Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 12

მდინარე მტკვარი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 893/თარიღი: 2013-04-12

სიგრძე 1515 კმ
აუზის ფართობი 188 000 კმ²
წყლის ხარჯი 443 მ³/წმ

მტკვარი (აზერ. Kür; თურქ. Kura), ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ[1], აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის.

მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს.

მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür-ს უწოდებენ.




მდინარე რიონი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 916/თარიღი: 2013-04-12

სიგრძე 327 კმ
აუზის ფართობი 13.400 კმ²


რიონი — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ. ერთვის შავ ზღვას ფოთთან. სათავიდან სოფელ გლოლამდე მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განიერ, ღრმა ხეობაში, რომელიც მდინარე ზოფხიტურის შეერთებამდე ტროგულია. ივითარებს განიერ ჭალას და იტოტება. ადგილ საგლოლოს ქვემოთ მიედინება ჯერ სამხრეთისკენ, შემდეგ — სამხრეთ დასავლეთისკენ ღრმა და ვიწრო ხეობაში, ივითარებს ვიწრო წყვეტილ ჭალას. ონთან უხვევს დასავლეთისკენ და მიედინება სოფელ ალპანამდე. ხეობა აქ ღრმა და განიერია, აქვს ფართო ჭალა, რომელიც წყალდიდობის დროს თითქმის მთლიანად იტბორება. მდინარე იტოტება და წარმოშობს კუნძულებს. ჩამოყალიბებულია ტერასები, რომელთა სიმაღლე 2-3-იდან 20-35 მ-მდეა, სიგრძე 2-3 კმ, სიგანე რამდენიმე ასეული მეტრია. ტერასებზე გაშენებულია სოფლები, ბაღ-ვენახები, ბოსტნები და ნათესები. ხეობა ზოგან შევიწროებულია ქმნის კლდეკარს (ხიდიკრის კლდეკარი). სოფელ ალპანიდან რიონი მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ვიწრო ხეობაში გაედინება, მხოლოდ ალაგ-ალაგ განივრდება და იტოტება. სოფელ ტვიშთან ქმნის ღრმა კლდეკარს. ქუთაისის ქვემოთ, კოლხეთის დაბლობზე გამოდის, ივითარებს განიერ ჭალას, იტოტება და წარმოშობს კუნძულებს.


კოლორადო (მდინარე)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 875/თარიღი: 2013-04-12

კოლორადო (ინგლ. Colorado River, ესპ. río Colorado) — მდინარე ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთით და მექსიკის ჩრდილოეთით, მისი სიგრძე შეადგენს 2 330 კილომეტრს. სათავეს იღებს კლდოვანი მთებიდან, გადაკვეთს არიზონის უდაბნოს და ჩაედინება კალიფორნიის ყურეშე. იმის გამო, რომ მდინარის წაყალი ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, ის ხშირად კალიფორნიის ყურემდე ვერ აღწევს.

მდინარე კოლორადოს აუზის ფართობი შეადგენს — 629 100 კმ²-ს. აქ აგებულია მრავალი კაშხალი. 1907 წელს აქ აშენდა პირველი კაშხლი. ხოლო 1933 წელს სწორედ კოლორადოზე აიგო ჰუვერის კაშხალი.


ნიაგარის ჩანჩქერი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 876/თარიღი: 2013-04-12

ნიაგარის ჩანჩქერი — სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი წყალვარდნილთა სისტემა, მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს.

იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა, ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ამ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა.


3 დღიანი დიეტა კვერცხით

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 844/თარიღი: 2013-04-12

3 დღეში იკლებთ მინიმუმ 2 კგ-ს.

პირველ დღეს მიირთმევთ მარტო ბოსტნეულს (უმს)
მეორე დღეს მიირთმევთ მხოლოდ ხილს (ბანანის, ყურძნის და მსხლის გარდა)
მესამე დღეს ისევ ბოსტნეულს და მიირთმევთ ცალკე 200გრ არაჟანს


არაჟნის დიეტა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1051/თარიღი: 2013-04-12

3 დღეში იკლებთ მინიმუმ 2 კგ-ს.

პირველ დღეს მიირთმევთ მარტო ბოსტნეულს (უმს)
მეორე დღეს მიირთმევთ მხოლოდ ხილს (ბანანის, ყურძნის და მსხლის გარდა)
მესამე დღეს ისევ ბოსტნეულს და მიირთმევთ ცალკე 200გრ არაჟანს


არაჟნის დიეტა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1112/თარიღი: 2013-04-12

3 დღეში იკლებთ მინიმუმ 2 კგ-ს.

პირველ დღეს მიირთმევთ მარტო ბოსტნეულს (უმს)
მეორე დღეს მიირთმევთ მხოლოდ ხილს (ბანანის, ყურძნის და მსხლის გარდა)
მესამე დღეს ისევ ბოსტნეულს და მიირთმევთ ცალკე 200გრ არაჟანს


–5 კგ 3 დღეში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 807/თარიღი: 2013-04-12

ამ დიეტის გაგრძელება 3 დღეზე მეტხანს არ შეიძლება.
საუზმე: 1 ჭიქა თაფლიანი წყალი (1 ჭიქა წყალი + 1 კოვზი თაფლი + რამდენიმე წვეთი ლიმნის წვენი)
სადილი: მოხარშული ინდაურის ხორცი და ბოსტნეული (მაქს 0.5 კგ)
ვახშამი:150–200გრ კომბოსტო უმარილოდ ხარშეთ 150გრ წყალში 20 წუთის განმავლობაში. დალიეთ 30–40 ქუთის განმავლობაში.
თუ გშიათ, ძილის წინ შეიძლება 1 ჭიქა მაწონის/კეფირის მიღება.


