ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1429/თარიღი: 2013-03-26
სტატიის სანახავად შედით სრულიადში
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1090/თარიღი: 2013-03-26
ისევე, როგორც ყველაფერს, თავისი ისტორია ნაყინსაც აქვს. არავინ იცის, ვინ მოიგონა იგი, თუმცა ცნობილია, რომ ეს მრავალი საუკუნის წინათ მოხდა. ის, რაც ნაყინის წინამორბედად შეიძლება მივიჩნიოთ, შაქარყინული იყო, მეტწილად გაცივებული ღვინის ან ხილის წვენისგან დამზადებული. ამ ნუგბარის დიდი მოყვარული გახლდათ ალექსანდრე მაკედონელი. რომის იმპერატორის ნერონის ბრძანებით კი, მსახურები თოვლს მთებში აგროვებდნენ შაქარყინულის დასამზადებლად. სინამდვილეში ნაყინის ისტორია გაცილებით ძველია. როგორც ამბობენ, ნაყინი ჩინელებმა დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინათ გამოიგონეს, როდესაც თოვლში ბრინჯისა და რძის ნაზავის დამატება დაიწყეს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 881/თარიღი: 2013-03-26
XVIII საუკუნის 80-იან წლებამდე ადამიანს არ გააჩნდა ცოფისაგან თავდაცვის საიმედო საშუალება. ცოფიანი ცხოველის მიერ ყოველ ნაკბენ ადამიანს სიკვდილი ელოდა. ამჟამად, ამ დაავადების საწინააღმდეგო წამალი კვლავ არაა მოძებნილი, თუმცა არსებობს საშუალება, რომელიც არსებითად ამცირებს ცოფით დაავადების რისკს. სახლის ცხოველების ყოველწლიური ვაქცინაცია დაგიცავთ თქვენ, თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, ასევე ნათესავებსა და ახლობლებს
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1109/თარიღი: 2013-03-26
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები მასზე დამოკიდებული გახადა. ინფორმაციის მოპოვებისა და გართობის გარდა კომპიუტერს უკვე ყოველდღიური ურთიერთობისთვის იყენებენ. ადამიანი კომპიუტერის გარეშე უკვე ერთ წუთსაც კი ვეღარ ძლებს და მუდმივად მისკენ ისწრაფვის. შედეგად კი უამრავი პრობლემა გაჩნდა, მათ შორის ჯანმრთელობის. ბოლო წლებში საკმაოდ ხშირად გვესმის მხედველობაზე კომპიუტრების მავნე ზემოქმედების შესახებ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 955/თარიღი: 2013-03-26
ინანქარზე მუშაობა საქართველოში უძველესი დროიდანაა გავრცელებული. მას გამოიყენებდნენ არა მარტო სამკაულების დასამზადებლად, არამედ საეკლესიო ნივთებისა და ხატების შესამკობადაც. თუ როგორ ხდება ამ შრომატევადი სამუშაოს შესრულება, რა პირობების დაცვაა აუცილებელი და როგორ ვითარდებოდა ხელოვნების ეს დარგი საქართველოში, გვესაუბრება გალერეა "კამეას” დამაარსებელი, მხატვარი ბესარიონ დარჯანია.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 900/თარიღი: 2013-03-26
