანი კომბოსტო, მასში არსებული დიდი რაოდენობით ცილების გამო, უნდა გამოირიცხოს).

შეგახსენებთ, რომ ახალი ყვავილოვანი კომბოსტოს 100 გრამში არის მხოლოდ 4 ქულა (კრემლის დიეტის მიხედვით), მოხარშულში კი – 3,5.

მთავარი ისაა, რომ მის მოსამზადებლად ცოტა დროა საჭირო. ყვავილოვანი კომბოსტოს გემო რომ უფრო ნაზი იყოს, საჭიროა მისი მოხარშვა მარილიან წყალში 10–15 წუთის განმავლობაში


თქვენთვის, გურმანებო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1140/თარიღი: 2013-03-27

ხინკალი კახურად

მასალა: ცხვრის ან ძროხის ხორცი – 1 კილოგრამი; ფქვილი – 1 კილოგრამი; ხახვი – 4–5 თავი; მწვანილი – 3–4 ძირი; კვერცხი – 2 ცალი; მარილი, პილპილი – გემოვნებით.

თეთრი პურის ფქვილით, კვერცხითა და ცივი მარილწყლით მოვზილოთ ჩვეულებრივი მაგარი ცომი. მოვამზადოთ გულსართი შემდეგნაირად: მსუქანი ცხვრის ან ძროხის ხორცის რბილი ნაჭრები ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად. შევაზავოთ დაკეპილი ოხრახუშით, ქინძით, შავი პილპილით, მარილით; დავზილოთ და გავაზავოთ წყლით. როდესაც გულსართი მზად იქნება, ცომი გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სპეციალური ხის საჭრისით და კიდევ გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ ერთი სუფრის კოვზი მომზადებული ხორცი, ნაპირები შემოვუკეცოთ, მოვგრიხოთ და კუჭი დავტკეპნოთ ისე, რომ მოხარშვის დროს არ გაიხსნას და ჩავუშვათ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. დუღილის დროს ქვაბი ვატრიალოთ, რომ ძირზე არ მიიკრას. როცა ყველა ხინკალი წყლის ზევით ამოტივტივდება, კიდევ 5 წუთი ვადუღოთ, ამოვალაგოთ ქაფქირით და სუფრაზე მივიტანოთ დანაყილ პილპილთან ერთად.


ჭინჭრის სუპი ხორცით

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 870/თარიღი: 2013-03-27

საჭირო მასალა:

400 გ კარტოფილი, 300 გ საქონლის ხორცი, 200 გ ჭინჭარი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 კონა ქინძი, 2-3 ღერი პიტნა, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად. 100-150 გ არაჟანი.

მომზადება: კარტოფილი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. როცა წყალი ადუღდება, ქაფი მოვხადოთ და ჩავაყაროთ მარილი და პილპილი. ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი და შევაწითლოთ ზეთში, შემდეგ დავუმატოთ კარტოფილს და როდესაც მოხარშვას სულ ცოტა ეკლდება, ჩავამატოთ მსხვილად დაჭრილი ჭინჭარი. წვნიანს უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ ჩავუმატოთ მოხარშული კვერცხი, დაჭრილი მწვანილი და არაჟანი.


ნიგოზი ქართულ სამზარეულოში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1025/თარიღი: 2013-03-27

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიგვზით შენელებული ქართული საჭმელი ნამდვილად ჩვენი ეროვნული მიგნებაა.

ძნელად ნახავთ ქვეყანას, სადაც ერთი კერძის მომზადებაში ამდენ ნიგოზს ხარჯავდნენ. ნიგოზი გამოიყენება როგორც ხორციანი, ცხელი კერძებისათვის, ასევე საუზმეულისა და სალათების შესაკმაზად. არ შევჩერდები საცივზე, ნიგვზიან ლობიოსა და საწებლებზე, რომელთა შესახებაც ადრე ძალიან ბევრი ვისაუბრე და შევეცდები, ნიგვზით მომზადებული სხვა კერძები განვიხილო.

