Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 21

თაგვისებრნი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1098/თარიღი: 2013-04-21

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მღრღნელები
ოჯახი: თაგვისებრნი

თაგვისებრნი (Muridae), ძუძუმწოვართა ოჯახი მღრღნელების რიგისა. აქვთ 5-50 სმ სიგრძის სხეული. გავრცელებული არიან ყველგან, უმრავლესობა ბინადრობს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში. ამერიკაში ადამიანმა შეიყვანა. ზოგი სინანთროპული ცხოველია (სახლის თაგვი, ზოგიერთი ვირთაგვა). აქტიურნი არიან ღამით, უმრავლესობა ცხოვრობს მარტივ სოროში. სამოსახლო ადგილებში მრავლდებიან მთელი წლის განმავლობაში, მაკეობის ხანგრძლივობა 18-25 დღე; შობენ 2-10 წრუწუნას. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 1,5-3 თვისა. იკვებებიან მცენარეებით, ზოგჯერ ცხოველებითაც. თაგვისებრთა უმრავლესობა ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ზოგიერთს ადამიანისა და შინაურ ცხოველთა ინფექციური და ინვაზიური დაავადებანი გადააქვს. ბრძოლის ღონისძიებანი:მექანიკური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური საშუალებები.


ზვიგენები , ზვიგენი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1248/თარიღი: 2013-04-21

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: თევზები
რიგი: ზვიგენისნაირნი

ზვიგენები
— ხრტილიანი თევზები ზვიგენისნაირთა რიგისა. არსებობს 3 ქვერიგი: ნამდვილი ზვიგენები, უძველესი ზვიგენები და რქოვანი ზვიგენები. აქვთ თითისტარისებრი სხეული, ხუთ-ხუთი სალაყუჩე ხვრელი (ექვს-ექვსი — მხოლოდ ტროპიკულ ცხვირხერხას და ზოგ პრიმიტიულ ზვიგენებს), ორი ზურგის ფარფლი. კუდქვეშა ფარფლი არა აქვს მხოლოდ ქიცვიან ზვიგენებს ანუ კატრანს, პოლარულ ზვიგენებს, ცხვირხერხას და ზღვის ანგელოზს. ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით. პირი დიდია, თავის ქვემო ნაწილში მოქცეული. საცურავი ბუშტი არ გააჩნიათ. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და არქტიკულ ზღვებში. ნამარხი ფორმები ცნობილია კარბონული პერიოდიდან. ამჟამად რიგში გაერთიანებულია 10 ოჯახი. ზვიგენების სხეული სხვადასხვა ზომისაა: გიგანტური ზვიგენების (Cetorhinus maximus) სიგრძე 20 მ აღწევს, კატისებრი ზვიგენების (Scyliorhinus canicula) — 1 მ, ხოლო შავი ქიცვიანი ზვიგენებისა (Spinax spinax) — 47 სმ. ზვიგენების უმრავლესობა (კატისებრი ზვიგენები, ბოლოხერხა და სხვა) კვერცხისმდებელია (კვერცხი დაფარულია რქოვანი შალითით), ზოგი ცოცხლადმშობია (კვერნისებრი ზვიგენები, ქაშაყისებრი ზვიგენები, ქიცვიანი ზვიგენები და სხვა). ზვიგენების უმეტესობა მტაცებელია. იკვებებიან უმთავრესად წვრილი თევზებით, ფსკერის უხერხემლოებით, კანეკლიანებით, მოლუსკებით, ჭიებით. ზოგი თავს ესხმის ადამიანსაც. შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში გვხვდება კატისებრი და ქიცვიანი ზვიგენები.

