Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 31 » რა ვიცით ქართული მეღვინეობის შესახებ
12:49 PM
რა ვიცით ქართული მეღვინეობის შესახებ
ფოტოალბომი ირინა აბჟანდაძისგან

ჩვენი წინაპრები ყურძნის მწიფობას მზის თვალს ადარებდნენ. ფოტოგრაფ ირინა აბჟანდაძისთვის, ისევე როგორც უამრავი ქართველისთვის, ღვინო თხე­ვად მზედ ასოცირდება, რომელიც მზის ფერითა და მხურვალებით გაჯერებუ­ლი, გარდა ტკბობისა, საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის ერთგვარ ეროვნულ ნიშნად იქცა.

ამ კონცეფციით შექმნა ირინა აბჟანდაძემ ფოტოალბომი "თხევადი მზის ქვეყა­ნა”, რომელიც XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ერთგვარ მიმო­ხილვას წარმოადგენს და ძირითადი ხაზი მეღვინეობაზე გადის.

თხრობა პორტრეტულია, XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება და XX საუ­კუნის 80-იან წლებამდე მოდის – ანუ ალექსანდრე ჭავჭავაძიდან გიორგი თუშმალიშვილამდე,

ისტორია იწყება იმ დროიდან, როცა ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა და საქართველოში ღვინის ბიზნესის განვითარება დაიწყო, რო­მელსაც კოლოსალური წარმატება ჰქონდა.

ალბომი 33 პერსონის და მათი ოჯახების ისტორიას ასახავს, რომელთაგან თორმეტისთვის ღვინის წარმოება სერიოზული ბიზნესი იყო და რომლებიც მსოფლიო მასშტაბის წარმატებებს აღწევდნენ, დანარჩენებისთვის კი ეს მყარი ოჯახური ტრადიცია გახლდათ.

მეღვინეობა, ძირითადად, თავადაზნაურთა პრეროგატივა იყო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იწარმოებოდა, აჭარისა და მაღალმთიანი რე­გიონების გარდა.

პროექტის ავტორებმა – ირინა აბჟანდაძემ და მაკა შაფათავამ თავი მოუყარეს როგორც ფოტო, ასევე ტექსტუალურ მასალას ცნობილ მეღვინეთა შესა­ხებ. ალბომში შესულია საოჯახო ალბომებიდან ამოღებული უნიკალური ფოტოები, საარქივო დოკუმენტები და გასტრონომიული ელემენტები, რო­მელსაც ახლავს ირინა აბჟანდაძის თანამედროვე ფოტოგრაფია. ალბომი ორენოვანია, თან ახლავს ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე, თუმცა პრო­ექტის ავტორებს მის კონკრეტულ ადრესატზე მაინდამაინც არ უფიქრია, რადგან ისტორიისადმი ინტერესი ყველა ფენისა და პროფესიის ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ. ხოლო "თხევადი მზის ქვეყანა” ის წიგნია, რომელიც, ერთი მხრივ, ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მკითხველს და, ამავე დროს, იძლევა ინფორმაციას იმ სფეროს შესახებ, რაც ჩვენში ასე პოპულარული და, პარალელურად, უცნობია.

მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება უცნობი ისტორიული ფაქტები ციხეებისა თუ ეკლესია-მონასტრების შესახებ, ასევე ქართული ენოთეკე­ბის ისტორია, რომელიც, გარდა ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ წინანდალში შექმნილი ღვინის საცავისა, საქარაში, ზესტაფონის რაიონში, ვლადიმერ სტა­როსელსკის მიერ დაარსებულ ენოთეკასაც მოიცავს. ეს უკინალური საცავი დღეს განადგურების პირასაა, მაგრამ იქ დღესაც არაჩვეულებრივი ღვინოე­ბია დაცული. მკითხველისთვის ასევე საინტერესო იქნება ისეთი ფაქტების გაცნობა, როგორიცაა კოტა მარჯანიშვილის მიერ ბაბუამისის, სოლომონ ჭავჭავაძის მარანში დაყენებული ღვინისა და არყის ისტორია, ანდა ნიკოლოზ ერისთავის მიერ არყის ფორმულის გაყიდვა, რომელზედაც დაფუძნებუ­ლია მარტინის წარმოება.

