Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 27 » სუში
8:16 PM
სუში
ძალიან ბევრისათვის ამომავალი მზის ქვეყანა სუშისა და საკესთან ასოცირდება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ტრადიციული იაპონური სამზარეულო მათ გარეშე წარმოუდგენელია. სუშის სულ რაღაც 100 წლის ისტორია აქვს. მის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია ითვლება. იაპონელებმა კი ამ კერძის მომზადების მეთოდი თევზის დიდი ხნით შენახვის მიზნით გადმიიღეს. გასუფთავებულ უმ თევზს ფენა-ფენა მარილს აყრიდნენ და დაწნეხის მიზნით ზემოდან მძიმე ქვას ადებდნენ. რამოდენიმე კვირის შემდეგ თევზს ქვას მოაშორებდნენ და ჩვეულებრივ ხუფს ახურავდნენ. რამდენიმე თვეში თევზი მზად ითვლებოდა. იაპონიაში სუში ბუტერბროდის როლში გამოდის. სუში არის მადჟავებული ბრინჯის გუნდა უმი თევზის ნაჭრით. ბრინჯს ურევენ სპეცილაურად მომზადებულ ბოსტნეულს და ხანდახან ახვევენ ზღვის წყალმცენარის ფოთოლში. ტოკიოში კიდევ შემორჩა რესტორნები, სადაც გურმანებს ძველი მეთოდით მადზადებული სუშით უმასპინძლდებიან. მე-19 საუკუნის ბოლოს, პროგრესულად მოაზროვნე შეფმზარეულს, სახელად იოჰეის თვეების განმავლობაში შენახული თევზის მკვეთრი სუნი მობეზრდა და კლიენტებს უმი თევზი შესთავაზა. ასე რომ მყრალი თევზის ალტერნატივა მალე გახდა პოპულარული.
სუში ყველა დღესასწაულის, იუბილესა და დაბადების დღის აუცილებელი კერძია. ყველაზე პოპულარული ნიგირი სუშია – ბრინჯის მომრგვალებულ ბურთულებს ზემოდან უმი თევზისა და ვასაბის (იაპონური მცენარე, რომელსაც იყენებენ სანელებლად) პატარა ნაჭერს ადებენ. ეს მეთოდი სუშის მომზადების ყველაზე იოლი გზაა და ამავე დროს ძალიან გემრიელია.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 973 | დაამატა: balu | ტეგები: სუში | რეიტინგი: 5.0/2
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.