ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3300/თარიღი: 2013-04-19
მასალა: 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი 1 ჩ.ჭ. ანადუღარი წყალი 1 ს.კ. ზეთი სასურველი ხილის ჯემი ზეთი შესაწვავად
თბილ წყალს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი და შეაზილეთ ფქვილი ისე, რომ თხელი არაჟნის სისქის ცომი მიიღოთ. ცხელ ტაფაზე მოზრდილი კოვზით დაასხით ცომი და ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცომი მასზე თანაბრად გაიშალოს. ბლინი შეწვით მხოლოდ ცალი მხრიდან და გადმოიღეთ. ასე ამზადეთ ბლინები მანამ, სანამ ცომი გეყოფათ. თითოეული ბლინის შემწვარ მხარეს სუფრის კოვზით დადეთ ჯემი, შეახვიეთ მუთაქის ფორმით და შეწვით ყველა მხრიდან.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3858/თარიღი: 2013-04-19
ხრაშუნა და გემრიელი კარტოფილის ჩიფსების მომზადება სახლშიც შესაძლებელია. ამ მარტივ კულინარიულ რეცეპტში, ჩიფსების მომზადების განსხავებულ მეთოდს ისწავლით! ინგრედიენტები: 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი 1 ცალი კარტოფილი ½ ჩაის კოვზი მარილი/ან გემოვნებით
1) კარტოფილი სურვილისამებრ გათალეთ ან გაუთლელად დაჭერით ქაღალდის სისქის რგოლებად. პლასტმასის კონტეინერში(ან სხვა ჭურჭელში) ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ კარტოფილის ფურცლები და შეანჯღრიეთ, რომ ყველა რგოლს მოედოს ცხიმი.
2) დიდი ზომის სადილის თეფში სულ ოდნავ დაფარეთ ცხიმით. მასზე ერთ ფენად გაანაწილეთ იმდენი კარტოფილი, რამდენიც დაეტევა და აცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში 3-5 წუთი(სანამ არ შეყავისფერდება). შემდეგ გადმოიღეთ ჩიფსები თეფშიდან და მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი.
3) გაიმეორეთ იგივე პროცედურები(თეფშის გაცხიმიანების გარდა) მანამ, სანამ კარტოფილი არ გამოგელევათ. მირთმევამდე აცალეთ კარგად გაცივება.
ასე და ამგვარად მზადდება 4 პორცია სამარხვო ჩიფსები მხოლოდ 35 წუთში!
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3125/თარიღი: 2013-04-19
გემრიელი ვაშლის პეროგი ალბათ ყველას გიყვართ, ერთ–ერთი ადვილად მოსამზადებელი ნუგბარია . გთავაზობთ მომზადების წესს და ინგრედიენტების ჩამონათვალს ინგრედიენტები: ნახეთ სრულად ნახვაში
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 933/თარიღი: 2013-04-19
როცა ზაფხულის მწველი სიცხე აუტანელი ხდება, ყინულიან შარბათზე უკეთესი გამაგრილებელი სასმელი არაფერია. ეს ღმოსავლური სასმელია-ხილის, სხვადასხვა მცენარის ფოთლის ან ბოლქვის წვენი ყინულით. აღმოსავლელები მას ეთაყვანებიან,სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ფრანგებსაც ძალიან უყვართ, თუმცა მას სორბეთს ეძახიან.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1007/თარიღი: 2013-04-18
შემადგენლობა
მაწონი - 500 მლ შაქარი - 100 გრ კარაქი - 40 გრ ფქვილი - 160-180 გრ ვანილი - გემოვნებით მარილი - 1/4 ჩ.კ წყალი - 500 მლ (მდუღარე) კვერცხი - 3 ცალი ცოდა - 1/2 ჩ.კ
მომზადება
ამ უადვილესი რეცეპტით გამოდის თხელი ტკბილი ბლინები. 3 კვერცხი, მარილი და შაქარი ავთქვიფოთ. დავამატოთ 250 მლ მაწონი, ჩავასხათ ნახევარი ლიტრა მდუღარე წყალი და კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ ფქვილი, ავურიოთ.(უნდა გამოვიდეს არაჟნის კონსისტენციის ცომი). ნელ-ნელა ჩავასხათ დარჩენილი მაწონი და ავთქვიფოთ. ცომი უნდა გამოვიდეს თხელი. 2)შევწვათ ბლინები კარაქზე.
გემრიელად მიირთვით!
