Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 28 » ევოლუცია: დარვინის თეორია და მისი განვითარება
7:21 PM
ევოლუცია: დარვინის თეორია და მისი განვითარება
ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთ-ერთი მიზანია, სტუდენტებმა გაითავისონ ის დებულება, რომ "სწავლისა თუ ცოდნის შეძენის მრავალი გზა არ­სებობს”, ისევე როგორც გაეცნონ იმ იდეებს, რომლების გავლენით შევძელით, უკეთ შეგვეცნო როგორც ადამიანი, ისე თვით ბუნება. ამის გამო, პირვე­ლი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გათვითცნობიერებაც აუცილებელია, შემდეგში მდგომარეობს: დარვინის თეორიამ ევოლუციის შესახებ შეცვა­ლა ადამიანების აზრი საკუთარ ადგილზე სამყაროში. საუკუნეების განმავლობაში ფილოსოფოსები განიხილავდნენ საკითხს ადამიანის ადგილის შესა­ხებ სამყაროში და ადამიანის სხვადასხვა შესაძლო განსაზღვრების შესახებ ბჭობდნენ. მატერიალისტური ფილოსოფიის შეხედულება იმის შესახებ, რომ ადამიანის წარმოშობას მხოლოდ ბუნებრივ (და არა ზებუნებრივ) ძალებს უნდა ვუმადლოდეთ, საყოველთაოდ მიღებული არ არის. მაგრამ იდეის მიღება აუცილებელი არაა, რომ მისი გავლენა ვაღიაროთ. თუნდაც ფილოსოფიური თვალსაზრისით, უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულმა უნ­და იცოდეს დარვინისეული ევოლუციის შესახებ.

ცოდნა ევოლუციის შესახებ ასევე გვეხმარება გავაცნობიეროთ მეცნიერება, როგორც ცოდნის შეძენის გზა. მაგალითად, განა ყველასთვის ნათელია, რომ მეცნიერის უდიდეს მიღწევად ითვლება საყოველთაოდ აღიარებული თეორიის ჩამოყალიბება და განვითარება? ცნობილია, რომ თეორიები ერთმა­ნეთისგან განსხვავდება იმით, თუ რამდენად დამაჯერებლად ხსნიან ამა თუ იმ მოვლენას, ისევე როგორც მათი მხარდამჭერი ფაქტების რაოდენობით. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თეორიას უდევს საფუძვლად ურყევი ფაქტები და მხოლოდ რამდენიმე თეორია პოვებს გამოძახილს მეცნიერების რომე­ლიმე მთავარი დარგის ყველა ნაწილში. ამგვარი უმნიშვნელოვანესი თეორიების მაგალითებია ევოლუცია, თერმოდინამიკა, მოლეკულური ორბიტალე­ბი, მიზიდულობის ძალა, ფარდობითობა, კვანტური ელექტროდინამიკა და გეოლოგიური ფილების ტექტონიკა. თითქმის შეუძლებელია ბიოლოგიაში ისეთი დაკვირვების ან ჰიპოთეზის დასახელება, რომელსაც ევოლუციასთან არავითარი კავშირი არ ექნება.