ჩვეულებრივი ფუტკრის ტვინი რამდენიმე ათასი ამოცანის გადამუშავებას 1 წუთში ახერხებს, მაშინ როდესაც საშუალო დონის კომპიუტერს იგივე რაოდენობის ოპერაციების შესასრულებლად ათჯერ მეტი დრო დასჭირდება. აღმოჩნდა, რომ ფუტკრები ლოგიკურ ალგორითმებს ადგენენ და ორიენტირებას ამით ახდენენ. ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ ყვავილიდან ყვავილზე გადაფრენისას ფუტკარი ადგენს უმოკლეს მარშრუტს და ამით ორიენტირდება იგი. დღის მანძილზე ფუტკარს დაახლოებით 5 ათასი ყვავილის დამტვერვა უწევს. ამის მოსახერხებლად იგი ლოგიკურ აზროვნებას და სწრაფ მოქმედებას იყენებს. ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს დამიჯერეთ ამხელა რაოდენობის დამტვერვას ფიზიკურად ვერ მოახერხებდნენ. მათ ძალა არ ეყოფოდათ ამისთვის.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 831/თარიღი: 2013-03-26
დასავლეთში და ევროპის მრვალ ქვეყანაში საუზმეზე ფორთოხლის ნატურალური წვენის მიღება უკვე ტრადიციაა. არანაკლებ პოპულარულია ამ ქვეყნებში გრეიპფრუტისა და ლიმონის ნატურალური წვენიც. დიეტოლოგების აზრით, საუზმეზე ფორთოხლისა და გრეიპფრუტის ნატურალური წვენის მიღება მთელი დღის განმავლობაში ენერგიულობისა და მხნეობის გარანტიაა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე სასარგებლო წითელი ფერის გრეიპფრუტის წვენია, რომელიც ბიოფლავონოიდებს შეიცავს და ანტიოქსიდანტური თვისება აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი წყალობთ ორგანიზმი დაცულია კიბოსგან და სხვა სერიოზული დაავადებებისგან. მათი დახმარებით უფრო ახალგაზრდულადაც გამოვიყურებით! გარდა ამისა, ეს ნივთიერებები არტერიებსა და სისხლძარღვებს ათეროსკლეროზის "ტყვეობისგან” იცავენ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 869/თარიღი: 2013-03-26
ბანანი ზღაპრული ხილია, რომელიც მშვენივრად კლავს შიმშილის გრძნობას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიითა და სასარგებლო ნივთიერებებით.
ვყიდულობთ რა ბანანს, პირველ რიგში უნდა შევაფასოთ მისი გარეგნობა: ფერი, შავი ლაქების არსებობა ან არარსებობა, ნაყოფის სიდიდე და სიმწიფის სტადია.
კარგ ბანანს აქვს წვნიანი ყვითელი ფერი, აქვს გლუვი, მბზინავი ზედაპირი, არ უნდა ჰქონდეს მეტისმეტად წიბოვანი ფორმა, სიგრძით 20 სანტიმეტრზე მეტი არ უნდა იყოს, მოცულობა კი – 3–4 სმ–ია. ზედაპირზე შავი ლაქები იმის მანიშნებელია, რომ ხილმა მაქსიმალური შაქრიანობა მოაგროვა, ხოლო როცა მთელი ზედაპირი შავია, ეს ნიშნავს, რომ მიმწოდებელმა ვერ შეძლო პროდუქციის საჭირო სახით შენახვა. თუმცა, ისეთ ნაყოფიც კი, რომელიც ძალიან ჯანმრთელად ვერ გამოიყურება, სულაც არ არის საკვებად სახიფათო.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 821/თარიღი: 2013-03-26
-ადამიანი ჩაის უფრო სწრაფად ეჩვევა, ვიდრე ჰეროინს.
