Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 26 » ცოფისგან თავდაცვა
6:22 PM
ცოფისგან თავდაცვა
XVIII საუკუნის 80-იან წლებამდე ადამიანს არ გააჩნდა ცოფისაგან თავდაცვის საიმედო საშუალება. ცოფიანი ცხოველის მიერ ყოველ ნაკბენ ადამიანს სიკვდილი ელოდა. ამჟამად, ამ დაავადების საწინააღმდეგო წამალი კვლავ არაა მოძებნილი, თუმცა არსებობს საშუალება, რომელიც არსებითად ამცირებს ცოფით დაავადების რისკს. სახლის ცხოველების ყოველწლიური ვაქცინაცია დაგიცავთ თქვენ, თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, ასევე ნათესავებსა და ახლობლებს.

ცოფი ვირუსული ხასიათის დაავადებაა, რომელიც ჩნდება დაავადებული ცხოველის ნაკბენის შედეგად და ხასიათდება ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებებით და იწვევს ლეტალურ შედეგს. ვირუსი მტკიცეა დაბალი ტემპერატურების მიმართ, მაგრამ არამყარია მაღალისადმი. მგრძნობიარეა ულტრაიისფერი და პირდაპირი მზის სხივების, ასევე მრავალი მადეზინფიცირებელი საშუალებების მიმართ.

ბუნებაში ავადმყოფობენ, უპირველეს ყოვლისა, გარეული ცხოველები (მელიები, მგელები და ა.შ.). სახლის ცხოველები (ძაღლები, კატები, ქრცვინები) ავადდებიან გარეული ცხოველის ნაკბენისაგან ან კანის დაზიანებულ მონაკვეთზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრისას.

რამდენიმე ხნის მანძილზე ვირუსი იმყოფება დანერგვის ადგილში, შემდეგ აღწევს ზურგისა და თავის ტვინში. სიმპტომები ჩნდება მხოლოდ მის მერე, რაც ვირუსი მთელ ორგანიზმში გავრცელდება. კლინიკური სურათის გამოვლენას თან სდევს დაფარული (საინკუბაციო) პერიოდი. ამ დროს ცხოველი ასევე საშიშია. უფრო ხშირად საინკუბაციო პერიოდი 10-14 დღე გრძელდება, ადამიანს შეიძლება გაუგრძელდეს 1 წელიც.

ადამიანთან ცოფის გამოვლენა ასევე 3 სტადიად იყოფა.

პირველ სტადიაზე ადამიანი შეუძლოდ იმყოფება, ჩნდება თავის ტკივილები, ტემპერატურის ამაღლება, ყელის ტკივილი, მადის შემცირება. ნაკბენის ადგილას ჩნდება უსიამოვნო შეგრძენებები. ავადმყოფს უჩნდება აუხსნელი შიში, ღელვა, დეპრესია, უძილობა.
მეორე სტადიაზე (1-3 დღეში) ჩნდება აღგზნებადობა, წყლის შიშის შეტევები. სითხის მიღების მცდელობისას ჩნდება ყელის კუნთების სპაზმები. სუნთქვას თან სდევს ტკივილი, კრუნჩხვები.
მესამე სტადიაზე (4-5 დღეს) დამახასიათებელია დამშვიდება, ქრება წყლის შიში, ჩნდება გამოჯანმრთელების ცრუ იმედი. ვითარდება კიდურების პარალიჩი, ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები.
სიკვდილი დგება სუნთქვის პარალიჩისა და გულის შეჩერების გამო.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს – მკურნალობის მეთოდები, როგორც ასეთი, არ არსებობს და პირველ სტადიამდეც კი ავადმყოფობის მიყვანის შემთხვევაში შედეგი სასიკვდილოა.

თუ თქვენ გიკბინათ ცხოველმა, რომელიც შესაძლოა ცოფითაა დაავადებული, აუცილებელია დაუყონებლივ მიმართოთ ტრავმპუნქტში. მანამდე შეიძლება ნაკბენის ადგილის ამოვლება საპნიანი ხსნარით 10 წუთის მანძილზე. ამის შემდეგ ექიმის დანიშნულების მიხედვით ატარებენ ვაქცინაციას, ჯამში 6 ინექციას 1, 3, 7, 14, 25 და 90 დღისათვის. აცრების დროს აუცილებელია კარგად ადევნოთ თვალი საკუთარ ჯანმრთელობას. აცრების შემდეგ ანტისხეულები მხოლოდ 12-14 დღეში ჩნდება, საშიში ლოკალიზაციის (თავი, კისერი, ხელები) ნაკბენებისას პროფილაქტიკას იწყებენ ანტირაბიული გლობულინის გამოყვანით. ადამიანის საინკუბაციო პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 1 წლამდე, რაც უფრო შორია თავისაგან ნაკბენი, მით მეტია საინკუბაციო პერიოდი.
დაავადების ხანგრძლივობა იშვიათად აჭარბებს ერთ კვირას. ადამიანი იმყოფება იზოლირებულ მდგომარეობაში გარე გამღიზიანებელებისაგან. მკურნალობა სიმპტომატიკურია, პირველ რიგში, მიმართული მკრუნჩხველი სინდრომის მოხსნაზე.

