3:14 PM დავით აღმაშენებელი | |
დავით აღმაშენებელი 1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე 16 წლის დავითი ავიდა, რომელსაც შთამომავლობამ აღმაშენებელი უწოდა. ახალგაზრდა მეფეს მხარში ედგა პროგრესულ მოღვაწეთა მთელი დასი, რომელსაც მისი აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცესესი მეთაურობდა. დავითმა ირგვლივ შეკრიბა წვრილ და საშუალო აზნაურები, რომელთაგანაც ჩამოაყალიბა მცირერიცხოვანი, მაგრამ კარგად გაწვრთნილი სამხერო რაზმები, ამ რაზმებით თავს ესხმოდა და ავიწროვებდა საქართველოში ჩამოსახლებულ თურქებს. დავითმა დასაჯა დიდგვაროვანი ფეოდალები ლიპარიტ ბაღვაში და ძაგან აბულეთის ძე. 1105 წელს დავითმა მოიწვია რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, კრებაზე გაიმარჯვა მეფის მომხრეებმა. მეფემ შემოიღო მწიგნობართუხუცესის-ჭყონდიდელის თანამდებობა, რომელსაც ექვემდებარებოდა სასამართლო დაწესებულება ”სააჯო კარი” დავითმა ასევე გაატარა სამხედრო რეფორმა, კავკასიიდან მან ჩამოასახლა 40 000 ყივჩაღი, თითოეული ოჯახიდან თითო მეომარი უნდა აღეზარდა და ამით ის თავის ლაშქარს 40 000 მეომარს შემატებდა. დავითს თურქეთთან ურთიერთობა დაიძაბა რამაც ომი გამოიწვია. 1121 წლის 12 აგვისტოს კი გაიმართა დიდგორის ბრძოლა. დავითმა ბრძოლის წინ მეომრებს მიმართა სიტყვით ”ან გავიმარჯვებთ, ან ბრძოლის ველზე დავიხოცნებითო!” ქართველებმა ამ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს,დიდგორის ბრძოლა ისტორიაში შევიდა, როგორც ”ძლევაი საკვირველი.” დიდგორის ბრძოლიდან 1 წლის შემდეგ, ანუ 1122 წელს დავითმა განათავისუფლა თბილისი რომელიც 400 წელი არაბებს ეკავათ. 1123 წელს დმანისი, ხოლო იმავე წელს სომხური ქალაქი ანისი გაათავისუფლა. დავითმა უარი თქვა ყველა ბიზანტიურ ტიტულზე და იწოდებოდა ”მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა” დავითის დროს საქართველო იყო უძლიერესი სახელმწიფო და ის გადაჭიმული იყო ”ნიკოფსიდან დარუბამდამდე” დავითი გარდაიცვალა 1125 წელს 24 ივლისს, და დაკრძალეს მის მიერ აშენებულ გელათის ტაძარში. | |
|