Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 10

ობობები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1318/თარიღი: 2013-04-10

ობობები (Araneae) — ფეხსახსრიან ცხოველთა რიგი ობობასნაირთა კლასისა, მიეკუთვნება არაქნიდების ჯგუფს. კაცობრიობისთვის ცნობილია ობობების 32 000 ნაირსახეობა. ისინი ერთმანეთისგან სიდიდით, ფორმით და თვისებებებით განსხვავდებიან, მაგრამ აქვთ ერთნაირი სხეულის აგებულება. ობობის სხეული ორი ნაწილისაგან შედგება. სხეულის წინა მხარე თავ-მკერდი (cephalothorax, პროსომა), რომელიც აერთიანებს ობობას თავისა და მკერდის ნაწილებს. ყოველ ობობას აქვს რვა კიდური, რომელიც შეერთებულია თავ-მკერდთან. სხეულის უკანა მხარეს შეადგენს მუცელი (ოპისტოსომა), რომელიც მოიცავს საჭმლის მომნელებელ სისტემას, სასქესო ორგანოებსა და აბლაბუდის სართავ ორგანოებს.
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
ქვეტიპი: ქელიცერიანები
კლასი: ობობასნაირნი
რიგი: ობობები


შაურმა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1588/თარიღი: 2013-04-10

შაურმა (არაბ. شاورما ‎‎), ასევე ცნობილი როგორც შავერმა, შვარმა, შოარმა თურქული სიტყვიდან çevirme (იკითხ. „ჩევირმე", ნიშნავს „მოტრიალეს", დროთა განმავლობაში, არაბული ზეგავლინით „შავერმე"-დ გადაკეთდა) — ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული კერძი, რომელიც მზადდება ცეცხლზე ვერტიკალურად მოტრიალე შამფურზე აცმული სანალებლებით გაჯერებული ხორცის წვრილი ნაჭრებისგან (როგორც წესი ცხვრის ან ქათმის). ემსგავსება ბერძნულ გიროს და მექსიკურ ტაკო ალ პასტორს. გემოვნების მიხედვით ამატებენ ცოტაოდენ ღვინის ძმარს, პილპილსა და ხმელ სანელებლებს.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.