Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 21 » ადრიანა ლიმას პირადი ცხოვრება
3:56 PM
ადრიანა ლიმას პირადი ცხოვრება
ადრიანა ლიმას პირადი ცხოვრება:  სხვადასხვა პერიოდში ადრიანა ლიმა ხვდებოდა მომღერალ ლენი კრავიცს, ავსტრიის პრინცს ჰანს-ადამ ლიხტენშტაინ მეორეს, ლიბანელ ფლეიბოის ჯიმი ტრაბულსის. პამელა ანდერსონის ყოფილმა ქმარმა ტომი ლიმ კი ფიცი დადო, რომ მანამ ადრიანა ლიმა მისი არ გახდებოდა, უარს აცხადებდა სხვა ქალებთან ურთიერთობაზე,თუმცა ადრიანა უარს აცხადებდა სექსზე ქორწინებამდე. ტომისთვის სამწუხაროდ, ადრიანამ მისი ფიცი არაფრად ჩააგდო და განაცხადა, რომ არ აპირებს სკანდალურ პირებთან რამე სახის ურთიერთობის წამოწყებას. სხვათა შორის იყო მცდელობა, რომ ადრიანა ჩაერიათ სექს-სკანდალში. რამდენიმე წლის წინათ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ადრიანას მიმსგავსებული ქალბატონი და უცნობი მამაკაცი სექსით იყვნენ დაკავებული. ფირზე აღბეჭდილი ქალი ძალიან ჰგავდა ლიმას და ამასთან დაკავშირებით ტოპ-მოდელს ახსნა განმარტებების მიცემა დასჭირდა, რომ ეს ვიდეო მხოლოდ და მხოლოდ მისი დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული.

2009 წლის 14 თებერვალს ლიმამ საიდუმლო ვითარებაში ჯვარი დაიწერა სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე. წყვილი 2006 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს და ახლა უკვე შვილიც ჰყავთ.ლიმას და მარკოს 2009 წლის 15 ნოემბერს შეეძინათ გოგონა ვალენტინა ლიმა იარიჩი, ხოლო 2012 წლის 12 სექტემბერს წყვილს მეორე გოგონა შეეძინა-სიენა ლიმა იარიჩი.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1399 | დაამატა: balu | ტეგები: ადრიანა ლიმას პირადი ცხოვრება | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.