გურამ მელიქიძე (მედიცინის დოქტორი): "მოსახლეობაში მკვეთრად გაიაზარდა ძაღლების და კატების რაოდენობა. ყოველ მესამე-მეოთხე ოჯახში არის შინაური ცხოველი. ბავშვებისთვის ზაზუნებს ყიდულობენ. მათი დაკბენილი ბავშვი კი, რაბიოლოგთან მიდის.

მომრავლდნენ მაწანწალა ძაღლებიც, მაგრამ პარადოქსია ის, რომ პატრონიანი ძაღლების მიერ დაკბენილთა რიცხვი 65% შეადგენს. მოსახლეობამ მათი მოვლა არ იცის. თუნდაც, ძაღლთან ერთად სეირნობა სკვერებში, ნიღბის გარეშე არ შეიძლება.

სტატისტიკური მაჩვენებლებით, ბოლო 5-7 წლის განმავლობაში, დაკბენილთა რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა. ქალაქში მუშაობს ბავშვთა და მოზრდილთა რაბიოლოგიური კაბინეტები. პარადოქსია, მაგრამ საკუთარი ძაღლებით ერთხელ დაკბენილები რამდენჯერმე მოდიან. ცოფით ნებისმიერი ცხოველი შეიძლება რომ დაავადდეს. უმთავრესად თბილსისხლიანი. ღამურიდან დაწყებული, ნებისმიერი შინაური ცხოველით, თუ ფრინველით დამთავრებული. ცოფი გადადის, კონტაქტით და დაკბენის საშუალებით, ბრძოლა საკმაოდ რთულია.

თუ პაციენტი დროულად დაიწყებს მკურნალობას, ცოფით არ დაავადდება. ის, რომ დაკბენიდან ათი დღე უნდა გავიდეს და თუ ცხოველი ან ფრინველი მოკვდება, მერე აიცრას, არასწორი მიდგომაა. გარდა ამისა, დაკბენილი და დაკაწრული ჭრილობა, დაინფიცირებულად ითვლება და ცოფის საწინააღმდეგო წამლის გარდა, ანტიტეტანუსის შრატი უკეთდება”.

მათთვის, ვინც დაზღვეულია ან პოლისი აქვს, ცოფზე მკურნალობა და პრეპარატები უფასოა. მხოლოდ მომსახურეობაში იხდიან თანხას. დანარჩენებს პრეპარატები სახელმწიფოსგან უფასოდ ეძლევათ.
ცოფი მარტო საქართველოსთვის არ არის პრობლემა. რაც უფრო დაბალგანვითარებულია ქვეყანა, მით მეტია ცხოველთა ცოფით დაავადების შემთხვევები, რაც იწვევს მოსახლეობის ავადმყოფობას და სიკვდილს.

გურამ მელიქიძე: "თუ დაგკბინათ შინაურმა ცხოველმა ან ფრინველმა, მიმართეთ ექიმს. საქართველოს ყველა რაიონში არსებობს ცოფის კაბინეტები, სადაც 24სთ-ის განმავლობაში მუშაობენ.

საქართველოს ვაქცინების და შრატის ინსტიტუტი, თავის დროზე, უშვებდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას და ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე კარგი პრეპარატი იყო. ახლა აკეთებენ: მოსკოვში, კიევში და ა.შ. დროა ჩვენ თავად ვაწარმოოთ ეს ვაქცინა. საამისოდ საჭირო ხარჯები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სახელმწიფო ხარჯავს ვაქცინის შესაძენად”.

მარიკა ნიჟარაძე (ვეტერინარი): "როცა ძაღლს შეიძენ, უნდა იცოდე, რომ მას ყველანაირი ვაქცინაცია უნდა ჩაუტარო, მათ შორის ცოფის. ძაღლი, კატა უნდა აიცრან 3 თვის შემდეგ წელიწადში ერთხელ”
კატეგორია: იცით თუ არა რომ… | ნანახია: 882 | დაამატა: balu | ტეგები: ცოფისგან თავდაცვა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.