ზვიგენების ღვიძლისაგან ამზადებენ თევზის ქონს, ზოგიერთის ხორცი იჭმევა. ჩონჩხისაგან აკეთებენ წებოს, ტყავისაგან სხვადასხვა საგანს


ტალღისებრი თუთიყუში

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 872/თარიღი: 2013-04-21

ტალღისებრი თუთიყუშის სხეულის სიგრძეა 17—19,8 სმ (იშვიათად 21-22 სმ), ფრთების სიგრძე 9,5-10,5 სმ, კუდის — 8—10 სმ; წონა 40—45 გრამი. კუდის დახმარებით ის უფრო დიდი წარმოჩდება.ამ სახეობის თუთიყუშს ყელი და თავის წინა ნაწილი ყვითელი შეფერილობის აქვს. ორივე ლოყაზე აქვს თითო ლურჯი ლაქა, ლაქების ქვეშ კი რამდენიმე შავი წერტილი.                                                                                                                                                           ბარტყებს ნისკარტი შავი აქვთ, ხოლო ზრდასრულებს მოყვითალო. ნისკარტის ზედა ნაწილი (ცვლილოვანა) კარგადაა გამოკვეთილი, რითაც ფრინველის სქესი დგინდება. მამალ ბარტყს იასამნისფერი აქვს დედალს — თეთრში გარდამავალი, ძალიან ღია ცისფერი, ან ძალიან ღია ვარდისფერი. მოზრდილ ასაკში მამრს ნისკარტის ფუძე ცისფერი, ხოლო მდედრს ყავისფერი უხდება.


ჩრდილოეთის ირემი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 883/თარიღი: 2013-04-21

ჩრდილოეთის ირემი წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 220 სმ, მასა 100-220 კგ აღწევს. დედალი უფრო პატარაა. ჩრდილოეთის ირემი ზაფხულობით მოყავისფროდან მონაცისფრო-მურად არის შეფერილი, ზამთრობით უფრო ღია, ზოგჯერ თითქმის თეთრია. რქები დედალსაც აქვს და მამალსაც. გავრცელებულია ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტუნდრისა და ტაიგის ზონაში. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება მღიერებით, ტოტებით, კვირტებით, კენკრით, სოკოთი და სხვ. ზამთრობით, როცა თოვლის საფარი განსაკუთრებით მაღალია, ჩრდილოეთის ირემი წინა ფეხებით თხრის თოვლს 70-80 სმ სიღრმეზე და პოულობს საკვებს. ახასიათებს სეზონური მიგრაციები. ფრთხილი ცხოველია. კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა. კარგად ცურავს, შეუძლია გადაცუროს მდინარე და ტბა. მაკეობა 7,5 თვე გრძელდება. შობს 1, იშვიათად 2 ნუკრს. აქვს სარეწაო მნიშვნელობა — იყენებენ მის ხორცს, ტყავს.


ადრიანა ლიმას პირადი ცხოვრება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1393/თარიღი: 2013-04-21

ადრიანა ლიმას პირადი ცხოვრება:  სხვადასხვა პერიოდში ადრიანა ლიმა ხვდებოდა მომღერალ ლენი კრავიცს, ავსტრიის პრინცს ჰანს-ადამ ლიხტენშტაინ მეორეს, ლიბანელ ფლეიბოის ჯიმი ტრაბულსის. პამელა ანდერსონის ყოფილმა ქმარმა ტომი ლიმ კი ფიცი დადო, რომ მანამ ადრიანა ლიმა მისი არ გახდებოდა, უარს აცხადებდა სხვა ქალებთან ურთიერთობაზე,თუმცა ადრიანა უარს აცხადებდა სექსზე ქორწინებამდე. ტომისთვის სამწუხაროდ, ადრიანამ მისი ფიცი არაფრად ჩააგდო და განაცხადა, რომ არ აპირებს სკანდალურ პირებთან რამე სახის ურთიერთობის წამოწყებას. სხვათა შორის იყო მცდელობა, რომ ადრიანა ჩაერიათ სექს-სკანდალში. რამდენიმე წლის წინათ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ადრიანას მიმსგავსებული ქალბატონი და უცნობი მამაკაცი სექსით იყვნენ დაკავებული. ფირზე აღბეჭდილი ქალი ძალიან ჰგავდა ლიმას და ამასთან დაკავშირებით ტოპ-მოდელს ახსნა განმარტებების მიცემა დასჭირდა, რომ ეს ვიდეო მხოლოდ და მხოლოდ მისი დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული.