დიეტა სწრაფი ეფექტით

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 780/თარიღი: 2013-04-12

ერთ ანანასს და ანანასის წვენს მიირთმევთ მთელი დღე.
დღეში 1 ანანასი.
დიეტა გრძელდება 3 დღე
იკლებთ საშუალოდ 3.5 კგ–ს.


გასახდომი დიეტები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1075/თარიღი: 2013-04-12

3 დღიანი დიეტა
დასაშვებია თვეში მხოლოდ ერთხელ გაკეთება
იკლებ 3-4 კილოს:

ყოველდღე უნდა მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში ერთად არეული:
1 ქილა მაწონი
1 ჩ.კ.თაფლი
1 ჩ.კ.ყავა(უნალექო)
1 ც.ლიმონი(ჩაწურული)


Ani-ს დიეტა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 748/თარიღი: 2013-04-12

ამ დიეტით დაიკლებთ 13 კილოს.
დილით 10:00 - 1 პომიდორი და 1 კიტრი
შუადღისას 14:00 - მსუბუქი სადილი უცხიმოდ და უპუროდ (რაც გინდათ)
შუადღისას 16:00 - მაწონი (უპუროდ და უშაქროდ) ან ხილი
4 საათის შემდეგ საერთოდ არაფერი არ ჭამოთ და შეეცადეთ ბევრი წყალი და მარილი არ მიიღოთ. აგერთვე შაქარიც არ შეიძლება


tika-ს დიეტა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 808/თარიღი: 2013-04-12

დილით დალიეთ ერთი ჭიქა წყალში გახსნილი მაწონი უშაქრო
12 საათზე 100 გრამი ხაჭო ან 1ცალი მოხარშული კვერცხი
15 საათზე 1ცალი გრეიფრუტი, 2 ცალი ვაშლი
17 საათზე 100 გრამი შოკოლადი
19 საათზე ისევ ერთი ჭიქა მაწონი წყალში გახსნილი.

ეს არის ეფექტური დიეტა დაახლოებით 10 დღე გააგრძელეთ.


კეფირის დიეტა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 882/თარიღი: 2013-04-12

1 კვირაში -7კილო

პირველი დღე: 500 გრ კეფირი
მეორე დღე: 500 გრ კეფირი და 200 გრ ხაჭო
მესამე დღე: 500 გრ კეფირი და 200 გრ არაჟანი
მეოთხე დღე: 500 გრ კეფირი და 3 ცალი მოხარშული სოსისი
მეხუთე დღე: 500 გრ კეფირი და 1 კილო ვაშლი
მეექვსე დღე: 1 ლიტრი კეფირი
მეშვიდე დღე: 1 ლიტრი მინერალური წყალი.


4 კვირიანი დიეტა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 918/თარიღი: 2013-04-12

მე ორ თვეში დავიკელი 10 კილო.....
ორი კვირის განმავლობაში ვჭამდი:
8 დან 9 მდე ხაჭოს ან მაწონს
შემდეგ 12 საათზე 1 ცალი ბანანი
2-3 სთ 100 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ორი კიტრი ერთი პომიდორი და მწვანილი
5 სთ ორი ვაშლი
7-ზე 200 გრამი კომბოსტო უმი და ერტი კიტრი, ერტი სტაპილო....

არანაირი შაქარი და მარილი.......
ყველაფერი უცხიმო, არანაირი შემწვარი

ორი კვირის განმავლობაში სულ ეს ჭამეთ, შემდეგი ორი კვირა ვჭამდი
დილით 8-9 სთ ერთი მოხარშული კვერცხი და ერთი კიტრი,
12 ზე ისევ ბანანი
2 დან 3 -მდე ორი სოსისი და კიტრი/პომიდორი ისევ ისე,
7 ზე ორი კიტრი, ხაჭო და მაწონი......
5 ზე არ დაგავიწყდეთ ვაშლი.

აი ეს მიიღეთ და კარგად დაიკლებთ.


natali-ს დიეტა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 912/თარიღი: 2013-04-12

ერთ კვირიანი დიეტაა, მე 5კილოზე მეტს მაკლებინებს, თუ სწორად გააკეთებთ ეფექტურია მართლა,გააჩნია ორგანიზმს.

1)7 ჭიქა ჩაი ლიმნით მთელი დგის განმავლობაში.
2)1 კგ ვაშლი.
3)1ქილა მაწონი.
4) ისევ 7 ჭიქა ჩაი
5) ისევ 1კგ ვაშლი
6)1ქ. მაწონი
7) 7ჭიქა ჩაი ლიმნით

ვაშლის და მაცვნის დგეებსჰი შეგიძლიათ უშაქრო ჩაი და მაწონი დალიოთ.დიეტის მერე ეცადეთ არ აინაზღაუროთ,მსუბუქად ჭამეთ, 5 დგეში ან ერთ კვირაში ისევ გააკეთეთ ისევ. წარმატებები.


მეორე მსოფლიო ომი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1150/თარიღი: 2013-04-12

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.

აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში - ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში ( სურინამის დაპყრობა ), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი).

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.


ივანე ჯავახიშვილი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 934/თარიღი: 2013-04-12

ივანე ჯავახიშვილი (დ. 11 აპრილი/23 აპრილი, 1876, თბილისი — გ. 18 ნოემბერი, 1940, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.