Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » ბაბილონის გოდოლი – მითი თუ რეალობა
3:12 PM
ბაბილონის გოდოლი – მითი თუ რეალობა
მეცნიერები საკმაოდ დიდხანს თვლიდნენ,რომ გადმოცემა ბაბილონის გოდოლის შესახებ მხოლოდ სიმბოლური ლეგენდა იყო.მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს, ევროპელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გოდოლის ნანგრევები.ბაღდადიდან დაახლოებით ას კილომეტრზე,მრავალი საუკუნის განმავლობაში აღმართულიყო ბორცვები ბრტყელი თავებით და დაქანებული ფერდობებით.ადგილობრივი მცხოვრებნი მათ ბუნებრივი რელიეფის ნაწილად თვლიდნენ.ბორცვების ბრტყელი მწვერვალები მოსახერხებელი იყო ბედუინთა კარვების გასაშლელად,იქ სალოცავად ადიოდნენ კეთილმორწმუნე არაბები. ვერც ერთ მათგანს ვერ წარმოედგინა,რომ მის ფეხქვეშ ლეგენდარული,დიდებული ქალაქის ნანგრევები იყო ჩამარხული.1899 წელს, ეს ადგილი მოინახულა გერმანელმა არქეოლოგმა რობერტ კოლდევეიმ,რომლის სახელიც არქეოლოგიის ისტორიაში ბაბილონის აღმომჩენელის სახელად შევიდა.მან წამოიწყო გათხრები „სახნის ველზე" („სახნ" არაბულად ტაფას ნიშნავს) და პირველი დღიდანვე გაუღიმა ბედმა.თხუთმეტი წელი მოუნდა იგი გათხრებიდან უძველესი ცივილიზაციის ნაშთების ამოღებას.არქეოლოგი საწარმოებელი სამუშაოს მასშტაბებს მისი დაწყებისთანავე მიხვდა და ეს მასშტაბები გათხრების რამდენიმე თვის პერიოდმაც დაუდასტურა.
პირველი,რაც კოლდევეიმ აღმოაჩინა,იყო გამოუწვავი აგურის კედელი,რომლის სიმაღლე შეადგენდა 12 მეტრს,ხოლო სიგანე 7 მეტრს.მისგან 12 მეტრის დაშორებით, მიწაში ჩამალული იყო კიდევ ერთი კედელი გამომწვარი აგურისგან,რომლის სიგანე 8 მეტრს წარმოადგენდა,მას მოყვებოდა 3 მეტრი სიგანის მესამე კედელი,რომელიც როგორც ჩანს,ოდესღაც გარს ერტყა აგურებით ამოშენებულ ღრმა თხრილს.სივრცე პირველ ორ კედელს შორის ოდესღაც ამოვსებული ყოფილა მიწით,რის შედეგადაც ორი კედელი ერთ გადაულახავ და მტკიცე გალავნად იკვრებოდა.შიდა კედელზე, ყოველ 50 მეტრში,იდგა სათვალთვალო კოშკები.არქეოლოგმა სულ 360 კოშკი დათვალა.ამგვარად,ბაბილონის შიდა კედლის სიგრძე 18 კილომეტრზე მეტი იყო.თუ შუა საუკუნეებში ითვლებოდა,რომ ქალაქი არის გალავნით შემორტყმული დასახლება,მაშინ ბაბილონი,რომელიც ოთხი ათასი წლის წინ ააშენეს,სამუდამოდ დარჩება ასეთ უდიდეს ქალაქად,რაც კი ოდესმე დედამიწაზე ადამიანის ხელს აუშენებია.გათხრები ყოველდღე ახალ–ახალ აღმოჩენას სთავაზობდა მეცნიერს.ეს იყო მოჭიქული აგურისგან გაკეთებული ბარელიეფების ნამსხვრევები, სპილენძით მოჭედილი ქალაქის დიდი ჭიშკარი,დიდებული ფრთიანი ლომების ქანდაკებები და სხვა არტეფაქტები,რომლებმაც დაჩრდილეს ეგვიპტური შედევრების ბრწყინვალება და დააფიქრეს მთელი მსოფლიოს მეცნიერები იმაზე,თუ როგორ წარმოიშვა მესოპოტამიაში ასეთი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია.დღეს არქეოლოგები ფიქრობენ,რომ ძველი ბაბილონი შუმერების ცივილიზაციის უკანასკნელი გამობრწყინებაა.შუმერები ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ მდინარეების ტიგროსის და ევფრატს შორის მდებარე ტერიტორიაზე.შუმერული საიუველირო ნაკეთობები დღემდე მისაბაძ მაგალითად რჩება პარიზელი იუველირებისათვის, ხოლო აკლდამებმა,სადაც მსხვერპლად შეწირული ადამიანების ასეულობით ჩონჩხს წააწყდნენ,არქეოლოგები ლამის დაამუნჯა.