ნიგვზიანი ხარჩო, იახნი და სხვა…

ნიგვზიანი ხარჩო უფრო მეგრული სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი. გავრცელებული და დამკვიდრებულია ასევე გურიასა და იმერეთში. თავისი კონსისტენციით ძლიერ წააგავს საცივს, თუმცა ამ ორი კერძის მომზადების წესი მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

რატომღაც ითვლება, რომ ნიგვზიანი ხარჩო უფრო ყოველდღიური საჭმელია, ვიდრე საცივი, თუმცა მომზადების წესის მიხედვით არანაკლებ რთულია და ძვირადღირებულიც. ეს კერძი მზადდება როგორც ფრინველის, ასევე საქონლის ხორცისგან. არჩევენ ცხიმიან ხორცს. საქონლის ხორცი სასურველია იყოს მკერდის ცხიმიანი ნაჭერი. თუ საცივის შემთხვევაში ხორცს ვხარშავთ და შემდეგ მიმდინარეობს მისი მზადების მომდევნო ეტაპი, ხარჩოს შემთხვევაში, დაჭრილი ხორცი ხახვთან ერთად იშუშება, შემდეგ კი ემატება მდუღარე წყალში გახსნილი ნიგვზისა და სანელებლების მასა. ერთ-ერთი პირველი და აუცილებელი სანელებელი გახლავთ უცხო სუნელი, გარდა ამისა ემატება ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და ზოგიერთი ახალ ქინძსა და ოხრახუშსაც უმატებს. ნიგვზიანი ხარჩოს ერთ ვარიანტში ერევა ცოტა მჭადის ფქვილი. ამ მეთოდს ძირითადად წვენის შესასქელებლად, ან ნიგვზის ეკონომიის მიზნით იყენებენ. ზოგ რეცეპტში ხარჩოს შემადგენლობაში შედის პამიდვრის პასტა ან პიურე, რაც მის მოწითალო ფერს განსაზღვრავს.


ზეთისხილის წვნიანი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 793/თარიღი: 2013-03-27

საჭირო მასალა:

1 ჭიქა მწვანე ზეთისხილი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 მოზრდილი ხახვი, 1 ცალი ტკბილი წიწაკა, 2 კბილი ნიორი, 4 ს.კ. ფქვილი, 100 გ ნაღები, 20 გ თეთრი მშრალი ღვინო, 3 ცალი კარტოფილი, 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ქათმის ბულიონი – გასაზავებლად, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ცალკე მოვხარშოთ კარტოფილი და გავაკეთოთ პიურე. ხახვი, ნიორი და ზეთისხილი დავჭრათ წვრილად. ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ ნიორი და ზეთისხილის ნახევარი, ვშუშოთ 5-7 წუთი, შემდეგ კი შევურიოთ კარტოფილის პიურე. წიწაკა წვრილად დავჭრათ და ცოტა ზეთში მოვშუშოთ, შევურიოთ ფქვილი და 2-3 წუთი ვშუშოთ. წიწაკა და პიურეში არეული ზეთისხილის მასა გავხსნათ იმდენ ბულიონში, რომ სქელი წვნიანის კონსისტენცია მივიღოთ. წვნიანი დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 20 წუთი, დავუმატოთ მარილი, ნაღები, ღვინო, დარჩენილი ზეთისხილი და სურვილისამებრ ცხარე წიწაკა, ვადუღოთ კიდევ 7 წუთი და ცეცხლიდან გადმოვდგათ. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ ოხრახუში.


ფშავური სამზარეულოს დელიკატესები ხინკალი და დამბალხაჭო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 982/თარიღი: 2013-03-27

საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთის კუთხეები ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.

აქ ერთმანეთშია არეული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ამ მხრივ არც კულინარიაა გამონაკლისი. გადავწყვიტე, დღევანდელი ჩემი საგაზეთო წერილი ფშავურ სამზარეულოს მივუძღვნა და ჩვენს მკითხველს კონკრეტულად ფშავური სამზარეულოსა და ტრადიციების შესახებ მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდო. ამ თემებზე სასაუბროდ მივმართე ჟურნალისტსა და ფოლკლორისტს, ბატონ ივანე ბერიძიაშვილსა და ფშაველ პოეტს მარიამ ხუცურაულს, რომელთაგანაც ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე.