2009 წლის 14 თებერვალს ლიმამ საიდუმლო ვითარებაში ჯვარი დაიწერა სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე. წყვილი 2006 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს და ახლა უკვე შვილიც ჰყავთ.ლიმას და მარკოს 2009 წლის 15 ნოემბერს შეეძინათ გოგონა ვალენტინა ლიმა იარიჩი, ხოლო 2012 წლის 12 სექტემბერს წყვილს მეორე გოგონა შეეძინა-სიენა ლიმა იარიჩი.


ადრიანა ლიმას კარიერა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1189/თარიღი: 2013-04-21

კარიერა: ადრიანა 13 წლის იყო, როდესაც ის და მისი მეგობარი ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა სავაჭრო ცენტრში შეამჩნია. მომავალი მოდელი საყიდლებზე იყო იქ. ადრიანამ სამოდელო სფეროში ქასთინგზე უარი არ განაცხადა და სულ მალე გახდა „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის" კონკურსის გამარჯვებული. ცოტა ხანში „ფორდის" ბრაზილიის ბიურომ მასთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. იმავე წელს ადრიანამ მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში – „ფორდ სუპერმოდელი", რომელიც ამჯერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდა. 18 წლის ასაკში ადრიანა ნიუ–იორკში მიიწვიეს, სადაც მან „ელიტ მოდელ მენეჯმენტთან" გააფორმა კონტრაქტი. ამას მოჰყვა უამრავი ფოტოსესია წამყვანი პრიალა ჟურნალებისთვის. საერთო ჯამში, ადრიანა ლიმა 13 ჟურნალის ყდაზე მოხვდა, მათ შორის ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა „Marie Claire" და „Vogue". იმავე პერიოდში მისი დებიუტი შედგა უმაღლესი დონის ჩვენებებზე. პოდიუმზე ის „Christian Lacroix–ს", „Fendi–ის", „ Emanuel Ungaro–ს", „Giorgio Armani–ს", „Valentino–ს" და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა. ნამდვილი მსოფლიო აღიარება კი მას სარეკლამო ბანერმა მოუტანა, რომელიც ნიუ-იორკში, თაიმ-სქვერზე იყო გამოფენილი და რომელშიც ადრიანა ლიმა რეკლამას უკეთებდა ბრენდ „ვაზარეტოს". 2000 წელს ადრიანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს „Guess" და ჯინსის ნაწარმის რეკლამირებას შეუდგა. ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარობა და მრავალმილიონიანი შემოსავალი ლიმას „Victoria's Secret–თან" გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა. ამ ურთიერთობის საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა.

2001 წელს შედგა ადრიანას დებიუტი დიდ ეკრანზე. განთქმული ჩინელი რეჟისორის ვონგ კარ ვაის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „მძღოლი – თვალყურის დევნება",„BMW-ს" დაკვეთით იყო გადაღებული, ადრიანა ლიმამ, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან – კლაივ ოუენთან და მიკი რურკთან ერთად ითამაშა. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო „Victoria's Secret–ის" ცნობილ რეკლამაში, სადაც მას პარტნიორობას ლეგენდარული მუსიკოსი ბობ დილანი უწევდა. სარეკლამო რგოლში, ზურგზე მიმაგრებული ფრთებით და ქვედა საცვლებით ადრიანა ლიმა ვენეციის ქუჩებში სეირნობდა – მაშინ მსოფლიო პრესაში დაიწერა რომ, ასეთი რეკლამის დავიწყება თითქმის შეუძლებელია.


ადრიანა ლიმას ბიოგრაფია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 935/თარიღი: 2013-04-21

ადრიანა ლიმა (პორტ. Adriana Lima; დ. 12 ივნისი, 1981) — ბრაზილიელი სუპერმოდელი. ამჟამად თანამშრომლობს Victoria's Secret-თან და რეკლამირებას უწევს მას, ლიმამ 13 წლის ასაკში დაიწყო მოდელობა, მან 2009 წლის 15 თებერვალს იქორწინა სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე.

