Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » მიმინო
0:01 AM
მიმინო
მიმინო – Accipiter nisus – Перепелятник

მიმინოს გვარში მრავალი ქვესახეობა გვხდება რომლებიც მთელს მსოფლიოშია მიმობნეული თუმცა ძირითადი და ჩვენში პოპულარული მიმინოა (Accipiter nisus). იგი გვხდება თითქმის ყველგან, ტყის ზონაში, ხელოვნურ ტყეებში, მთა-ბარში და ა.შ
მიგრაციის დროს ძალიან დიდი რაოდენობით მიფრინავს თბილ ქვეყნებში, აფრიკისაკენ. უმეტესობა მიფრინავს, ნაწილი კი ჩვენთან რჩება და აქ იზამთრებს.

საქართველოში გვხდება თითქმის ყველგან მობინადრე ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება ტყის ზონის ზედა საზღვრამდე.

დედალი მიმინო 25-30 % ით დიდია მამალზე. ფრთები აქვს ფართო, მოკლე და მომრგვალებული. კუდი გრძელი. ფეხები გრძელი და ყვითელი ფერის, მისი სხეულის სიგრძე 40 სმ-ია( მამლის 28 სმ), ფრთა – 23,1-25,6 სმ (მამლის-9,6-21,2 სმ), გაშლილი ფრთები-68-77სმ (მამლის-59-65სმ), წონა 250-320 გრ (მამლის 130 – 150 გრ)
სიცოცხლის ხანგძლივობა 5-8 წელია. მაგრამ სიკვდილიანობა ახალგაზრდა მიმინოებში ძალიან მაღალია და 100-დან მხოლოდ 12-ი თუ მიაღწევს ზრდადასრულ ასაკს. მათი 48% შეჯახებისგან მიყენებული ტრამვებით კვდება (მსხვერპლის დევნის დროს საკუთარ უსაფრთხოებაზე თითქმის არ ფიქრობენ), 14% სისხლდენით, 9% შიმშილით, 4% ავადმყოფობით, 11%-მდეს მონადირე კლავს, დარჩენილი 14% სიკვდილის მიზეზი უცნობია.

მიმინოს ძირითად საკვებს შეადგენენ მცირე ზომის ფრინველები. დედალი მიმინო ხშირად უფრო დიდი ზომის ფრინველებს ესხმის თავს ვიდრე მამალი. ზოგჯერ ჭაამს თაგვისებურ მღრნელებსაც. ბუნებაში ყოფნისას დღეში საშუალოდ 3 პატარა ზომის ჩიტს მიირთმევს. სახალხო მეურნეობისათვის ზიანი მოაქვს სასარგებლო ფრინველთა განადგურებით.

ნადირობს დღისით, გაშლილ ადგილებში და ტყის პირას. მიმინოს ნადირობის თავისებურება იმაშია რომ მას შეუძლია დაიჭიროს გაკიდებით, ასევე ძირში მჯდომსაც დააცხრეს თავზე. ასევე შეუძლია მსხვერპლს ფეხით სდიოს (ბუჩქნარში და გაუვალში).

მიმინოები ყოველ წელს ბუდობენ ერთ მონაკვეთში, მხოლოდ იგება ახალი ბუდე. ბუდისთვის უპირატესობას ანიჭებენ მაღალ 10-18 მეტრის სიმაღლის ხეებს რომელსაც განსაკუთრებით იცავს ორივე მშობელი .ბუდის დიამეტრი 30-50 სმ-ია, სიმაღლე 10-35 სმ. მაისში დებს 3 – 6 კვერცხს ზომით 35-48х29-35 მმ. კვერცხის 8% შეადგენს ნაჭუჭი. კრუხობა გრძელდება 32 დღემდე. კრუხობის პერიოდში დედალისთვის საკვებს ზიდავს მამალი. ასევე მამალს საკვები მოაქვს ნორჩი ბარტყებისთვისაც.



ბარტყებს ერთ თვემდე კვებავენ მშობლები რისთვისაც ყოველ დღე 10მდე ჩიტი მიჰყავთ მათთვის. პატარები იბუმბლებიან 25-30 დღეში, ხოლო 28-32 დღის ასაკში გადადიან ბუდიდან ტოტებზე და ბუდეში მხოლოდ ღამით ბრუნდებიან. 3-4 კვირის შემდეგ ისინი იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას.





მიმინოთი ნადირობა, როგორც სპორტის სახეობა, საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული. ამ ფრინველით ნადირობენ— მწყერზე, ღალღასა და წყლის ფრინველზე. დღესდღეისობით ყველაზე გავრცელებულია მიმინოთი მწყერზე ნადირობა.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 2815 | დაამატა: balu | ტეგები: მიმინო | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.