თუ ფშავურ სამზარეულოზე ვისაუბრებთ, გვერდს ვერ ავუვლით ხინკალს. მის წარმოშობაზე მკვლევარები ბევრს დაობენ, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება, რომ იგი ფშავური კულტურის ნაწილია და სწორედ იქიდან გავრცელდა ჯერ მის მოსაზღვრე რაიონებში, შემდეგ კი ბარშიც ჩამოაღწია. ხინკლის განმარტება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ცოტა განსხვავებულია, აქ იგი დუმის შაშხად არის მოხსენიებული. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ხინკლის ფორმა თავისი ნაოჭებით წააგავს ბორჯღალს. როგორც ბატონმა ივანემ ამიხსნა, თუკი ამ კერძის ფორმა მართლაც აქედან მომდინარეობს, არც ეს იქნება გასაკვირი. ქართველებისთვის ხომ ბორჯღალი მზის, სიცოცხლის მარადი მოძრაობის სიმბოლოა, რომელსაც სავსებით შესაძლებელია, თავისი ასახვა კულინარიაშიც ჰქონოდა, თუმცა ეს მაინც ვარაუდია და არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.


საახალწლო სუფრა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1358/თარიღი: 2013-03-27

საახალწლო სუფრა მუდამ სიუხვით, მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული ელფერით გამოირჩევა. საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ახალისებს ლამაზად გაწყობილი სუფრა, სამშვენისები, გემრიელი კერძები, ტკბილეული და სადღესასწაულო სასმელები. გთავაზობთ რამდენიმე საახალწლო კერძისა და ტკბილეულის რეცეპტს:

ინდაურის ან ქათმის საცივი
მასალა: ინდაური ან ქათამი; ნიგოზი – 500 გ; ხახვი – 4-5 თავი; ზაფრანა – 2 ჩაის კოვზი; უცხო სუნელი – 4 ჩაის კოვზი; ხმელი ქინძი – 2 ჩაის კოვზი; მიხაკი – 3-4 ცალი; დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი; ნიორი – 4 კბილი; ძმარი – 1 სუფრის კოვზი; ნახარში წვენი – 10 ჩაის ჭიქა; მარილი, წიწაკა – გემოვნებით


ხახვი კლიარში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 920/თარიღი: 2013-03-27

საჭირო მასალა:

1 მოზრდილი ხახვი, 1 კვერცხი, 1 ს.კ. ფქვილი, 1 კბილი ნიორი, მარილი, წიწაკა, პაპრიკა – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად.

მომზადება: ხახვი დავჭრათ რგოლებად. კვერცხი, ფქვილი, მარილი, წიწაკა, დანაყილი ნიორი და პაპრიკა კარგად ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ხახვის რგოლები ამოვავლოთ კლიარში და კარგად გაცხელებულ ზეთში შევწვათ, შემდეგ კი მოვათავსოთ ქაღალდზე გასაშრობად.


ლორი და სხვა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1104/თარიღი: 2013-03-27

ხორცის შენახვისა და დამუშავების ტრადიციები საქართველოში

მას შემდეგ, რაც ადამიანმა ხორცის დამუშავება და შენახვა დაიწყო, დიდი დრო გავიდა. ეს ტრადიციები განსაკუთრებით იმ ადგილებშია შემორჩენილი, სადაც მეცხოველეობა ოდითგანვე პრიორიტეტული იყო. უძველესი პერიოდიდან ერთი ტრადიცია არსებობდა საქართველოში – დამარილებული ხორცი მეომრებს თან მიჰქონდათ, ვინაიდან იგი დიდხანს ძლებდა და გამოსაყენებლადაც პრაქტიკული იყო. ქართული სააღდგომო სუფრაზეც სხვა ტრადიციულ კერძებს შორის აუცილებლად მოიაზრება შებოლილი, გამოყვანილი ხორცი, რომლის საუკეთესო ვერსიად ჩვენს სამზარეულოში შეგვიზლია დავასახელოდ რაჭული ლორი. მისი დამუშავება მთელი რიტუალია, რომელიც საკმაო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.