აღსანიშნავია რომ ადრიანა მისი მშოუბლიური პორტოგალიური ენის გარდა, კიდევ საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად და ცოტას იტალიურად და ესპანურად.
ბიოგრაფია
ადრიანა ფრანჩესკა ლიმა 1981 წელს დაიბადა ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში. მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ. ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა და ლიმას აღზრდით მხოლოდ დედა იყო დაკავებული. მას შემდეგ ადრიანას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა მცირეხნიანი შეხვედრის ორგანიზება. თუმცა ადრიანამ არ ისურვა იმ ადამიანთან შერიგება, რომელმაც ის და დედა ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა. ადრიანას აქვს ფრანგული და პორტუგალიური ფესვები, ასევე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელების და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი.


ჩინეთის დიდი კედლის შექმნის ისტორია

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1934/თარიღი: 2013-04-21

ჩინეთის დიდ კედელს ათასწლეულების განმავლობაში აგებდნენ ჩინელები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საზღვრების დასაცავად. მათ ერთი მიზანი ჰქონდათ: დაეცვათ ჩინეთის მიწები მონღოლური ტომების შემოჭრისაგან. ამ კედლის მშენებლობა დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 217 წელს და დამთავრდა 208 წელს. ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა დაიწყო იმპერატორმა ცინ შიხუანდიმ.                                                                                                                  



სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XVIII

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1486/თარიღი: 2013-04-21

მეფის ანდერძი

იყო მეფე ერთი და, რა მოიწია დღე სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძესა თვისსა და უთხრა: სხვას ანდერძს არას გეტყვი, ოღონც ეს ათავო: ქოსა კაცი შენს საბრძანებელში ნუ გინდაო!
მოკვდა მეფე, და გამეფდა ძე მისი. ასრე სძულდა ქოსა კაცი, მის სახსენებელს ვერავინ ახსენებდა.
დღესა ერთსა ერთმან ქოსამან ყვავილი მოუძღვნა. იწყინა, მიუშვა ხელარგნოსანი კაცი, ეგოდენი ჰკრეს, შებნდა. შეეცოდა მეფესა და თქვა: ნუ მოკლავთ, ბრალია, ერთს სახლში შეიყვანეთ, ეგება არ მოკვდეს და გააძეთო!
მზარეულთ-უხუცესმა წაიყვანა. ქოსა ეშმაკობით იქმოდა და მორჩა. ასეთი საჭმლის კეთება დაიწყო, მეფე მის მეტს აღარას სჭამდა.
შეუყვარდა მზარეულთ-უხუცესს და აპატივა. დაიწყო ამხანაგებში ჭადრაკის მღერა და ასეთი არავინ გამოჩნდა, მისთვის ეჯობნა.
ესმა ვაზირსა, დია უყვარდა ჭადრაკის მღერა და კარგადაც იცოდა. მიიყვანა ვაზირმან, მღერა დაუწყო, მასცა აჯობა.
მის ქოსის ქებამ მეფემდის მიაწია. მიაყვანინა მეფემან, ვაზირსა და მას ჭადრაკი ამღერა. აჯობა ვაზირსა და დიდად შეუვიდა მეფესა.
გამოხდა ხანი. მას ვაზირსა ვაზირობა წაართვა და ქოსას მისცა. ასეთი ყმა შეიქმნა ქოსა, მის გარდავლილს არას იქმოდის მეფე.
მოუხდა მტერი. ვეღარ გაუმაგრდა. რაც ეზიდებოდა ორს ცხენს, თვალ-მარგალიტი აჰკიდა, ერთზე თვით შეჯდა, ერთზე ქოსა ვაზირი შესვა და გარდაიხვეწნენ.
მივიდნენ სხვას სამეფოსა. ვაზირმან ურჩივა: შენ ყმა კაცი ხარ და მე ხანდაზმული ვარ. აქ რომ შენ პატრონობა სთქვა და მე ყმობა, არამც სირცხვილი იყოსო და პატივი არ დაგვდვანო. თუ დამიჯერებ, შენ ჩემი ყმობა თქვი და მე შენს პატრონობას ვიტყვიო.
მეფემ უთხრა: ეგეც აგრე იყოს: რასაც კაცს მამის ანდერძი არ დაუსწავლია, უარესიმც დაემართებაო!
- ვიცი, შენც მას ქოსასავით ხომ ქოსა ხარ და კარგსიტყვა და ენიანი; ასეთსაც იტყვი, კაცი დააჯერო. მას ქოსასავითაც გინდა ჰქმნა, თუ დრო დაიეც.
თქვა რუქამ არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XVII

