Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 21 » ჩრდილოეთის ირემი
8:17 PM
ჩრდილოეთის ირემი
ჩრდილოეთის ირემი წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 220 სმ, მასა 100-220 კგ აღწევს. დედალი უფრო პატარაა. ჩრდილოეთის ირემი ზაფხულობით მოყავისფროდან მონაცისფრო-მურად არის შეფერილი, ზამთრობით უფრო ღია, ზოგჯერ თითქმის თეთრია. რქები დედალსაც აქვს და მამალსაც. გავრცელებულია ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტუნდრისა და ტაიგის ზონაში. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება მღიერებით, ტოტებით, კვირტებით, კენკრით, სოკოთი და სხვ. ზამთრობით, როცა თოვლის საფარი განსაკუთრებით მაღალია, ჩრდილოეთის ირემი წინა ფეხებით თხრის თოვლს 70-80 სმ სიღრმეზე და პოულობს საკვებს. ახასიათებს სეზონური მიგრაციები. ფრთხილი ცხოველია. კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა. კარგად ცურავს, შეუძლია გადაცუროს მდინარე და ტბა. მაკეობა 7,5 თვე გრძელდება. შობს 1, იშვიათად 2 ნუკრს. აქვს სარეწაო მნიშვნელობა — იყენებენ მის ხორცს, ტყავს.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 888 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ჩრდილოეთის ირემი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.