მწვადის შეწვის ხელოვნება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 872/თარიღი: 2013-03-27

მწვადის შეწვა არც ისეთი იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თანაც სიტყვა "შეწვა” პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. სამწვადე ხორცი კი არ უნდა შევწვათ, არამედ დავბრაწოთ. მწვადი თავისავე ცხიმში უნდა მოიშუშოს. სწორედ ამით განსხვავდება მწვადი შემწვარი ხორცის სხვა კერძებისგან.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხორც-ასხმული შამფური ცეცხლის ალზე არ უნდა დავიჭიროთ, რადგან ხორცი გარედან დაიწვება, შიგნით კი უმი დარჩება. დაუწერელი წესია – მწვადი ნაკვერჩხალზე უნდა შეიწვას.

მწვადზე ექსპერიმენტების ჩატარება "ცოდვაა”. უმჯობესია მწვადის ოსტატთა მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას დავეყრდნოთ. მწვადის ხარისხი დამოკიდებულია: ხორცის ცხიმიანობაზე, ნაჭრების ზომასა და იმაზე, თუ რამდენად ახალია ხორცი. ბატკნის ხორცი ნაკლებად ნოყიერია, ისევე როგორც ხბოსა და გოჭის.


როგორ მოვამზადოთ ნაყინი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 994/თარიღი: 2013-03-27

დიასახლისებისთვის ამჯერად ის რეცეპტები ჩავიწერეთ, რომლებიც თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი ნუგბარია. ნაყინი გაზაფხულისა და ზაფხულის ერთ–ერთი მოთხოვნადი ტკბილეულია. აქედან გამომდინარე, ამჯერად იმ რეცეპტებს შემოგთავაზებთ, რომელიც მზარეულ თიკო სულიაშვილისგან ჩავიწერეთ. თიკო ერთ–ერთი კაფეტერიის შეფმზარეულია. მან თავისი სტუმრების სურვილებზე ყველაფერი კარგად იცის. ამჯერად კი "გუმბათს” ის რეცეპტები ჩააწერინა, რომელიც თითქმის ყველა სტუმარს უყვარს.

თიკო სულიაშვილი, მზარეული:

– ხშირად მეკითხებიან რეცეპტებს და იწერენ კიდეც, არ ვიცი, ყოველივე ეს გამოსდით თუ არა, მაგრამ მათი მონდომება აშკარაა და ძალიან სასიამოვნო. მომწონს, რომ ისინი ინტერესდებიან ამ ყველაფრით, მოსწონთ და აფასებენ ჩვენს შემოქმედებას.


მარტივად მოსამზადებელი,გემრიელი და სასარგებლო სალათი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 856/თარიღი: 2013-03-27

მაკარონი მოვხარშოთ(ოღონდ ზედმეტი არ მოუვიდეს და ფორმა არ დაკარგოს),10წუთით დავტოვოთ თავდახურულ ქვაბში(რომ კარგად გაფუვდეს),შემდეგ გადავწუროთ და გადავიტანოთ ღრმა თასში.კიტრს და პომიდორს მოვარიდოთ თესლიანი ნაწილები და დავჭრათ კუბიკებად,ბულგარული წიწაკა და სტაფილო გავხეხოთ,ხახვი(მწვანე თუა უკეთესია) დავჭრათ წვრილად და მთელი ეს ბოსტნეული მივუმატოთ მაკარონს,დავასხათ მაიონეზი,შევანელოთ პილპილით(მე ცოტაოდენ მშრალ აჯიკასაც ვუმატებ),მარილით და კარგად ამოვურიოთ.ბოლოს ვამატებთ წვრილად დაჭრილ ქინძს და ცერეცოს.სალათი უნდა მივირთვათ რამდენიმე საათის შემდეგ,ჩაციებულ მდგომარეობაში.


