Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 20

წითელი პანდა , witeli panda (ექსკლუზივი)

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 4883/თარიღი: 2013-04-20

წითელი პანდა არის პატარა ზომის არსებაა. მისი სიმაღლე მერყეობს 50–64 ხოლო კუდი 28–59 სანტიმეტრი. მათ აქვთ რბილი, ფუმფულა, წითელ–მოყავისფრო ბეწვი მგვრალი თავი, საშუალო ზომის ყურები, შავი ცხვირი და ძალიან ბნელი თვალები. ფეხები აქ მოკლე, ძალიან ცოტა ბეწვით.

 



საინტერესო ფაქტები კოკა-კოლაზე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 828/თარიღი: 2013-04-20

სულ წარმოებული კოკა-კოლა ბოთლებში რომ ჩამოასხა და დედამიწის ყველა მცხოვრებს დაურიგო თითოს 1500 ბოთლი შეგვძვდება.

წარმოებული კოკა-კოლის ბოთლები მწკრივად რომ დაალაგო იგი დედამიწას ეკვატორს 4334 _ჯერ შემოუვლის. ხოლო მთვარემდე მანძილს 1045 _ჯერ დაფარავს.

ყოველ წუთში მსოფლიოში 8 000 ჭიქა კოკა-კოლას სვამენ

 კოკა-კოლის 9 მეტრიანი აბრა, რომელიც ტონანახევარს იწონის განთავსებულია ატლანტაში. იგი შედგება 1407 ნათურისაგან.

 1928 წლიდან მოყოლებული კოკა-კოლა არის ოლიმპიური ტამაშების სპონსორი. რიტაც რეკორდი მოსნა.

კოკა-კოლისთვის 1931 წელს შვედმა მხატვარმა დახატა სანტა კლაუსი, რომელიც მაშინ მიღებული მოხუცი ელფის გარეგნობის ნაცვლად მხიარულ, წითელლოყება მოხუცად გამოსახა. მას შემდეგ ეს სიმბოლო არა მხოლოდ ამ სასმელის არამედ მთლიანად შობის სიმბოლოა.

 კოკა-კოლის პირველი სარეკლამო აბრა გამოქვეყნდა 1904 წელს და ის დღემდე თავის ადგილზე კიდია.

 თავდაპირველად კოკა-კოლის მოხმარება ქალებს ეკრძალებოდათ.




სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XIII

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1226/თარიღი: 2013-04-20

იტალიელი მხატვარი
წამოველ მუნით და მოველ ქალაქსა იტალიისასა. მნახა მხატვარმან ვინმე და მაწვია. ყოველთა მხატვართა უხუცესი იყო. მასთან ერთი თვე დავყავ. რომელი მხატვარი მას აწვევდა, მეც მაწვევდა ხოლმე.
ერთმან მხატვარმან გვაწვია. ერთს სარკმელში ერთი საწერელი დაეხატა, გაშლილი კალამი რომ შიგ იდვას, მის მსგავსად, კაცს ეგრე ეგონებოდა, გაშლილი საწერელი ძესო. ერთი სხვა დია კარგი მხატვარი იყო, ხელოვნების მჩემებელი. მას უთხრა მასპინძელმან: ადეგ, ძმაო, ეგ საწერელი მომეც და მერმე მე გემსახუროო!
ზე ადგა იგი მხატვარი, საწერელი ეგონა. რა ხელი მიჰყო, კედელი დაჰხვდა, მეტად შერცხვენდა. ჩვენ გაგვეცინა.
მეორეზე მან გვაწვია. ამა უწინდელს მასპინძელს საწერლის საქმე დავიწყებოდა და მას კედელსა ზედა ერთი გაღებული კარი გამოესახა. ეგრე ეგონებოდა კაცსა, შესავალი სახლის კარიაო. ღვინოს ვსმევდით და ერთსა სიტყვასა ზედა შეიცილნენ.
მასპინძელმან საწერლის მხატვარს უთხრა: ნუ ცილობთ, ჩემს წიგნში მართალი სწერიაო!
მან ჰკითხა: იგი წიგნი სად არისო?
მასპინძელმან კარი აჩვენა: მას სახლში ძეს და გამოიღეო და ნახეო!
ადგა, სწრაფით შესვლას ლამოდა და კედელს თავი შეატაკა და გაიხეთქა.
მასპინძელმან უპასუხა: ავად გიმასპინძლე, მარა მისთანა საწერლის ხატვას, მაგისთანას სახლში ისწავლიანო.
ღვინო ვსვით და გავიხარენით.
სხვამან გვაწვია მხატვარმან. ჩვენ დაგვსხა და, სადა ჩვენ ვსხედით, იქ გვერდით სხვა სახლი ედგა. მას შიგ ერთი რკინის აუზი გაეკეთებინა. მნახავს მდგარი წყალი ეგონებოდა.
თვითო-თვითო მხატვარი მოიწვივის, მისცის ჭიქა, უთხრის: ძმაო, შევედ, მანდ წყალი დგას, ამოიღე და გამოიტანეო!
შევიდიან, წყალი ეგონისთ, ატაკიან ჭიქა, გატეხიან და სხვით გზით გაიპარიან და სირცხვილეულნი წარვიდიან.
ერთი ბრძენი მხატვარი იყო. რა იგი აწვია, მოვიდა. ჭიქა მისცა და შეგზავნა. ნახა. აგრძნა, ხრიკი რამე არისო. ხელი მიჰყო, რკინა იყო. სამხატვროს საწერელი. მუნ მზა იდვა. მას რკინაზე ერთი მყრალი ძაღლის მძორი გამოხატა, რომე შიგ ჩავარდნილს ჰგვანდა. გამოვიდა და უთხრა: ვინღაცას ძაღლის მძორი ჩაუგდია, იგი აღარ იხმარების და აღარ ავავსეო.
შევედით, ვნახეთ, გვიამა, ღვინო ვსვით. დია მომეწონა მათი ხელოვნება.
სხვამან გვაწვია. მეორისა ამხანაგისა ცოლი თურე ენახა და მისი სახე გამოესახა, სრულად მას ამსგავსა. ჩვენ დავსხედით მას სახესთანა. მერმე იგი კაცი აწვია. შემოვიდა, ნახა ჩვენში მჯდომელი. ფიცხელი კაცი იყო. მას მართლა მისი ცოლი ეგონა. მეტის ჯავრისაგან ვეღარა გაიგნო რა. მოუხდა, ცემა ენება. რა მჯიღი შემოჰკრა, კედელი დაჰხვდა.
დიადი ვიცინეთ და ესრეთ დავლიეთ თვე იგი მუნ.
წამოველ მუნით, მოვხვდი კაცთა ვისმე სამთა. მინდვრად სხდეს მებოძირთა გზათა თანა. იგინიცა მას დღესა შეყრილიყვნენ, ძმათა სტიროდენ და ცოლებს აგინებდენ. მიველ, ვკითხე: რა წაგკიდებიათ-მეთქი!
მითხრეს: ცხენით გარდამოხედ, დაჯედ და გეტყვითო!
ერთმან თქვა:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XII