- ხეოფსის პირამიდის ფენებს შორის დანის წვერსაც ვერ გაატევთ. - ადამიანის ტვინში ყოველ წამს 100 000 ქიმიური რეაქცია ხდება. - ადამიანს დაბადებისას 300 ძვალი აქვს. ხოლო 25 წლისთვის უკვე 206 ( ჩამოყალიბებული) - წმ.ვალენტინის დღეს მსოფლიოში 3 მილიონამდე ვარდი იყიდება. - ადამიანის ძვლების მეოთხედი მის ფეხებშია. - ფრჩხილები ხელზე 4ჯერ უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ფეხზე. - სიბნელეში 1 წუთის ყოფნის შემდეგ თვალის მგრძნობელობა 10ჯერ იზრდება, ხოლოდ 20წუთით ყოფნისას- 6ათასჯერ. - ფინჯანი ყავა დღეში 20%- ვიტამინების მოთხოვნას შეიცავს, რომელიც საჭიროა სისხლძარღვებისთვის. - დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი 83, 6კგ-ს იწონიდა. - კოლიბრი საშუალოდ 1.7გრამს იწონის. - 1947 წლიდან მოყოლებული ფირმა "ლეგოს” კონსტრუქციები რომ დავანაწევროთ, მაშინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითო ადამიანზე 30 დეტალი მოვა. - ლოგინი როგორც ავეჯი რუსეთში მხოლოდ მე17-ე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა.. მანამდე ან სხვენში, ან გრძელ სკამზე, ან ღუმელზე ეძინათ ( სპეციალური 2 სართულიანი ღუმლები იყო ადრე) - ქალის ნაწნავი საშუალოდ 200 000 თმისგან შედგება და შეუძლია 20ტონა სიმძიმეს გაუძლოს. - 1 წვეთი ნავთიც კი 25ლიტრა წყალს დასალევად არავარგისიანს ხდის. - როდესაც შუშაზე ნაპრალი ჩნდება, მისი გავრცელების სიჩქარე 5000კმ/წმ-ა. -წიგნის ტექსტის ასოები 277-ჯერ უფრო მკაფიოა, ვიდრე კომპიუტერის საუკეთესი მონიტორზე. - კაზინოს რულეტის ყველა ციფრი ერთმანეთს, რომ მივუმატოთ გამოვა მაგიური რიცხვი- 666 ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე 40 ტონა სხვადასხვა სახის საკვებს მიირთმევს. - ყოველ წელიწადს სიგარეტში და ალკოჰოლში უფრო მეტი ფული იხარჯება ვიდრე ჯანმრთელობის დაზღვევაში. - საპნის ბუშტი 0.001წამში სკდება. - დედამიწაზე ყოველ წამს 200 ელვა ეცემა. - საშუალო ჯამური მონაცემების მიხედვით, ადამიანის სიცოცხლის 6 წელი ძილს მიაქვს.
-ადამიანი ჩაის უფრო სწრაფად ეჩვევა, ვიდრე ჰეროინს. - ხეოფსის პირამიდის ფენებს შორის დანის წვერსაც ვერ გაატევთ. - ადამიანის ტვინში ყოველ წამს 100 000 ქიმიური რეაქცია ხდება. - ადამიანს დაბადებისას 300 ძვალი აქვს. ხოლო 25 წლისთვის უკვე 206 ( ჩამოყალიბებული) - წმ.ვალენტინის დღეს მსოფლიოში 3 მილიონამდე ვარდი იყიდება. - ადამიანის ძვლების მეოთხედი მის ფეხებშია. - ფრჩხილები ხელზე 4ჯერ უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ფეხზე. - სიბნელეში 1 წუთის ყოფნის შემდეგ თვალის მგრძნობელობა 10ჯერ იზრდება, ხოლოდ 20წუთით ყოფნისას- 6ათასჯერ. - ფინჯანი ყავა დღეში 20%- ვიტამინების მოთხოვნას შეიცავს, რომელიც საჭიროა სისხლძარღვებისთვის. - დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი 83, 6კგ-ს იწონიდა. - კოლიბრი საშუალოდ 1.7გრამს იწონის. - 1947 წლიდან მოყოლებული ფირმა "ლეგოს” კონსტრუქციები რომ დავანაწევროთ, მაშინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითო ადამიანზე 30 დეტალი მოვა.
- ლოგინი როგორც ავეჯი რუსეთში მხოლოდ მე17-ე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა.. მანამდე ან სხვენში, ან გრძელ სკამზე, ან ღუმელზე ეძინათ ( სპეციალური 2 სართულიანი ღუმლები იყო ადრე) - ქალის ნაწნავი საშუალოდ 200 000 თმისგან შედგება და შეუძლია 20ტონა სიმძიმეს გაუძლოს. - 1 წვეთი ნავთიც კი 25ლიტრა წყალს დასალევად არავარგისიანს ხდის. - როდესაც შუშაზე ნაპრალი ჩნდება, მისი გავრცელების სიჩქარე 5000კმ/წმ-ა.