შუმერების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი,მაგრამ ვარაუდობენ,რომ წარღვნამ სწორედ ეს ხალხი გაანადგურა.ყოველ შემთხვევში,შუმერული ცივილიზაციის ფენის შემდეგ არქეოლოგებმა ნახეს თიხის ორმეტრიანი ფენა,რომელიც აქ მომხდარ კატასტროფაზე,სავარაუდოდ,წარღვნაზე მიუთითებდა.უნდა ვიფიქროთ,რომ საშინელ წყალდიდობას ბიბლიური ნოეს გარდა,კიდევ გადაურჩებოდა ვინმე.შუმერების გადარჩენილმა ნაშთებმა დაარსეს ქალაქი ბაბილონი,რომელშიც კიდეც ერთხელ აღორძინდა და აყვავდა მათი კულტურა,რომელიც უფალმა თუ სტიქიამ გაანადგურა.ყველა ეს აღმოჩენა და ჰიპოთეზა,რომელიც დაკავშირებული იყო უძველეს საიდუმლოებებთან, კოლდევეის შემდეგ დროს ეკუთვნის.თვითონ გერმანელმა არქეოლოგმა ორ ლეგენდას მოუძებნა არქეოლოგიური ახსნა – ბაბილონის გოდოლს და სემირამიდას დაკიდულ ბაღებს. უძველესი ქალაქის გათხრებზე მისი ხანგრძლივი მუშობის მანძილზე პირველად წააწყდა მიწისქვეშა ნაგებობებს.მათ შიგნით აღმოჩნდა ჭა,რომელიც სამი შახტისგან შედგებოდა. ტექნიკურ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ არქეოლოგისთვის ცნობილი გახდა, რომ სამშახტიანი ჭა წყლის ამოსაქაჩად გამოიყენებოდა,მას ჰქონდა ლენტიანი ამწევი, რომელიც წყალს განუწყვეტლივ აწოდებდა.გარდა ამისა,მიწისქვეშა ნაგებობის თაღი ამოშენებული იყო ქვებით,რომელთა მსგავსიც კოლდევეიმ მხოლოდ ერთხელ ნახა, ჩრდილოეთის კედელთან გათხრის წარმოების დროს.უცბად არქეოლოგი მიხვდა:ყველა უძველეს მწერალთან – ფლავიუსთან,დიოდორუსთან,სესიუსთან,სტაბონთან და ლურსმული დამწერლობის ასურულ ფირფიტებზეც მხოლოდ ორჯერ იყო მოხსენიებული ბაბილონში ქვის გამოყენების შემთხვევა აგურის ნაცვლად – ჩრდილოეთ კედლის მშენებლობისას და დედოფალ სემირამიდას ბაღებში.აქედან გამოდიოდა დასკვნა,რომ აღმოჩენილი სარდაფები წარმოადგენდა სემირამიდას მარადმწვანე ბაღების თაღებს.აქ მუშობდა იმ დროისთვის უნიკალური წყლის მიმწოდებელი სისტემა,რომელიც ძვირფასი სარწყავი წყლით უზრუნველყოფდა გიგანტურ მრავალტერასიან ბაღებს,სწორედ იმ ბაღებს, რომლებიც ჰეროდეტემ მსოფლიო საოცრებებს მიაკუთვნა.ჩვენამდე მხოლოდ სარდაფებმა მოაღწია,რომელთა მიხედვით,სამწუხაროდ,ძნელია მათი არქიტექტურის შესახებ მსჯელობა.ლეგენდამ შემოგვინახა ცნობა,რომ მას შემდეგ,რაც ვაჟს ტახტი დაუთმო, სემირამიდა ყველაზე მაღალი ტერასიდან გადმოეშვა და სანამ ჰაერში მოქროდა,მისი გაშლილი ხელები მტრედის ფრთებად გადაიქცა,ტანი კი მტრედის ტანად და ჯადოქრობის ნიჭით დაჯილდოებული დედოფალი სამუდამოდ გაფრინდა ზეცაში.
