ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 856/თარიღი: 2013-04-01
არისტოტელე (ძვ. წ. 384-322)
არისტოტელე დაიბადა მაკედონიის ქ.სტიგარში, ბერძნულ კოლონიაში. მამამისი – ნიკომახე იყო ექიმი და მეგობარი მაკედონიის მეფის – ფილიპეს მამის – ამნისტისა. მან შეასწავლე ბუნებისმეტყველება, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არისტოტელეს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მამა დრე მოუკვდა და 17 წლამდე იგი ვინმე პროკსენმა აღზარდა. შემდეგ არისტოტელე 18 წლის ასაკში ჩადის ათენში სადაც 20 წლის განმავლობაში სწავლობს პლატონის სკოლაში. არისტოტელეს ძალიან უყვარდა თავისი მასწავლებელი, თუმცა მისი საწინააღმდეგო თვალსაზრისიც კი შეიმუშავა, იგი ამბობდა: მიყვარს პლატონი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტებაო.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1849/თარიღი: 2013-04-01
გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (Gabriel José García Márquez) (დ. 6 მარტი, 1928) კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა ქალაქ არაკატაკაში მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკაში და ევროპაში გაატარა. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს მეხიკოში ატარებს
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 826/თარიღი: 2013-04-01
საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი – ასე უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ ექვთიმე თაყაიშვილს და მართლაც, როდესაც აღფრთოვანებით ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საუნჯეზე, ბევრმა არ იცის, რომ ეს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა. დაიბადა იგი 1863 წლის 3 იანვარს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, აზნაურის ოჯახში. ჯერ კიდევ სულ პატარას დაეღუპა მშობლები, თუმცა იმდენად ნიჭიერი იყო, რომ 1883 წელს წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსტიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1887 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით: ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1570/თარიღი: 2013-04-01
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი ცნობილი როგორც ჩარლი ჩაპლინი, მუნჯი კინოს განუყოფელი ფიგურა, დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს უოლვორთში, ისტ-ლეინის ქუჩაზე. მშობლები ბრიტანული თეატრის ‘music hall’-ის მსახიობები იყვნენ. 3 წლის იყო ჩარლი როცა მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ. ბავშვობა დედასთან (Lily Harvey) და ძმასთან( Sydney)ერთად კენინგტონ-როუდზე გაატარა. 1901წელს ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა და ძმები ჩარლი და სიდი (Sydney) მიაბარეს ობოლთა თავშესაფარს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1449/თარიღი: 2013-04-01
ალფონს ფიორელო კაპონის ყველა ალ კაპონეს სახელით იცნობს. როგორც თვითონ ამბობდა, იგი დაბადებულია 1899 წელს ნეაპოლში, ქალაქ კასტელამაროში. 1909 წელს კაპონის ოჯახი, როგორც ბევრი სხვა იტალიური ოჯახი, ბედის საძებრად ნიუ-იორკში გაემგზავრა. უფროსი შვილი რიშარი (რიჩარდი) პოლიციელი გახდა. მისი ძმა ალფონსო (ალ კაპონე) საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. მაგრამ გზის დასაწყისი სრულიად უწყინარი იყო – ყასბის თანაშემწე ბრუკლინში. მალე ის კრიმინალურმა სამყარომ ჩაითრია.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 886/თარიღი: 2013-04-01
"All I want is to be loved, for myself and for my talent” ~ Marilyn Monroe
48 წლის წინ ,1962 წლის აგვისტოში საკუთარ ბინაში გარდაიცვალა ჰოლივუდის ლეგენდა მერილინ მონრო. მას შემდეგ ათწლეულების მანძილზე არ შეწყვეტილა დისკუსია თემაზე – მოკლეს კინოვარსკვლავი ,თუ თავი მოიკლა. მხოლოდ ბოლო წლებში იმატა ახალ-ახალმა ფაქტებმა იმის დასტურად, რომ იგი მოკლეს
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 888/თარიღი: 2013-04-01
დიდი წარდგენა არ ჭირდებ ალბათ ამ ადამიანს… ერთს ვიტყვი რომ ჰამლეტის მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1094/თარიღი: 2013-04-01
გოეთე გახლდათ გერმანელი მწერალი და მოაზროვნე. მისი შემოქმედების ყველაზე მაღალ საფეხურად, ითვლება "ფაუსტი”, რომელიც ალეგორიული ხასიათის "ნაწარმოებია”. მასში ასახულია სხვადასხვა ეპოქის იერარქია. გოეთეს ეკუთვნის რამდენიმე ათეული საკმაოდ ცნობილი გამონათქვამი. სწორედ მათ გადავავლებთ ამჯერად თვალს. იმედია, გაწბილებულნი არ დარჩებით.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1071/თარიღი: 2013-04-01
დაბადების თარიღი: 2 აპრილი 1725 დაბადების ადგილი: იტალია გარდაცვალების თარიღი: 4 ივნისი 1798 გარდაცვალების ადგილი: დუხცოვი, ჩეხეთი ცნობილია როგორც: ვენეციელი მუსუსი
კაზანოვა(Casanova) ჯოვანი ჯაკომო(2.IV.1725 ვენეცია-4.VI.1798 ციხედარბაზი დუქსი,ბოჰემია),იტალიელი მწერალი. ცნობილი ავატიურისტი; სახელისა და სიმდიდრის ძიებაში მოიარა თითქმის მთელი ევროპა, იყო ჯარისკაცი,ბიბლიოთეკარი და მუსიკოსიც. არაერთხელ იჯდა ციხეში.კაზანოვას ეკუთვნის ისტორიული თხზულებანი:”ისტორია მღელვარებისა პოლონეთში
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1883/თარიღი: 2013-04-01
ოსამა ბინ ლადენი მდიდარი არაბული ოჯახის წევრი იყო. იგი საუდის არაბეთში დაიბადა, იქ მიიღო განათლება, თუმცა 1990-ანი წლების დასაწყისში ტერორისტებთან კავშირის გამო ოჯახიდანაც მოკვეთეს და საუდის არაბეთის მოქალაქეობაც დაკარგა.