-წიგნის ტექსტის ასოები 277-ჯერ უფრო მკაფიოა, ვიდრე კომპიუტერის საუკეთესი მონიტორზე. - კაზინოს რულეტის ყველა ციფრი ერთმანეთს, რომ მივუმატოთ გამოვა მაგიური რიცხვი- 666 ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე 40 ტონა სხვადასხვა სახის საკვებს მიირთმევს. - ყოველ წელიწადს სიგარეტში და ალკოჰოლში უფრო მეტი ფული იხარჯება ვიდრე ჯანმრთელობის დაზღვევაში. - საპნის ბუშტი 0.001წამში სკდება. - დედამიწაზე ყოველ წამს 200 ელვა ეცემა. - საშუალო ჯამური მონაცემების მიხედვით, ადამიანის სიცოცხლის 6 წელი ძილს მიაქვს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1011/თარიღი: 2013-03-26
თექის დამზადების ტექნოლოგია დღემდე დიდ ინტერესს იწვევს. მატყლის დამუშავება და თექის მომზადება საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ საბოლოო შედეგით უკმაყოფილო არ დავრჩებით. თექისგან სამოსი, სურათები და სხვადასხვა აქსესუარები მზადდება. რა არის საჭირო, რომ თექაზე დავიწყოთ მუშაობა, როგორი მატყლი უნდა გვქონდეს და როგორ მუშავდება იგი, ამ კითხვებზე ცირა ოქრიაშვილი გვიპასუხებს. ქალბატონმა ცირამ თექაზე მუშაობა თავად ისწავლა.
ცირა ოქრიაშვილი:
– თექის მომზადებისთვის საჭიროა, სუფთად დამუშავებული, სასურველ ფერად შეღებილი მატყლი. როგორც ვიცით, მატყლი ბუნებრივად გვხვდება თეთრი ან შავი ფერის.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1263/თარიღი: 2013-03-26
აქ არის ჩამოწერილი ბევრი ცნობილი ადამიანის ბრძნული აზრებიდა ცნობილი გამონათქვამები.
გოეთე. "მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”
"დედაბუნება უბადრუკ და უკეთურ არსებებად როდი გვქმნის?!”
"ქალისა და კაცის მეგობრობას, საფრთხეს უქმნის დაღამება”
"უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძიე.”
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 998/თარიღი: 2013-03-26
ფაქტიურად ექიმები უძველესი დროიდან იყენებდნენ ფერთა თერაპიის ელემენტებს: ცისარტყელასა და სპექტრის დახმარებით კურნავდნენ ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში, სპარსეთში. მაგალითად, ავადმყოფს სიშმაგის შეტევისას ათავსებდნენ ლურჯ ოთახში და ამით უხსნიდნენ მღელვარებას. ცნობილი ცელსი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდა შავ, მწვანე, წითელ ან თეთრ პლასტირებს, რაც დამოკიდებული იყო ჭრილობის ხასიათზე. ავიცენამ შეადგინა სპეციალური ატლასი, სადაც აღწერა ფერის, ადამიანის ტემპერამენტის და ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულება. იგი ამტკიცებდა: დილის კაშკაშა სინათლე ხელს უწყობს საკვების ათვისებას; წითელი ფერი ოპტიმისტურ განწყობას და აძლიერებს სისხლის ნაკადს (იგი თავის ავადმყოფებს წითელ ქსოვილს აფარებდა); ყვითელი – კურნავს ღვიძლს, ამცირებს ტკივილს, ხსნის ანთებას.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1256/თარიღი: 2013-03-26
ყვავილები თითქმის ყველა ქალს უყვარს. თაიგულიც ყველაზე გავრცელებული საჩუქარია საჩუქართა შორის. ზოგჯერ სათქმელს ყვავილების ენით გვითვლიან: წითელი ვარდები სიყვარულისა და ვნების სიმბოლოა. თეთრი – უმანკოების. ვადისფერ ვარდებს კი მსუბუქი გატაცების ნიშნად ჩუქნიან.