კოლდევეის კიდევ ერთი გასაოცარი აღმოჩენა იყო ლეგენდარული გოდოლის ნარჩენები.ბაბილონელები მას „ეტემენანკის" ეძახდნენ,რაც ნიშნავს:"ზეცისა და მიწის ქვაკუთხედის ტაძარი".შემორჩენილია მხოლოდ ფუნდამენტი.გოდოლის საფუძველი კვადრატულია,მისი სიგანე 90 მეტრია.იგი ყოველმხრივ შემოსაზღვრულია კედლის ნანგრევებით,რომელსაც,როგორც კოლდევეი ფიქრობდა,ესაზღვრებოდა სხვადასხვაგვარი საკულტო ნაგებობები.
ბაბილონის გოდოლის დანიშნულებაც საკულტო იყო.ეს იყო გიგანტური წმინდა ტაძარი, რომლის თავზეც იდგა ღმერთ მარდუქის სახელობის ტაძარი.ბაბილონის გოდოლის ისტორია შემოგვინახა თიხის ფირფიტებმა,რომლებიც არქეოლოგებმა გათხარეს ბაბილონში და ასურულ–ბაბილონური სამეფოს სხვა ქალაქებში,აგრეთვე ბერძენი ისტორიკოსების ჩვენამდე მოღწეულმა ცნობებმა.ჰეროდოტე კი გვიამბობს:"გოდოლი ცამდე აზიდული და რამდენიმე გიგანტური ტერასისგან შედგებოდა.შვიდი კოშკი ერთმანეთზე იყო დადგმული. ფუნდამენტი 90 მეტრი სიგანის იყო (სწორედ ის ამოთხარა კოლდევეიმ) და გოდოლიც მთლიანად იმავე სიმაღლის იყო.პირველი სართული 33 მეტრს აღწევდა,მეორე 18 მეტრს და დანარჩენი ოთხი კი 6-6 მეტრს.სულ ბოლო სართული 15 მეტრის სიმაღლის იყო და წარმოადგენდა მარდუქის სახელზე აგებულ ტაძარს.იგი დაფარული იყო ოქროთი და მოპირკეთებული ცისფრად მოჭიქული აგურით.ეს ტაძარი მზეზე ცისფერ-ოქროსფრად ლივლივებდა და რამდენიმე კილომეტრის მანძილიდან ჩანდა".შემონახულია აგრეთვე ბაბილონის მეფის ნაბოფალასარის დროინდელი (ჩვ.წ.აღ.–მდე 626-604 წწ.) თიხის ფირფიტები,რომლებიც ნათელს ფენენ ლეგენდარული გოდოლის ისტორიას.მეფე აცხადებს,რომ ღმერთ მარდუქის ნებით ბრძანება გასცა,აღედგინათ ბაბილონის გოდოლი. როდის იქნა გოდოლი პირველად აშენებული – არავინ იცის,მაგრამ მეფე ნაბოფასალარი ამბობს,რომ მის მეფობამდე გოდოლი რამდენჯერმე დაანგრიეს ასურეთის მეფეებმა სარგონმა და სანხერობმა.ბაბილონის ყოველი მომდევნო მმართველი თავიდან აღადგენდა გოდოლს.ნაბოფასალარის მიერ წარმოებული აღდგენითი სამუშაოები იმდენად ძნელი და ხანგრძლივი აღმოჩნდა,რომ მმართველობის 20 წლის მანძილზე მეფემ ისინი ვერ დაასრულა და ეს მისია დაეკისრა მის ვაჟს ნაბუქოდონოსორს (ჩვ.წ.აღ.–მდე.604-562წწ). გავიდა კიდევ 40 წელი და ბაბილონის გოდოლი მთელი თავისი სიმშვენიერით წარუდგა ბაბილონელებს.მარდუქის ტაძარში,სადაც იდგა ოქროს მაგიდა და ოქროს საწოლი,ხალხის რწმუნებით,თვითონ ღმერთი ათევდა ღამეს და ამიტომ იქ შესვლა უბრალო მოკვდავებს ეკრძალებოდათ.იქ მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული ერთი მზეთუნახავი რჩებოდა ხოლმე, რათა ღმერთი მარდუქის ალერსი რგებოდა წილად."