Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 07

თამარ მეფე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1323/თარიღი: 2013-04-07

მმართ. დასაწყისი: 1184
მმართ. დასასრული: 1213, შესაძლოა 1210 ან 1207
სხვა წოდებები: მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი
წინამორბედი: გიორგი III
მემკვიდრე: გიორგი IV ლაშა
დაბ. თარიღი: 1160
გარდ. თარიღი: 1213, შესაძლოა 1210 ან 1207
გარდ. ადგილი: აგარანი
მეუღლე: 1. იური (გიორგი)
2. დავით სოსლანი
შვილები: 1. გიორგი IV ლაშა
2. რუსუდანი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი III
დედა: ბურდუხანი
რელიგია: მართლმადიდებელი ქრისტიანი



ზაქარია ფალიაშვილი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 972/თარიღი: 2013-04-07

ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი (დ. 4 აგვისტო/16 აგვისტო, 1871, ქუთაისი — გ. 6 ოქტომბერი, 1933, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.


იაკობ გოგებაშვილი (ბიოგრაფია)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1064/თარიღი: 2013-04-07

ბიოგრაფია 

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.