იცით თუ არა რომ….

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 964/თარიღი: 2013-03-27

სანახავად შედით სრულიადში…


საინტერესო ფაქტები …

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 858/თარიღი: 2013-03-27

უილიამ შექსპირის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ტრაგედიას თავდაპირველად „ჯულიეტა და რომეო" ერქვა და არა „რომეო და ჯულიეტა".


1….ჰერალდიკოსთა ერთი ნაწილის აზრით დავით აღმაშენებლის დროშაზე (სურათზე) გამოსახული იყო „ცხენი რქოსანი"…

2. ოკეანეთის კუნძულოვანი სახელმწიფოს, პალაუს დედაქალაქი მელეკეოკი მსოფლიოს ყველაზე პატარა დედაქალაქია და 2005 წლის აღწერით 391 მცხოვრები ჰყავს.

3. ალ კაპონე გადასახადების გადაუხდელობის გამო 11 წლით ჩასვეს ციხეში

4.მეორე მსოფლიო ომში 72 სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას

5.ლენინს 146 ფსევდონიმი ჰქონდა

6.უილიამ შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი ერთ დღეს 1616 წლის 25 აპრილს თითქმის ერთდროულად გარდაიცვალნენ

7.აშშ–ს პრეზიდენტებიდან ყველაზე მეტი შვილი (6 ბიჭი და 4 გოგო) ჰყავდა უილიამ ჰენრი ჰარისონს

8.1985 წლის 20 იანვარს რონალდ რეიგანის ინაუგურაცია გადაიდო ერთი დღით, რადგან ამ დღეს ტარდებოდა… ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩი

9.აშშ–ში 7 მთა, 8 მდინარე, 10 ტბა და 120 დასახლებული პუნქტი ატარებს ჯორჯ ვაშინგტონის სახელს

10.აფრიკელი ქალბატონი გრასა მაშელი ორი ქვეყნის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და მოზამბიკი) პირველი ლედი იყო

11.ნაურუს პრეზიდენტს ბერნარდ დოვიიოგოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტი 7–ჯერ ეკავა

12.ასურეთში გერმანელები ცხოვრობდნენ

13.ევროპაში პირვლად პრეზიდენტის თანამდებობა შემოიღეს შვეიცარიაში და იგი დაიკავა იონას ფურერმა

14.ჯოან როულინგი არის ყველაზე მდიდარი ავტორი მსოფლიოში

15.აშშ–ს პრეზიდენტებიდან ყველაზე მეტი შვილი (6 ბიჭი და 4 გოგო) ჰყავდა უილიამ ჰენრი ჰარისონს


10 საინტერესო ფაქტი სამყაროს შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 802/თარიღი: 2013-03-27

1. ერთადერთი ადგილი, ადამიანის ორგანიზმში, რასაც სისხლი არ მიეწოდება არის თვალის რქოვანა, ის ჟანგბადს პირდაპირ ჰაერიდან იღებს.
2. ყოველ დღე 200 მილიონი წყვილი დაკავებულია სექსით, 400 000 ბავშვი იბადება და 140 000 ადამიანი კვდება.
3. Colgate-ის კბილის პასტის მარკეტოლოგებს ყველაზე დიდი დაბრკოლება ესპანურ ენოვან ქვეყნებში ხვდებათ, რადგან თარგმანში ის შემდეგნაირად ჟღერს ” წადი ჩამოიხჩე თავი”
4. მხოლოდ კურდღელს და თუთიყუშს შეუძლია თავის მოუბრუნებლად ხედავდეს ზურგს უკან.
5. ინტელიგენტ ხალხს უფრო მეტი თუთიის და სპილენძის შემადგენლობა აქვთ თმაში


სასტუმრო კოსმოსში მალე გაიხსნება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 835/თარიღი: 2013-03-27

სასტუმრო კოსმოსში 2012 წელს გაიხსნება, ბილეთები შეგიძლიათ ახლავე დაჯავშნოთ.