ყველა მნიშვნელოვანი მეცნიერული თეორია მნიშვნელოვანწილად (თუ გამონაკლისის გარეშე არა) დასკვნებს ემყარება. ეს არის მეორე დებულება, რომელიც მიესადაგება როგორც ევოლუციის თეორიას, ისე ზოგადად მეცნიერებას. ექსპერიმენტების შედეგებზე შესაძლებელია უშუალო დაკვირვება, მაგრამ კვლევის ობიექტებზე ასეთი დაკვირვება უმეტესად შესაძლებელი არაა. ამ დებულების ახსნისას სტუდენტებისთვის ასეთი მაგალითის მოყვა­ნა იქნება მიზანშეწონილი: მოლეკულური ორბიტალების თეორია ხსნის, თუ როგორ მოქმედებენ ელექტრონები და როგორ წარმოიქმნება ქიმიური ბმები ატომებს შორის, რის შედეგადაც ატომები მოლეკულებად ერთიანდებიან. ამ მოვლენების უშუალო დაკვირვება შეუძლებელია, მაგრამ ელექტ­რონებისა და ქიმიური ბმების არსებობა საყოველთაოდაა აღიარებული მეცნიერთა მიერ, რადგან ეს თეორია დამაჯერებლად ხსნის მრავალ მოვლენას და, რაც მთავარია, ამ თეორიის საფუძველზე ჩამოყალიბებული ჰიპოთეზები თუ ვარაუდები გამონაკლისის გარეშე მართლდება. ქიმიკოსებს რომ ნატ­რიუმის ტუტესა და მარილმჟავას შერევის მეტი არაფერი ეკეთებინათ (აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ ნაერთების შერევა ლაბორატორიის ფარგ­ლებს გარეთ რეკომენდებული არ არის), მათთვის უაღრესად ძნელი იქნებოდა, თბილი წყლის წარმოქმნა ამ შერევის შედეგად დაეკავშირებინათ ატო­მებს შორის ქიმიური ბმების ცვლასთან. საბედნიეროდ, ქიმიკოსებს მრავალი სხვა ექსპერიმენტიც აქვთ ჩატარებული და მათი უმეტესობა აღწერილზე გაცილებით უფრო ღრმააზროვანი და რთულია, რამაც ატომური ორბიტალების თეორიის წარმოქმნას და მის დახვეწას შეუწყო ხელი.

სტუდენტებს ასევე უნდა შევახსენოთ, რომ საშუალო თუ უმაღლეს სკოლაში მათ არ შეუსწავლიათ ის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც მოლეკუ­ლური ორბიტალების თეორიის მხარდამჭერად არიან მიჩნეული. მეტიც, საშუალო სკოლაში მათ ალბათ არც უსწავლიათ მოლეკულური ორბიტალების შესახებ. მოსწავლეები ალბათ ვერც გაიგებდნენ იმ ექსპერიმენტების არსს, რომლის შედეგადაც ეს თეორია ჩამოყალიბდა. რაც მთავარია, ამ ექსპერი­მენტთაგან არც ერთი არ გვაძლევს ელექტრონებისა თუ ქიმიური ბმების დანახვის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებსა და სტუდენ­ტებს ევოლუციის თეორიის მხარდამჭერი ფაქტების გაცილებით მეტი რაოდენობა მიეწოდებათ, ვიდრე ნებისმიერი სხვა თეორიის საფუძვლების წარ­მომქმნელი ფაქტებისა. სტუდენტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თეორიის დასაბუთება დასკვნებზე დაყრდნობით უჩვეულო არ არის.

მესამე ყურადსაღები ფაქტი ევოლუციის თეორიის შესახებ ისაა, რომ, ყველა მნიშვნელოვანი თეორიის მსგავსად, მას მუდმივი წინააღმდეგობა ხვდე­ბოდა ახალი ფაქტების სახით, რომლებიც, ერთი შეხედვით, ამ თეორიის გაბათილების საფუძველს იძლეოდნენ. რასაკვირველია, აქ ისეთი იდეები და შე­დეგები გვაქვს მხედველობაში, რომლებიც ლოგიკას არ ეწინააღმდეგება, და რომლებიც აიძულებენ მეცნიერებს, არსებული შეხედულებები გადასინ­ჯონ. ბიოლოგებმა მზადყოფნით აღიარეს საერთო მემკვიდრეობის (common descent) ფაქტი, როგორც ევოლუციის თეორიის საფუძველი. მაგრამ სტუ­დენტებს ისიც უნდა მოვუთხროთ, რომ "შეგუება ბუნებრივი გადარჩევის შედეგად” (ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეცნიერული იდეა, რომელიც ოდესმე წარმოქმნილა) სულაც არ იყო უპირობოდ აღიარებული, და არა მარტო რელიგიური მოსაზრებების საფუძველზე. დარვინის გარდაცვალებიდან ათწლეულები იყო გასული, როცა მენდელისეული მემკვიდრეობის კანონები ხელმეორედ იქნა აღმოჩენილი. ეს კანონები და დარვინის თეორია ბუნებ­რივი გადარჩევის შესახებ შეუთავსებლად იქნა მიჩნეული. მუტაციები, რომლებიც, მენდელის კანონების თანახმად, გადაეცემოდა შთამომავლობას, მხოლოდ მნიშვნელოვან განსხვავებებს აპირობებდა, დარვინი კი ამტკიცებდა, რომ ევოლუციურად მნიშვნელოვანი ბუნებრივი მრავალფეროვნება (natural variation) ჩვეულებრივ საკმაოდ ძნელი შესამჩნევია. ბიოლოგებმა მხოლოდ 1920-30-იან წლებში შეძლეს შეეთავსებინათ ბუნებრივი გადარჩე­ვა და კლასიკური გენეტიკა იმგვარად, რომ ეს ორი შემადგენელი ნაწილი ევოლუციის თეორიაში გაერთიანებულიყო (ეს წინააღმდეგობა გენეტიკასა და ევოლუციის თეორიის შორის, ისევე როგორც მისი გადაჭრის გზა, ერთ-ერთი მომავალი სტატიის თემა იქნება).