როდესაც დღეს ქართული ღვინის მომავალზე ვსაუბრობთ და მის უნუგეშო მდგომარეობაზე მივუთითებთ, ჩვენი საზოგადოებისათვის ალბათ სასია­მოვნო იქნება იმის გააზრება, რა ხდებოდა თუნდაც ერთი საუკუნის წინ ამ ღვინოსთან მიმართებაში. ის, რომ "ხვანჭკარა” და ზაქარია ჯორჯაძის ღვინო ევროპულ გამოფენებზე მუდმივად გრანპრით ჯილდოვდებოდა, იოანე მუხრანბატონის ცქრიალა ღვინოს პარიზსა და პეტერბურგში წარმატება ჰქონ­და. საინტერესოა ვახტანგ ციციშვილის კონიაკის – "ენისელის” სტალინური პრემიის ისტორიაც, რომელიც ყირიმის კონფერენციის დროს სტალინმა ჩერ­ჩილს გაასინჯა. ინგლისის პრემიერს ეს სასმელი ისე მოეწონა, რომ -ალბათ ფრანგი ტექნოლოგი გყავთო, – უთქვამს.

ქართულ მეღვინეობაში არანაკლები ღვაწლი უდევთ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, პრინცებს თუ ჩინოსნებს. კონსტანტინე ოლდენბურგი ცნობილი იყო ცქრიალა ღვინის წარმოებით, ხოლო აშილ მიურატი – მეგრული ოჯალეშით.

ქართული მეღვინეობის ისტორიის გაცნობით ვხედავთ, რომ ეს არ იყო კარჩაკეტილი მეურნეობის პროდუქტი და არც მხოლოდ წინაპართა სადღეგრძე­ლოს დასალევად მზადდებოდა. პირიქით, ის აქტიურ კავშირში იყო მსოფლიო ბაზართან და იმდროინდელ ტექნოლოგიებსაც ითვისებდა. იოანე მუხ­რანბატონმა შემოიტანა ვაზის სასხლავი მაკრატელი საქართველოში, ხოლო მსოფლიო გამოფენებში მონაწილეობის მიღება მეღვინეთა მასშტაბურ აზ­როვნებაზე მიუთითებდა. ალბომში შესულია ილია ჭავჭავაძის საქმიანი რჩევები ქართველი მევენახეებისადმი.

ალბომი გვაცნობს ისეთ პერსონებს, როგორიცაა ქართული მევენახეობის ინსტიტუტის დამაარსებელი, არაჩვეულებრივი მევენახე სოლომონ ჩოლო­ყაშვილი, გერმანელი კოლონისტი, კასპის რაიონის სოფელ ასურეთში ყურძნის ახალი ჯიშის დამნერგავი ოტო შალი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი დავით სარაჯიშვილი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი – გიორგი შერვაშიძე და სხვა მრავალი წარმომადგენელი ბაგრატიონების, ჯორჯაძეების, ერისთავების, ჭავჭავაძეების, მაყაშვილების, ნაკაშიძეების, ჩოლოყაშვილების, ყიფიანების, ციციშვილების საგვარეულოდან. ზოგიერთი მათგანი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე იყო, უმეტესობა კი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა.

"პროექტზე მუშაობისას გვყავდა არაჩვეულებრივი კონსულტანტი, მეღვინე ბონდო კალანდაძე, ხოლო მასალათა მოძიებისას ალბათ 20 ათასზე მეტი ფოტო გადავიღე, რომელიც ძალიან მკაცრი სელექციით გავცხრილეთ. მოძიებული ტექსტებიდან კეთდებოდა კომპილაციები იმის მიხედვით, რაც ფარ­თო საზოგადოებას დააინტერესებდა. ეს ალბომი წელიწადნახევრიანი მუშაობის შედეგია. ჩვენი მიზანი ქართული კულტურის ყველაზე საინტერესო წახნაგებით წარმოჩენა იყო. ამასვე ემსახურებოდა 2012 წელს მოწყობილი მასშტაბური გამოფენა "წერეთლები” და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს იდეა­თა ყულაბაში არაერთი მსგავსი პროექტია,” – ამბობს ფოტოგრაფი ირინა აბჟანდაძე, რომელიც, პროექტის მენეჯერ მაკა შაფათავასთან ერთად, ქართ­ველ ღვინის მწარმოებლებზე დოკუმენტური ფილმების გადაღებასაც გეგმავს.
კატეგორია: საქართველო | ნანახია: 916 | დაამატა: balu | ტეგები: რა ვიცით ქართული მეღვინეობის შესახე | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.