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1336/თარიღი: 2013-04-21

ანჩხლი ცოლის პატრონი
ერთი კაცი იყო საბრალო და მართალი. ერთი ანჩხლი ცოლი ჰყვა. ეს კაცი, რა პურს აიღებდის ჭამად, მდინარის პირს დაჯდის, ზოგი თვით სჭამის და ზოგი მდინარეში ჩაყარის.
გამოხდა ხანი. მდინარიდამ ერთი კაცი გამოვიდა და უთხრა: ესოდენი ხანია, რომ შენი საზრდოთი მზრდი. აწ პირში ენას გამოგავლებ და ყოვლის სულიერის ენას ისწავლიო. ამას შემოგზღავ და თუცა ეტყვი ვისმე, მაშინვე მოკვდები უცილოდო.
გამოავლო ენა და ისევ მდინარეში ჩავიდა და წავიდა.
მოვიდა კაცი იგი, სოფლის პირს დაწვა. საბძელზე ყვავი შემოჯდა. მისი ბახალა თან მოჰყვა.
ბახალამ დედას უთხრა: კაცი იგი მკვდარია და წავალ თვალებს ამოვჭამო.
დედამ უთხრა: ნუ შვილო, ადამის ტომი ხრიკიანია, არ შეგიპყრასო!
ბახალამ უთხრა: მივალ, ფეხზე ნისკარტს დავჰკრავ, თუ გაიძრა, გავფრინდები, თუ არა და გულზე დავკრავ, თუ კიდევ არ გაიღვიძა, მკვდარი იქმნება და თვალებს დავთხრიო.
კაცს ყველა ესმოდა. ჩავიდა ბახალა, ფეხზე ნისკარტი დაჰკრა, არ გაიჩუჩუნა, რა გულზე დააჯდა, მისწვდა და შეიპყრა.
ბახალამ დედას დაუძახა: მიშველეო!
დედამ უთხრა: რა ვქმნა, გიშალე და არ დაიშალე. ახლა მაგ კაცმა თუ ჩემი ენა იცოდეს, მალე მოგარჩენ, მაგრა რა გიშველო?
მან კაცმან დაუძახა ყვავსა: რა გინდა, შენი ენა ვიციო!
ყვავს იამა და წაუძღვა. ერთს კაცს მრავალი განძი დაეფლა, აჩვენა და ბარტყი მოარჩინა. წამოვიდა კაცი იგი, შინ მოვიდა.
ერთს დღეს საცაღა ლოცვა მოუნდა. ცოლმან დაუჟინა წაყვანა. რა აღარ დაიშალა, ერთი კვიციანი მაკე ცხენი შეუკაზმა. დიაციც ორსულად იყო. შეჯდა, ერთი მარტვილი უკან შემოისვა, საგზალი გარდაიკიდა და წავიდა.
რა პირშეღმართ შეუდგეს, კვიცი დავარდა და დედას დაუძახა: მომიცადეო!
დედამ დაუძახა: მე ერთი მუცელში მიძს და სამი თავისის ნუზლით ზურგსა მკიდია. თუ მე ვიარები, შენ რა დაგემართა, რატომ დავარდიო?
მან კაცმან რა მოისმინა, დიდად გაიცინა.
ცოლმან უთხრა: რაზედ იცინი, მითხარო?
მან უთხრა: ვერ გეტყვიო.
ცოლი არ მოეშვა.
ქმარმან შეჰფიცა: თუ ვთქვი, მოვკვდებიო.
არ იქმნა, ცოლმან დია შეაჭირვა.
ქმარმან უთხრა: არ დამეხსენ, წავიდეთ, ვილოცოთ, შინ მოდი, ჩემი აღაპისა და სუდარის საქმე გამირიგე და გეტყვიო.
დიაცს იამა, სწრაფით მივიდა, ილოცა, გამობრუნდა, აღაპი და სუდარა დაუმზადა და თქმას დაუჟინდა.
მას კაცს ერთი ციბა ჰყვანდა. ტირილით კარში გამოვიდა. კარზე მამალი დაჰხვდა. ჰკითხა ციბას: რა გატირებსო?
მან ყოველი უთხრა: პატრონს დიაცი მიკლავს და ის მატირებსო.
მამალმან უთხრა: შედი შენი პატრონი გამომგვარეო!
ვირემდის კაცი გამოვიდოდა, სოფლის დედლები სულ შემოიგროვა და მამალი შუა დაუდგა.
კაცს ჰკითხა: რატომ იკლავ თავსაო?
მან უთხრა: ცოლი არ მეშვება და რა ვქმნაო?
მამალმან მას ქათმებს რაღაც უთხრა და შემოურბინა. ყველანი გაინაბნენ. მერმე კაცს უთხრა: მე სამოცი ცოლი მყავს, ვინძლო უჩემოდ ერთმან საკენკი აიღოსო, და შენ ერთის ცოლის ხელით ჰკვდებიო.
კაცმან ჰკითხა: მაშ რა ვქმნაო?
მამალმან უთხრა: ერთი შინდის ჯოხი მოსჭერ, რა გითხრას თქვიო, მისდეგ, ეგოდენი ჰკარ, რომ მიამკვდარო და აღარ გკითხავსო.
დაუჯერა მამალსა. რა ცოლმან თქმა უთხრა, მუნამდის სცა, ვირემდის სულობას მიდგებოდა, და მორჩა კაცი იგი სიკვდილსა.
- მის მსგავსად, ვირემდის შენთვისაც შინდის ჯოხს არ მოსჭრიან, შენს მანკიერს ენას ვერავინ დაადუმებს.
უთხრა პასუხად რუქამ არაკი