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 870/თარიღი: 2013-04-18
საჭირო მასალა: 1 საშუალო ზომის ქათამი 300 გრ გრძელი ბრინჯი 1 თავი ხახვი 2 ცალი ტკბილი წიწაკა 1 პატარა თავი ბროკოლი მარილი პილპილი როგორ კეტდება ნახეთ სრულად ნახვაში
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1580/თარიღი: 2013-04-10
შაურმა (არაბ. شاورما ), ასევე ცნობილი როგორც შავერმა, შვარმა, შოარმა თურქული სიტყვიდან çevirme (იკითხ. „ჩევირმე", ნიშნავს „მოტრიალეს", დროთა განმავლობაში, არაბული ზეგავლინით „შავერმე"-დ გადაკეთდა) — ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული კერძი, რომელიც მზადდება ცეცხლზე ვერტიკალურად მოტრიალე შამფურზე აცმული სანალებლებით გაჯერებული ხორცის წვრილი ნაჭრებისგან (როგორც წესი ცხვრის ან ქათმის). ემსგავსება ბერძნულ გიროს და მექსიკურ ტაკო ალ პასტორს. გემოვნების მიხედვით ამატებენ ცოტაოდენ ღვინის ძმარს, პილპილსა და ხმელ სანელებლებს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 897/თარიღი: 2013-04-09
შემადგენლობა: 1 ცალი ანანასი 0,25 ლ. ვანილის ნაყინი 2 სუფრის კოვზი რომიშოკოლადის პეჩენია შეუზღუდავი რაოდენობით გაასუფთავეთ ანანასი, რბილობი დაჭერით და ათქვიფეთ ბლენდერში რომთან ერთად. ნარევი იდეალურად ერთგვაროვანი უნდა იყოს. დაამატეთ ნაყინი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. ჩამოასხით ბოკალში და სუფრაზე მიიტანეთ შოკოლადი პეჩენიებთან ერთად.შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე: მანგო და ქოქოსის კაკალი, ჟოლო და ლიმონის შერბეტი, გაყინული ალუბალი და ნუშის ნაყინი.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2135/თარიღი: 2013-04-09
სამარხვო პეროგი ვაშლით
შემადგენლობა და მომზადების წესი იხილეთ სრულიად ნახვაში...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 846/თარიღი: 2013-04-09
საჭირო ინგრედიენტები: 3 კგ. ხის სოკო, 4 კონა ტარხუნა, 2 კონა ქინძი, 1 კონა კამა, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა წიწმატი, რამდენიმე ღერი პიტნა, 2 კონა მწვანე ხახვი, 3 თავი ხახვი, 200-250 გ. კარაქი ან სამარხვო ცხიმი. 2 ჭიქა მწვანე ტყემალი, 2-3 ჭიქა ღვინო, მარილი და პილიპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
სოკო დავარჩიოთ, მოგრძო ნაჭრებად დავხიოთ და 2 საათით ჩავყაროთ მარილწყალში. შემდეგ ამოვწუროთ, წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად მოვშუშოთ კარაქში ან მცენარეულ ცხიმში. მოშუშულ სოკოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი, დავასხათ ღვინო და შევავსოს წყლით ისე, რომ სითხე სოკოს ზედ მოადგეს, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და 10 წუთი დუღილის შემდეგ დავუმატოთ ტყემალი და კიდევ 10 წუთი ვადუღოთ.
დამატებითი ინფორმაცია ტარხუნისა და წიწმატის გარეშე ამ კერძის მომზადებას არ გირჩევთ - გემრიელი კი იქნება, მაგრამ იმ განუმეორებელ გემოს, რომელსაც ეს მწვანილი ანიჭებს, არ ექნება.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1132/თარიღი: 2013-04-05
მასალა • ცხვრის ხორცი – 1 კგ. • დუმა – 100 გრ. • ხახვი – 2 თავი • კვერცხი – 2 ცალი • კოწახური, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადება ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ. დავყოთ ნაწილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება, ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ, დავაწყოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური, ან კოწახური ცალკე მივიტანოთ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 908/თარიღი: 2013-04-05
მასალა • 300 გრ. ოდნავ ამოყვანილი მაგარი ცომი • 250 გრ. ნაკლებცხიმიანი ხბოს რბილი ხორცი • 100 გრ. ხახვი • 5 გრ. წიწაკა • 15 გრ. სვანური მარილი • ცოტაოდენი ძირა
მომზადება დავჭრათ ხორცი წვრილ კუბიკებად. დავაჭრათ ხახვი წვრილად და შევურიოთ ხორცს სვანურ მარილთან და ძირასთან ერთად (მარილი და წიწაკა გემოვნებით). გავაბრტყელოთ ცომი, მიღებული მასა მოვათავსოთ გაბრტყელებულ ცომში, მოვუკრათ თავი და ისევ გავაბრტყელოთ. გაბრტყელების შემდეგ ცომის თავი გავხსნათ. ეს იმიტომ, რომ ცომი არ გაიბეროს. შემდეგ მოვათავსოთ ღუმელში და გამოვაცხოთ.
|
|