11:19 PM წითელი პანდა , witeli panda (ექსკლუზივი) | |
წითელი პანდა არის პატარა ზომის არსება. მისი სიმაღლე მერყეობს 50–64 ხოლო კუდი 28–59 სანტიმეტრი. მათ აქვთ რბილი, ფუმფულა, წითელ–მოყავისფრო ბეწვი მგვრალი თავი, საშუალო ზომის ყურები, შავი ცხვირი და ძალიან მუქი თვალები. ფეხები აქ მოკლე, ძალიან მცირე ბეწვით დაფარული.წითელი პანდა იკვებება ბამბუკით, ფოთლებით, ხილით, და კარგად ცოცავს ხეზე, რაშიც ხელს უწყობს მისი ძლიერი, ბასრი კლანჭები. ის შეგუებულია ჰიმალაის მთების ჰავაზე. ისინი ძირითადად ცხოვრობენ ჩინეთში და ტიბეტში. ის არის რბილი წყნარი ხასიათის. წითელ პანდა იძინებს ტოტებზე, როდესაც სითბოა თავისუფალ მდგომარეობში ძინავს, ხოლო როდესაც სიცივეა კუდი სხეულზე აქ მიკრული, კიდურები მოკეცილი და ცდილობს რაც შეიძლება თბილად იყოს.გაღვიძების თანავე ის იწმინდავს თავის ბეწვს სხვადასხვა საშუალებებით ზოგჯერ ის ილოკავს ან კლანჭებით იფხანს ზურგს და მუცელს. შემდეგ კი ყარაულობენ თვაის ტერიტორიას. ისინი ეძებენ საჭმელს ხან ნიადაგზე ხან ხეზე. წითელი პანდის მთავარ მტერს წარმოადგენს თოვლის ლეოპარდები და ადამიანები. პანდები შესანიშნავად ცოცავენ ხეზე. მათი ძირითადი საჭმელია ბამბუკი მაგრამ ასევე მიირთმევენ ჩიტებს, მათ კვერცხებს, ყვავილებს და ჟოლოს. მათ გამრავლება შეუძლიათ 18 თვის ასაკშიც. პატარა პანდას დაბადებიდან რამოდენიმე დღით ადრე მდედრობითი სექსის მქონე პანდა ამზადებს ბუდეს ფოთლების, ტოტების და ბალახისაგან. მათ უჩნდებათ მხოლოდ ერთი შვილი, რომელიც იწონის 110, 130 გრამს. | |
|