კიდევ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ბუნებრივი გადარჩევის თეორიის ჭეშმარიტებაში დაეჭვდა მოტოო კიმურა, რომელის ამტკიცებდა, რომ დნმ-ის (გენეტიკური მასალის) ხილული ცვლილებების უმეტესობა სელექტიურად (და, მაშასადამე, ევოლუციის თვალსაზრისით) ნეიტრალურია. კიმურას იდეებიც გამართლდა, მაგრამ ამას ევოლუციის თეორიის გაბათილება სულაც არ მოჰყოლია: პირიქით, კიმურას დასკვნებმა ევოლუციის მოლეკულური მექანიზმების უკეთესი ახსნა უზრუნველყო და ექსპერიმენტების ახალი მიმართულებებიც დასახა. ისევე როგორც აინშტაინმა დახვეწა ნიუტონისეუ­ლი მექანიკა, კიმურამ დახვეწა დარვინისეული ევოლუცია (კიმურას წვლილს და მის მეცნიერულ მემკვიდრეობასაც ერთ-ერთი სტატია მიეძღვნება).

ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ მეცნიერები უარყოფენ "გონივრული დაგეგმვისა” (intelligent design) და კრეაციონიზმის იდეებს არა იმიტომ, რომ მათ ძალი­ან ბევრი აქვთ "დაბანდებული” ბუნებრივი გადარჩევის თეორიაში. "გონივრული დაგეგმვის” იდეა უარყოფილია, რადგან იგი ვერ მოგვცემს ბუნების შეცნობის შესაძლებლობას: თუ დავუშვებთ, რომ რომელიმე ორგანიზმი "გონივრული დაგეგმვის” საფუძველზეა შექმნილი, ამით ყოველგვარი კვლე­ვა მთავრდება. მაგრამ თუ ევოლუციის საბუთი გვაქვს, ეს მომავალი ექსპერიმენტების ამოსავალი წერტილია. და მართლაც, ევოლუციურ ბიოლოგიაში მუდმივად ხდება ახალი ფაქტების ძიება – როგორც არსებული დასკვნების მხარდამჭერის, ისე მათი საწინააღმდეგო ფაქტებისა. ზოგადად, მეცნიერე­ბისთვის ყველაზე მეტად ის იდეებია მომხიბვლელი, რომელთა ჭეშმარიტების შემოწმება მუდმივად გრძელდება.