თეთრი მიხაკი სევდის სიმბოლოა, ხოლო ყვითელი – სიძულვილის. მინდვრის შროშანი – "დიდი ხანია მიყვარხარ”. ორქიდეა ინტიმური ყვავილია, ძალიან ახლო ადამიანებს ჩუქნიან მხოლოდ… ალბათ ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა, თქვენთვის ძვირფასი ადამიანის მორთმეული ყვავილების გადაყრა დაგნანებიათ, გული დაგწყვეტიათ, რომ მალე დაჭკნენ…
არსებობს თაიგულის მოვლის ძალიან მარტივი მეთოდები. როგორ გავუხანგრძლივოთ თაიგულს სიცოცხლე? ამ შეკითხვაზე კომპეტენტურ პასუხს ყვავილების სალონი "არტ ფლორ დიზაინი” გაგვცემს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 829/თარიღი: 2013-03-26
არამგონია დღეს არსებობდეს ადამიანი რომელსაც რაიმე მოწყობილობა მაინც არ აქვს, რომელიც აღჭურვილი იქნება ფოტოკამერით. ფოტოგრაფია იმდენად მასიურ გატაცებად იქცა ბოლო წლებში, რომ ცხოვრება ფოტოაპარატის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენთვის. რა თქმა უნდა ტექნიკურმა პროგრესმა ძალიან კარგად შეუწყო ამას ხელი. ადრე ფოტოგრაფია იყო ხელოვნება, რომელსაც მხოლოდ "რჩეულები” ეუფლებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს "ზენიტი" იყო თითქმის ყველა ოჯახში – ფირის გამჟღავნება და ფოტოების დაბეჭდვა ბევრ ტექნიკურ ცოდნას საჭიროებდა. იშვიათად ვინმე დაინტერესდეს – საიდან წარმოიშვა ეს ტექნიკა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 841/თარიღი: 2013-03-26
წითელი კუნელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. ნაყოფი და ახალგამოწურული წვენი (რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს) განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის (მოციმციმე არითმიის, სტენოკარდიის, მიოკარდიის, ათეროსკლეროზის, კარდიონევროზისა და ჰიპერტონიის დროს).
წითელი კუნელი მსუბუქად და ეფექტიანად ამცირებს სისხლის არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლში "ცუდი” ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქნას. კუნელით დამზადებული წამლები აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, რითაც ხელს უშლის მათ ადვილად გასკდომას და სისხლჩაქცევებს
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 872/თარიღი: 2013-03-26
პეპელა ნაზი და სათუთი არსებაა და თუ გსურთ ცოტა ხანს მაინც დასტკბეთ მისი სილამაზით, ძალზე ფრთხილად უნდა დაიჭიროთ, თორემ ფრთების ნაცვლად მხოლოდ ცისარტყელას კვალი და სინანული დაგრჩებათ თითებზე.
ბავშვობაში მჯეროდა, რომ პეპელა მხოლოდ 3 დღე ცოცხლობს და კვერცხებს რომ დადებს, მალევე კვდება. მერე დავინტერესდი მისი მეტამორფოზით და მოვიხიბლე ალეგორიული იგავით:
ერთი კაცი ბალახს ცელავდა და შეამჩნია, რომ პეპელა პარკუჭიდან გამოსვლას ცდილობდა. კაცს ძალიან მოუნდა საკუთარი თვალით ეხილა პეპელას საოცარი ფერისცვალება და იქვე ჩაიმუხლა. დიდხანს იწვალა პეპელამ, ბევრი იწრიალა პარკუჭში. კაცმა გადაწყვიტა დახმარებოდა და პარკუჭი ფრთხილად გაუჭრა. პეპელა გამობობღდა, ჩამოეკიდა, ცდილობდა ფრთები დაებერა და გაეშალა, მაგრამ სუსტი იყო, ჯერ კიდევ ზრდა-დაუმთავრებელი. ძალა არ ეყო პეპელას, ნიავმა ჩამოაგდო და დაიღუპა. დაღონდა კაცი, შეტრიალდა და წასვლას აპირებდა, მაგრამ მეორე ბალახზეც ზუსტად ისეთივე პარკუჭი შენიშნა. ამჯერად კაცმა ხელი არ ახლო. პეპელამ დიდხანს იწვალა, ბოლოს გამოჭრა და ამობობღდა. ისიც სუსტი იყო, სქელ მუცლიანი. ფეხებით ჩამოეკიდა პარკუჭს და მუცელი შეკუმშა. სითხე გადაეშვა პეპლის ფრთებში, გასწორდა, გაიშალა ნელა-ნელა. ააფარფატა პეპელამ ფრთები, მზეს შეუშვირა გასაშრობად. კიდევ უფრო გაიშალა და გასწორდა, დაიბერა ფრთები როგორც ლამაზი იალქნები. კიდევ ერთხანს იჯდა პეპელა, შლიდა და კეცავდა ფრთებს. მერე გაშალა, მოსწყდა და აფრინდა, აფარფატდა და გასცურა უკიდეგანო სივრცეში
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 882/თარიღი: 2013-03-26
მეოცე საუკუნის ბოლოს ერთი შოტლანდიელი გლეხი სახლში ბრუნდებოდა, როცა მოესმა ბავშვის შემზარავი ყვირილი, ბავშვი შველას ითხოვდა . გლეხი გაიქცა იმ მიმართულებით სადაც ყვირილი ისმოდა და დაინახა ბავშვი, რომელიც ჭაობში იხრჩობოდა. გამწირული ბავშვი ცდილობდა ამოსულიყო , მაგრამ ყოველი მოძრაობისას პირიქით, სულ უფრო და უფრო ჭაობის ლაფში იძირებოდა.
გლეხმა სასწრაფოდ მოტეხა გრძელი ტოტი და გაუწოდა მას. ბავშვი მოეჭიდა ტოტს და ამგვარად მოახერხა თავი დაეღწია ჭაობიდან. გლეხმა გამოიყვანა ბავშვი უსაფრთხო ადგილას, რომელიც კარგა დიდხანს ვეღარ იკავებდა ცრემლებს. გლეხმა შესთავაზა ბავშვს-”წამოდი ჩემთან, მოისვენე, გაშრი და გათბი”, მაგრამ ბავშვისაგან უარი მიიღო- ” არა მამა მელოდება, ალბათ ძალიან ნერვიულობს” , უთხრა ბავშვმა, მადლიერებით შეხედა თვალებში ფერმერს და გაიქცა…
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 823/თარიღი: 2013-03-26
პროდუქტები, რომლებიც გამოცდების პერიოდში უნდა მიირთვათ ევროპელმა მედიკოსებმა იმ პროდუქტების სია გამოაქვეყნეს, რომლებსაც მოსწავლეები და სტუდენტები გამოცდების პერიოდში ხშირად უნდა მიირთმევდნენ იმისთვის, რომ ტვინმა აქტიურად იმუშაოს.
ეს პროდუქტებია: თევზი, კვერცხი, ქათმის და საქონლის ღვიძლი, ხორბლის პური, ხილი და წყალი. რაც შეეხება ტკბილეულს, ტვინს მუშაობისთვის მართლაც ბევრი გლუკოზა სჭირდება. სუფთა შაქარი მყისვე სისხლში გადადის და შესაძლოა ერთ წუთში ამოხსნათ ამოცანა, გაიხსენოთ დავიწყებული ფორმულა და ა. შ.
თუმცა გლუკოზის მომატებაზე ორგანიზმი ინსულინის გამომუშავებით რეაგირებს და შრომისუნარიანობა მკვეთრად ქვეითდება. იმედს ნურც ყავაზე, გამაგრილებელ და ენერგეტიკულ სასმელებზე დაამყარებთ, ისინი ტვინს და ნერვებს კი არ კვებავენ, პირიქით, ფიტავენ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1298/თარიღი: 2013-03-26
ინკების ცივილიზაცია – თავისი ძლიერების მწვერვალს ინკებმა XVI საუკუნის დასაწყისში მიაღწიეს, როცა მათ შექმნეს უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა ერთ მლნ.
|
|