ოსამა ბინ ლადენის დაბადებიდან მალევე მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედა ხელმეორედ გათხოვდა, ოსამა კი მთელი ბავშვობა სამ ნახევრძმასა და ერთ ნახევარდასთან ცხოვრობდა.
განსხვავებული ცნობები ვრცელდება მის მიერ მიღებული განათლების შესახებ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 1970-ან წლებში საუდის არაბეთში „მეფე აბდულ აზიზის უნივერსიტეტში" ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, სხვა ვერსიით კი – სამოქალაქო ინჟინერიას. იგივე წყაროების ინფორმაციით კი, მას არც ერთი სპეციალობა ბოლომდე არასდროს უსწავლია და უნივერსიტეტს ყოველთვის დროზე ადრე ტოვებდა
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 829/თარიღი: 2013-04-01
იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე (დ. 16 მაისი/28 მაისი, 1876, ქუთაისი ― გ. 10 მარტი, 1951, თბილისი), ქართველი მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), ყოფილი სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1947), თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922). სკკპ-ის წევრი 1939 წლიდან.
ბიოგრაფია
სწავლობდა მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალური სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894), ოდესის სამხატვრო სკოლაში (1894-1895 და 1897-1898), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1899-1901). ნიკოლაძის პირველ მნიშვნელოვან ნაწარმოებში, რომელიც 1895 წელს შეიქმნა ("იმერელი გლეხი”, თიხა, დაკარგულია), უკვე ჩანდა მოქანდაკის სწრაფვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 879/თარიღი: 2013-04-01
დიდი ილია ყველაფერში მაქსიმალისტი იყო. არც სხვას შეარჩენდა ზედმეტს და არც თავად აიცილებდა საკეთებელს. გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ილია ჭავჭავაძე ექვთიმე თაყაიშვილსა და კიდევ რამდენიმე ქართველ მოღვაწესთან ერთად ქუთაისში ჩაბრძანდა, გელათის ტაძარში არაჩვეულებრივი გამოსათხოვარი სიტყვაც წარმოთქვა.
საღამო ხანს სავახშმოდ ერთ დუქანში შევიდნენ, იქ კი გაშლილ სუფრას ცნობილი მოქეიფეები უსხდნენ პოეტ გიორგი შარვაშიძისა და ლანჩხუთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლის – იასონ გელოვანის თავკაცობით. ილიას დანახვაზე შემთვრალმა გიორგი შარვაშიძემ, რომელიც თამადა გახლდათ, შესძახა: "ოოო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახალი სუფრა!” და მასპინძლებმა ილია და მისი თანმხლებნი მაგიდასთან მიიწვიეს. გიორგი შარვაშიძემ თეფშზე ხუთი, საკმაოდ მოზრდილი, ჭიქა შემოდგა, სასმისები ღვინით გაავსო და შემოსწრებულთა სადღეგრძელო ასე მიირთვა, მერე კი ეს ორიგინალური სასმისი სტუმრებს შესთავაზა. ილიას თანმხლებმა ნიკო ღოღობერიძემ ეშმაკობა იხმარა, მთელი დღის მშივრები ვართ, ჯერ ლუკმას შევჭამთ და მერე დავილოცებითო, მოახსენა თამადას. ასე აიცილეს ის ხუთჭიქიანი, რომელიც შემდეგ აღარავის გახსენებია. გვიან ღამით, საკმაოდ შექეიფიანებულები წამოიშალნენ. ილიამ ბოლო სადღეგრძელო ასწია, მასპინძლებს მადლობა მოახსენა და მოულოდნელად განაცხადა: "ყველაფერი მშვენიერი იყო, მხოლოდ გულს მაკლია, ის ხუთი ჭიქა რომ არ შემისვამს.” ამის გაგონებაზე გიორგი შარვაშიძე გადაირია და შესძახა: "ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მიართვით ილიას ის ხუთი ჭიქა!” მოართვეს. ილიამაც დინჯად, დაგემოვნებით გამოცალა ხუთივე სასმისი… ილია თავად დაუნდობლად აკრიტიკებდა ქართველი კაცის ნაკლოვანებებს, თუმცა, სხვისგან ქართველის აუგად ხსენებას ძნელად იტანდა, თუნდაც ის "სხვა” მისი თანამოძმე ყოფილიყო.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 876/თარიღი: 2013-04-01
ფეხბურთის უამრავი ქომაგი ალფრედო დი სტეფანოს პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და ერთი შეხედვით გასაკვირია- თუ პელემ, კრუიფმა, მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიბრწყინეს, დი სტეფანოს არასდროს უასპარეზია მუნდიალზე. მეორეს მხრივ, ალფრედო დი სტეფანოს თამაში იდეალური ნაზავი გახლდათ ფილიგრანული ტექნიკის და გუნდური თამაშის პრინციპების ერთგულების. დი სტეფანო წლების განმავლობაში მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდის, მადრიდის "რეალის” ლიდერი გახლდათ, ამიტომაც ფეხბურთის მილიონობით ქომაგის აღიარება ლოგიკურადაც კი გამოიყურება.
|
|