Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 18 » ქათამი ბრინჯით
9:18 PM
ქათამი ბრინჯით
1. ქათამი გავასუფთავოთ, შიგნიდან და გარედან წავუსვათ მარილი და სურვილისამებრ, რაიმე სანელებელი და შევ­წვათ.

2. სანამ ქათამი იბრაწება, გავრეცხოთ ბრინჯი, შემდეგ გადავიტანოთ საწურზე და დავწრიტოთ.

3. ზეთში ან ქათმის შენამწვავ ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, 2-3 წუთის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი ტკბილი წი­წაკა (უმჯობესია, თუ სხვადასხვა ფერის წიწაკას გამოვიყენებთ) და ყვავილებად დაჭრილი ბროკოლი.

4. მოშუშულ ბოსტნეულს დავაყაროთ დაწრეტილი ბრინჯი და დაახლოებით 3-5 წუთით ერთად ვშუშოთ.

5. დავასხათ მდუღარე წყალი. წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ბრინჯის რაოდენობაზე. მაგალითად, თუ 1 ჭიქა ბრინჯს ავიღებთ, წყალი 2-2,5 ჭიქა უნდა დავასხათ. მოვაყაროთ მარილი, დავახუროთ თავსახური და დავუწიოთ ცეცხლს.

6. როდესაც სითხე მთლიანად ამოშრება და ბრინჯიც დარბილდება, მოვაყაროთ პილპილი. ქათამი მოვათავსოთ განიერ თეფშზე ან ლანგარზე, გარშემო მოვაყაროთ ბრინჯის გარნირი და მივიტანოთ სუფრასთან.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 870 | დაამატა: balu | ტეგები: ქათამი ბრინჯით | რეიტინგი: 1.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.