მეოთხე დებულება ევოლუციის შესახებ იმაში მდგომარეობს, რომ ევოლუციას უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრე­ბის თვალსაზრისითაც. პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც ევოლუციის შედეგად ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობას იძენენ, მრავალი ადა­მიანის ავადმყოფობისა თუ დაღუპვის მიზეზია. მწერებიც ევოლუციის შედეგად ივითარებენ მდგრადობას თითქმის ყველა საწამლავის წინააღმდეგ, რომლებსაც ადამიანები მათ წინააღმდეგ იყენებენ. ამ საწამლავების დოზის გაზრდა საბოლოოდ მხოლოდ იმას იწვევს, რომ ხილი თუ ბოსტნეული სულ უფრო და უფრო მეტ ქიმიკატებს შეიცავს და საკვებად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

ევოლუციის მნიშვნელობა სახეობათაშიდა ცვალებადობით (variation within species) არ შემოიფარგლება. ბიოლოგიური კვლევის მოდელური ორგანიზ­მები – თაგვი, საფუარი სოკო, დროზოფილა (ხილის ბუზი) – მხოლოდ ექსპერიმენტებისთვის მოსახერხებელი ობიექტები არ არიან და არა მარტო ამ მოსაზრებით აირჩიეს. იმის გამო, რომ ამ ორგანიზმებსა და ადამიანებს საერთო წინაპრები ჰყავთ, "მათ და ჩვენ” მრავალი საერთო თვისება გვაქვს. რა­საკვირველია, ადამიანების მსგავსება თაგვებთან (ოთხსაკნიანი გული, ელენთა) მეტია, ვიდრე დროზოფილასთან, და სწორედ ამიტომ თაგვი შესანიშ­ნავი მოდელია ადამიანის გულის დაავადებისა თუ დიაბეტის შესასწავლად. მაგრამ თუ კვლევის მიზანი თვალის განვითარების შესწავლაა, დროზოფი­ლაც მეტად საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის. საფუარ სოკოსაც კი ადამიანთან ბევრი საერთო თვისება აქვს – გაცილებით მეტი, ვიდრე ბაქტერიებს ან თუნდაც მცენარეებს. ამიტომ, საფუარის შესწავლის შედეგად მიღებული დასკვნები (უჯრედის ზრდისა და გაყოფის, ცილების სინთეზისა და დაშლის, გარემოს ცვლილებაზე რეაგირების მექანიზმების შესახებ) ადამიანის ორგანიზმსაც მიესადაგება.

რატომაა უფრო ადვილი ტუბერკულოზის ან ჯილეხის განკურნება, ვიდრე მალარიისა? ტუბერკულოზსა და ჯილეხს ბაქტერიები იწვევს, ხოლო მალა­რიის გამომწვევი ერთუჯრედიანი ცხოველია. იმის გამო, რომ ერთუჯრედიანი ცხოველები (პროტისტები) ადამიანის უფრო "ახლო ნათესავები” არიან, გაცილებით რთულია ისეთი წამლის პოვნა, რომელიც პროტისტებს დააზიანებს, ადამიანისთვის კი უვნებელი იქნება. ტრიქინების (ჭიების, მრავალუჯ­რედიანი ცხოველების) წინააღმდეგ ამგვარი წამლის პოვნა კიდევ უფრო რთულია, რადგან ეს ჭიები "ევოლუციურ კიბეზე” ადამიანთან პროტისტებზე კიდევ უფრო ახლოს იმყოფებიან.

თუ დავუშვებთ, რომ განათლების მიზანია იმ იდეების დანერგვა, რომლებიც სამყაროს შეცნობას უწყობს ხელს, ყველა განათლებულმა ადამიანმა უნ­და გააცნობიეროს ეს დებულებები ევოლუციის შესახებ. თუ ბიოლოგიის მასწავლებლები დანერგავენ ცოდნისა და სწავლისადმი სწრაფვას, შესაძ­ლოა, მოსწავლეთაგან ზოგიერთმა მოინდომოს როგორც "სახეობათა წარმოშობის” წაკითხვა, ასევე გაეცნოს თანამედროვე ნაშრომებს ევოლუციის შე­სახებ. ამის შედეგად კი სავსებით დასაშვებია, რომ კრეაციონისტების მიერ მოშველიებული რიტორიკული არგუმენტები მათთვის დამაბნეველი აღარ იყოს.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1127 | დაამატა: balu | ტეგები: ევოლუცია: დარვინის თეორია და მისი გ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.