კლიენტებს საშუალებას მისცემს კოსმოსში 80 წუთში ავიდნენ და 15 მზის ამოსვლა და ჩასვლა ნახონ დღეში. რათქმაუნდა უფრო ძვირი ეღირება ოთახები ჩვენი პლანეტის ხედით. ეს სიამოვნება სულ რაღაც $4.4 მილიონი (აშშ) ეღირება და ამ ფასად კოსმოსში 3 დღე-ღამეს გაატარებენ.
სანამ კლიენტები კოსმოსში ავლენ ისინი გაივლიან 8-კვირიან ვარჯიშს. სასტუმროში მომსახურე პერსონალი არ იქნება. იქ მხოლოდ ავსტრონავტი პილოტები იქნებიან. კომპანიამ ამ პროექტში $3 მილიარდი დოლარი ჩადო და უკვე 43 კლიენტი ჰყავს. ისინი თვლიანრომ მალე კოსმოსური ტურიზმი პოპულალური გახდება და ჩადებულ თანხასაც მალევე ამოიღებენ.


მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 825/თარიღი: 2013-03-27

ყოველკვირეულმა ”Times Higher Education”-მა, რომელიც ბრიტანული გაზეთ ”Times”-ის დამატებაა, მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებელთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა


ქალის მკერდის ყურება მამაკაცის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა!

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 990/თარიღი: 2013-03-27

ერთერთმა გერმანელმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა კარენ ვეზერბმა აღმოაჩინა, რომ ქალის მკერდის თვალყურის დევნება 10 წუთის განმავლობაში უდრის 30 ცუთიან ვარჯიშს სპორტ დარბაზში. 


შავი ხვრელები,ნეიტრონული ვარსკვლავები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1067/თარიღი: 2013-03-27

მაშ ასე,დავიწყოთ ზოგადად ვარსკვლავებით. არსებობს ბევრი სახის ვარსკვლავი. ზოგი გიგანტი,ზოგი პატარა. ზოგი პატარა შესაძლოა ბევრად დიდზე მეტად ანათებდეს და ასე შემდეგ. გიგანტური და სუსტად მანათობელი ვარსკვლავია, მაგალითად ბეტელჰეიზე.მცირე ზომის და მაღალი ტემპერატურის, კაშკაშა ვარსკვლავია მაგალითად სირიუსი. თეთრი ჯუჯები კი ისეთი მცირე ზომის და მკვრივი ვარსკვლავებია,რომ ვარსკვლავის ერთი კუბური სანტიმეტრი შესაძლოა ათეულობით ტონას იწონიდეს.


დედამიწის ღერძის გადახრა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 836/თარიღი: 2013-03-27

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამიწის ღერძი 8 სანტიმეტრით გადაიხარა, ეს თემა საყოველთაო შეშფოთებისა და განხილვის საგნად იქცა. ინტერნეტსაიტებზე აღარაფერს ვიტყვით, იქ ლამის უკვე აპოკალიფსია გამოცხადებული, აფთიაქში შემთხვევით ერთი ახალგაზრდა ქალის ლაპარაკი მოვისმინე, ნაცნობს სრული სერიოზულობით ეუბნებოდა, მესამე შვილს რაღა გამაჩენინებს, ნეტა ეს ორიც არ გამეჩინა, ვერ ხედავ, დედამიწის ღერძი გადაიხარა, ვინ იცის, რა გველის, არ მინდა, ბავშვების საცოდაობას ვუყუროო. ამ ქალს სხვებიც აჰყვნენ, ყველამ თავისი ვერსია გამოთქვა კაცობრიობის მომავლის შესახებ… ბევრისგან გაიგონებთ, რა დროს პოლიტიკაა, ვერ ხედავთ, დედამიწა რა დღეშია, კაცმა არ იცის, ხვალ რა გველისო.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.