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1207/თარიღი: 2013-04-20

ყადი და ეშმაკი
ორნი კაცნი გზასა მივიდოდნენ. ერთმან ქვას ფეხი წამოჰკრა და ეშმაკს აგინა. მეორემ უთხრა: რა გაწყინა, მან ხომ არ გირჩია, ყოველნი ეგრე უბრალოდ აგინებთო?
რა იგი ამხანაგი გაეყარა, მივიდა ეშმაკი და მოსარჩლე კაცს უთხრა: რადგან შენ მე მომეხმარე, მეც შემოგზღავ. ერთს გვარიანს ჯორად ვიქცევი, შემჯექ, ჰალაბის ქალაქს ჩადი; მუნებური ყადი ქაბას მივა, ჯორს ეძებს სასყიდელსა, ვირემ ასი ფლური არ მოგცეს, ნუ მიმყიდი და შენ შენდა წადიო!
იქცა ჯორად. შეჯდა კაცი იგი და ყადის კარი ჩაიარა. დია მსუქანი, ჭრელი და თოხარიკი ჯორი იყო. ყადის მსახურთ ჰკითხეს. მან გასასყიდლობა უთხრა. შევიდნენ მაშინვე, ყადს მოახსენეს. მისცეს ასი ფლური და ჯორი გამოართვეს. ყადმან დიდად მოიწონა. მეტის სიყვარულით წინ დაიბა.
რა ორი-სამი დღე გამოვიდა, მოსამსახურენი საქმეზედ გავიდნენ. ყადი შეფრფინვით შესცქეროდა, ჯორმან ავშარა წაიყარა და აეშვა. მუნ ხელსაბანი კუმკუმა იდგა, მას შიგ ჩაძვრა.
დაიწყო ყადმან ძახილი. მსახურნი მოვიდენ, მათ ყოველი უამბო. ეგრე თქვეს: დაფეთებია რამე და შეშლილია, თვარა რას როტავს, კუმკუმაში ჯორი ვით ჩავა, ან როგორ დაეტევაო!
დაიჭირვს ყადი, ბევრი ტანჯეს და დააბეს. ფიცავს ყადი: ხელი არა ვარ, მართალს ვიტყვიო!
ვინ მოუსმენდა?
ორმოც დღეს არ დააძინეს, ხან აროკებდენ და ხან რჯიდენ. რა ღონე მოსწყდა, თქვა:
- ახლა მოვრჩი, აღარა მჭირს რა!
გაუშვეს. მარტო ჯდა. კუმკუმის პირიდამ თავი ამოჰყო ჯორმან და ყურები გაიბერტყა. დაიძახა ყადმან: აქავ არის, მიშველეთო!
მოვიდენ იგი კაცნი, კიდევ შეიპყრეს და უარესი ჭირი დამართეს. კიდევ, საქმე რომ გაუჭირეს, თქვა: მოვრჩი, აღარა მჭირს რაო!
კიდევ გაუშვეს და ყადი ჭკვიანად ჯდა. კიდევ კუმკუმის პირიდამ თავი ამოყო ჯორმან და ყურების ბერტყა შექმნა. ყადმან უთხრა: დიახ გხედავ, მანდა ხარ, მაგრა შიშით ვერ ვიტყვი, ტანჯვისა მეშინიანო.
- იგი ყადი მართლა ამბობდა, ხედვიდა და არავინ უჯერებდა. მე მასავით ვხედავ, მართალს ვამბობ, არავინ მისმენთ და რა ვქმნა?
თქვა ჯუმბერ არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XI