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XVI

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1342/თარიღი: 2013-04-21

მაგისტროსი კეისრისა
იყო მაგისტროსი ერთი, დია კარგი და სახელოვანი ჭაბუკი, ყმა კეისრისა. და გაგზავნა კეისარმან მოციქულად საფრანგეთს. დია ქველის მოქმედი კაცი იყო, უფროსად ფარულად იქმოდის.
წავიდა. რა გზა განვლო, ნახა, ერთს ადგილს ერთი შიშველი მკვდარი კაცი გდია. წავლო პაშტა ადგილი, მოსამსახურეთ უთხრა: თქვენ წადით, მე ნუ მელითო!
რა ისინი გაიცალა, დაბრუნდა, ტანს გაიხადა, ორი პერანგი ეცვა, ერთი მას მკვდარს წახურა. ჩაიცვა აგრევ და მსახურთ მოეწია.
მივიდა ქალაქსა ერთსა. ნახა, ფოლორცში მწვირე დგას და შიგ საპყარი გლახა ეგდო. არცავინ ამომყვანი პყვანდა და არცავინ მიმცემი რისამე. თვით მაგისტროსი ჩამოხდა სახედრით და ამოიყვანა საპყარი, ხმელზე დასვა და ერთი ფლურიც მისცა.
წავიდა საფრანგეთს, ჩაჯდა ნავში, ზღვა აუღელდა, ნავი დაემსხვრა და მაგისტროსი უფსკრულში დაინთქა.
მოუხდა კაცი ერთი, მოჰკრა ხელი და ხმელზე გამოიყვანა და უთხრა მაგისტროსს: მე ის გლახა ვარ, შენ რომ წუმპით ამომიყვანე; მე მის მაგიერ ეს მიქნიაო!
წავიდა საფრანგეთს, ყოველი კეისრის ბრძანებული გაასრულა, მობრუნდა, მოვიდა კონსტანტინეპოლედ. მოედანზე ცხენი გამოაჭენა, წაექცა, წვივი სრულებით დაილეწა. გამოვარდა მეფე და სრული ჯარი. აიყვანეს მაგისტროსი, შეიყვანეს, დააწვინეს, მკურნალნი დააყენეს. ვერა უწამლეს რა.
მაგისტროსს ერთი გულითადი მონა ჰყვა, სულ საწოლს უწვის, იგი შეუყენა დასტაქართა: ჩემთვის რას იტყვიანო? დასტაქარნი გავიდენ, მონა გაჰყვა, დასტაქართ თქვეს: ხვალ მოვიდეთ, თუ მუხლში მოგვაჭრევინოს, უწამლოთ, და კიდეც მორჩება, თვარა მოკვდება და ხელს ნუ მივყოფთო!
მივიდა მონა და ყველა უამბო.
რა მაგისტროს მოისმინა, ასე თქვა: მე ცალფეხს სიცოცხლეს, მოვკვდე, დია მიჯობსო!
მრავალი იტირა და მიეძინა. და მონა იგი ფერხთით უწვა.
შუაღამისას შემოვიდა კაცი ერთის სარკმლიდგან, თეთრი პერანგი ემოსა, დაჯდა. მაგისტროს მოიკითხა და ფერხის ამბავი ჰკითსა. მერმე უთხრა: მაჩვენე ფერხი, რა რიგად გაქვსო?
გაუხსნა და უბეთა ერთი მოთხე ედვა, ამოიღო. მას შიგან წამალი რამ იდვა, ამოიღო, თითი დააწო და ფერხი დაუზილა. უთხრა: გაიძარო! არ მოეხსნა და გააძვრევინა. ფერხი კარგა გაიძრა.
მეორედ კიდევ წასცხო წამალი და უთხრა: ადეგ, მამეყრდენო! მაგისტროს კიდევ უარი თქვა და არ მოეხსნა, აღადგინა და მიიყრდნა.
დააწვინა და მესამეც წასცხო და უთხრა: აღდეგ, წარვლე, მორჩიო!
წარვლო, მთელი კაცი შეიქმნა. უთხრა: მე იგი მკვდარი ვარ, შენ რომ გზაზე მნახე და პერანგი წამხურეო. მე მის სიკეთის პასუხი ეს მიქნიაო!
- აწ, ძმაო რუქავ, დიდმან იცის და მცირემან კარგისათვის კარგი პასუხი. გლახაკმან და ვაჭარმან, მკვდარმან და საპყარმან ესე ქმნა და შენ რად იტყვი კარგისათვის ავსა და მაგიერის უქმნელობასა?
თქვა რუქამ არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XV