ტაძარში ცოცხალი ღმერთის მიერ ღამის გათევა საეჭვოდ მიმაჩნია",–აცხადებს ჰეროდეტე.ბაბილონის გოდოლის ქვედა სართულზე მდებარეობდა ღმერთ მარდუქის მეორე ტაძარი.იქ იდგა ღმერთის ქანდაკება,რომელთანაც ხდებოდა მსხვერპლშეწირვა.ჰეროდეტე იუწყება,რომ ქანდაკება ოქროსი იყო და 24 ტონას იწონიდა.ის,ვისაც ბედი გაუღიმებს და ამ ქანდაკებას აღმოაჩენს,ალბათ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდება.გოდოლისკენ მიდიოდა გზა,რომელსაც დღესასწაულების დროს შეუდგებოდნენ ხოლმე ქურუმები და მორწმუნენი.კოლდევეიმ აღმოაჩინა ეს საპროცესიო გზა და აღიარა,რომ მას ვერცერთი თანამედროვე შოსე ვერ შეედრება. უძველესმა მშენებლებმა გზა კვადრატული ფილებით მოკირწყ**ს,რომელთა გვერდი 1 მეტრი იყო,ისინი დაგებული იყო აგურის საფარზე,რომელიც ჯერ კიდევ ასფალტით იყო დაფარული.ფილების ნაპირები ინკრუსტირებული იყო.მათ შორის ღრიჭოები კი ასფალტით იყო ამოვსებული.თითოეული ფილის შიდა მხარეზე ქვისმთლელებს ამოუტვიფრავთ წარწერა:"მე – ნაბუქოდონოსორმა,ბაბილონის მეფემ,ეს გზა დავაგე უფალ მარდუქისთვის".ახლა ძნელია სრულად შეფასდეს ბაბილონში არსებული საინჟინრო დონე. მომავალ თაობებს ბაბილონელებმა დაუტოვეს გოდოლი და სემირამიდას ბაღები,საოცრად ზუსტი გამოთვლების სისტემა,ზუსტი წარმოდგენები ციური მნათობების შესახებ და … ცრუწრმენა შავ კატასთან დაკავშირებით.
ლურსმნული დამწერლობის ფირფიტების გაშიფრვის შედეგად,ენათმეცნიერებმა დაადგინეს,რომ იმ დროს ადამიანებს ეშინოდათ შავი კატის.თუ შავი კატა გზას გადაჭრიდა, ეს უბედურების ნიშანი იყო.
უბედურება და უიღბლობა ყოველთვის თან სდევდა ბაბილონს.ნაბუქოდონოსორის მეფობის შემდეგ ჩვ.წ.აღ.–მდე 538 წელს ბაბილონი დაიპყრო სპარსეთის მეფემ კიროსმა, მაგრამ ბაბილონის გოდოლმა მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა,რომ ბრძანება გასცა, ნაგებობა ხელუხლებლად შეენარჩუნებინათ და მის საფლავზე გოდოლის მინიატურული ასლი დაედგათ.სპარსეთის შემდეგი მეფე ქსერქსე ნაკლებად სენტიმენტალური აღმოჩნდა. მან გოდოლი ნანგრევებად აქცია.ეს ნანგრევები იხილა ინდოეთში სალაშქროდ მიმავალმა ალექსანდრე მაკედონელმა.გაოგნებული შესცქეროდა იგი გიგანტური ნაგებობის ნაშთებს და ორი თვით შეჩერდა ბაბილონში თავის ლაშქართან ერთად.ამ ხნის განმავლობაში,მისი ჯარისკაცები გულმოდგინედ ასუფთავებდნენ ნანგრევებს,რითაც პატივს მიაგებდნენ ძველი დიდების ნაშთს…
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 2323 | დაამატა: balu | ტეგები: ბაბილონის გოდოლი – მითი თუ რეალობა | რეიტინგი: 5.0/2
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.