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1314/თარიღი: 2013-04-20

სამნი ცოლ-ქმარნი და მდინარე
სამნი კაცნი უმეცარნი ერთის დიდის მდინარის კიდესა შეიყარნენ. სამთავ ცოლები ჰყვა თანა. მუნ წყალში ერთი მცირე ნავი ჰპოვეს, ორის მეტი კაცი ვერ დაეტიოდა. ამ მდინარესა ეს ექვსი იმიერ ასე გაიყვანე, რომ ერთმან მეორის ცოლი ვერ იხელთოს!
რა გასინჯა რუქამ, ძნელი იგავი იყო, დია დაჭმუნდა და ვერა გაიგნო რა. შეიქმნა დიდი თქმულობა მეფესა, ვაზირსა და რუქას შორის: არა ასრეა, არა ესე უნდა იყოსო. ვერა რომელმან დაასკვნა.
რუქამ ჰფიცა: ცუდი, უგვანი მოიგონა, თვარა არა ბრძნისაგან არ გაიყვანებაო.
უთხრა ჯუმბერ:
- ჰე, ნადირში კურდღელო და მფრინველში ძერაო, და კაცთა შიგან შენვე იცი, რაცა ხარ, არ გასცუდდებია!
რუქამ იგივე თქვა.
ლეონ აფიცა ჯუმბერს:
- შენვე გაიყვანე ეგენი, თუცა ფიცი არ გატეხოს!
რუქამ ნება დართო. ჯუმბერ თქვა:
- სამთა მათ კაცთა სახელები ესე არს: მელას, მეტურ და მარასან. მოიღო მელას ნავი და ჩაჯდა, ჩაისვა ცოლი თვისი და გაჰხდა გაღმართ, გარდასვა ცოლი თვისი და გამოჰხდა ამიერ. ჩასხეს მათ ორთავ ცოლები და გაჰხდნენ მას ქალთან. ჩაჯდა მელას ცოლი, გამოიტანა ნავი და მოვიდა ქმართან. ჩასხდნენ მეტურ და მარასან და გაჰხდენ თვითოს ცოლთან. ჩაჯდა მეტურ, ჩაისვა ცოლი თვისი და გამოჰხდა მელასთან. მეტურ და მელას ცოლნი იმიერ დაუტევნეს და თვით მარასანთან გაჰხდენ. ნავში მარასანის ცოლი ჩაჯდა, გამოჰხდა და მელას ცოლი გაიყვანა. მერმე ნავი მეტურ გამოართვა, თვისი ცოლი გაიყვანა და წავიდნენ.
გაეცინა მეფესა და თქვა:
- არა ვგონებდი ამა ქალთა წყალთა გახდომასა.
მოახსენა ვაზირმან სედრაქ:
- ამით ავი კაცია ლეონ, ნუ გინებს სიცოცხლე მისი და მოკალ! შენი ძე უმეცარი გაუზრდია.
მამამან შვილი შვას ესეთი და მზრდელმან აღზარდოს მსგავსი ამისი: სიმდაბლით თხოვილი, წყალობით შოვილი ძე და ჩვენებით ნახული, სიბრძნით დასახული ლეონ. არცა ჯუმბერ ულეონოდ და არც ლეონ უჯუმბეროდ!
მოჩივარნი ძმანი
ამაზედან მოვიდენ მოჩივრად სამნი ძმანი წინაშე მეფისა, რომელნი გაყრილიყვნენ ძმობისაგან. ყველა გაეყოთ და ოცდაათი თხა ჰყვათ, იგი ვერც გაეწილათ და ვერცა რიგდებოდენ.
მოახსენეს მეფესა თხათა მათთათვის:
- ათსა თხასა თითო თიკანი ჰყავს, ათსა ორ-ორი და ათსა - სამ-სამი: ესრეთ გვინებს გაყოფა, არცა რომელმან ძმამან ძმაზე მეტი აიღოს და არცა თიკანი დედას მოსწყდეს.
შეიქმნა ცილობა და თქმა. ვერა რომელმან გაყო. ჰკითხეს ჯუმბერს, ძესა მეფისასა, და მან თქვა:
- ოცდაათი თხა არის და სამოცი თიკანი. იგი ათი თხა, რომელსა ორ-ორი თიკანი ჰყავს, მიეცით უხუცესსა, რომელ არს ათი თხა და ოცი თიკანი. იგი ათი თხა, რომელსა ჰყავს სამ-სამი თიკანი, ხუთი თხა საშუალს მიეცით და ხუთი მრწემსსა, რომელი იქნება ხუთ-ხუთი თხა და თხუთმეტ-თხუთმეტი თიკანი. იგი ათი თხა, რომელსა თითო ჰყავს, იგიცა ხუთ-ხუთი მიეცით მათ ორთავე, რომელი იქნება ათ-ათი თხა და ოც-ოცი თიკანი, არცა ძმასა ძმაზე მეტი მიჰხვდეს და არც თიკანი დედასა მოსწყდეს.
რა ესრე გაჰყვნა, მეფესა დიდად იამა, ლეონს მადლი უბრძანა სამეფო სამოსელი შეჰმოსა და თავისსა სახედარსა ტაიჭზე აღსვა, და ფრიადი საუნჯე მიანიჭა.
რუქამ თქვა: თხათა და ცხვართა გაყოფა უსწავლებია და ესოდენი დიდება მიანიჭა, თუცა სამეფო წესი და ჭაბუკთ ზნენი ესწავლებინა, თავის სამეფოს მისცემდაო!
თქვა რუქამ არაკი:


ამაზონის ჯუნგლები , amazonis junglebi

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 9824/თარიღი: 2013-04-20

ამაზონის ჯუნგლები მდებარეობს ვრცელ, თითქმის ბრტყელ ვაკეზე, რომელიც ამაზონის თითქმის მთელ აუზს მოიცავს. თვითონ ტყე იკავებს 5,5 კმ2. ის განლაგებულია ცხრა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ესენია: ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა. ამაზონის ტყეები — მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის მასივია. ის იკავებს მსოფლიოს სხვა ტროპიკული ტყეების ფართობის ნახევარს.
სრულიადში ნახავთ  პატარა ვიდეოს ამაზონის ჯუნგლებზე


თუთიყუში ცისარტყელა

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 2384/თარიღი: 2013-04-20

ცისარტყელა თუთიყუში ავსტრალასიანთა სახეობას მიეკუთვნება, რომელიც აღმოჩენილ იქნა ავსტრალიაში, აღმოსავლეთ ინდონეზიაში, პაპუა–ახალი გვინეაში, ახალ კალედონიაში, სოლომონის კუნძულებსა და ვუნუატუზე. ეს თუთიყუში საშუალო ზომისაა. მისი სიგრძეა 25–30 სმ, ხოლო ფრთის შლილი აღწევს 17 სმ–ს. წონა მერყეობს 75–157 გრამებს შორის. თავი აქვს ლურჯი, მწვანესთან და ყვითელთან ერთად. ზედა ნაწილები აქვს მუქი მწვანე. გულმკერდი – წითელი და ლურჯი, დასაშვებია შავიც. პატარებს აქვთ შავი ნისკარტი რომელიც თანდათან ღიავდება და იღებს ფორთოხლისფერს.



დუბაის წყლის დისკური სასტუმრო

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 867/თარიღი: 2013-04-20

გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, დუბაიში მშენებლობათა ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდა, ბევრი პროექტი გაიყინა, თუმცა ამის მიუხედავად, ემირატების ქალაქში მაინც ბევრი საინტერესო რამ ხდება.



ალბერტ აინშტაინის 10 ყველაზე ცნობილი ფრაზა

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 931/თარიღი: 2013-04-20

ლბერტ აინშტაინი ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია მე-20 საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მისი გამონათქვამები დღემდე საკმაოდ აქტუალური და პოპულარულია.
გთავაზობთ მისი გამონათქვამების ყველაზე ცნობილი გამონათქვამების ათეულს.




ამაზონი მდინარე , mdinare amazoni

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2814/თარიღი: 2013-04-20

ამაზონი — მდინარე სამხრეთ ამერიკაში. მდინარე უდიდესია მსოფლიოში აუზითა და წყალუხვობით. წარმოქმნილია მდინარე მარანიონისა და უკაიალის შეერთებით. მდინარის სიგრძე მარანიონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან - 7025 კმ. აუზის ფართობი - 7180 ათასი კმ2. უდიდესი შენაკადებია რიუ-ნეგრუ, მადეირა, ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა როგორიცაა ბელგია.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.