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1384/თარიღი: 2013-04-21

გლახაკი და ფლური
ერთი კაცი დია გლახაკი იყო. დღე ყოველ ღმერთს გამდიდრებას ევედრებოდა.
გამოხდა ხანი, და მას კაცს მუცლის ტკივილი და ყვანა დაემართა. რა კარში გავიდის, ტკივილი დაუწყის. აზომ შეწუხდა, მიწას გლეჯა დაუწყო. რა მიწა მოგლიჯა, ერთი ქილა ფლური ჰპოვა.
მან კაცმან ღმერთს მადლი მისცა და თქვა: დიდად მოწყალ ბრძანდები, მაგრამ ვირემ კაცსა სისხლს არ დაანთხევინებ, არას მისცემო!
- ეს არაკი ამისთვის მოგახსენე, რომ ლეონ ვირემდის სამჯერ-ოთხჯერ სიკვდილად არ წააყენე, არ მოეხმარე და აწ წყალობა უყავ!
ლეონ უთხრა ჯუმბერს:
- ძეო მეფისაო, ყრმა ხარ და მოხმარებას ჰგონებ, თვარა აწ დამკლა სრულიად. მტერი რა კაცსა მტერობით ვერას დააკლებს, დაემოყვრების და მით გაუსრულებს მტერობას.


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XIV

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1225/თარიღი: 2013-04-21

შავარდენი და წერო

წეროს შავარდენი მოვუტივე. შეიპყრა და ქვე ჩამოიღო. მიველ, ვნახე: შავარდენს თავი აღარ ება. ვთქვი: ნუთუ წერომ მოსწყვიტა-მეთქი! ვძებნე და ვერ ვპოვე. რა შავარდნის ქუდი ვნახე, შიგ იდვა. თურე მოტევებაში ქუდის საფხუწი ვერ მოვუფონე და ძლიერ გამექნივა; გაგდებაში თავი მომეწყვიტნა. შავარდნის სიკეთემ ეგოდენი მისტანა, უთავომ წერო შეიპყრა და მერმე მოკვდა.
თქვა სხვამან:


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.