6:04 PM სექსი კრიტიკულ დღეებში | |
ითვლებოდა, რომ კრიტიკულ დღეებში სექსისგან თავის შეკავება აჯობებს. თუმცა მეცნიერების ნაწილმა აზრი შეიცვალა. თუკი მამაკაცი გამოხატავს ქალისთვის კრიტიკულ დღეებში სექსის სურვილს, უარის თქმა არ ღირს. გასაგებია, რომ მამაკაცს ახალი შეგრძნებები უნდა, რადგან ქალში მენსტრუაციის დროს ხდება მთელი რიგი ფიზიკური და ემოციური ცვლილებები. უბრალოდ საჭიროა რიგი რეკომენდაციები, რომელიც წყვილმა უნდა გაითვალისწინოს მენსტრუაციის დროს სექსისას. გარდა იმისა, რომ მენსტრუაციის დროს სექსი სასიამოვნოა, არსებობს გარკვეული საფრთხე: მენსტრუაციის დროს საშვილონოს ყელი გახსნილია, საშვილონოშო შესაძლებელია ინფექციის მოხვედრა; შეიძლება განვითარდეს ენდომეტრიოზი; შეიძლება გახანგრძლივდეს მენსტრუაცია სისხლსავსეობის გამო. ბევრი წყვილისთვის მენსტრუაციის დროს სექსი არის განსაკუთრებული: ქალი ადვილად იგზნება და აქვს უფრო ძლიერი ორგაზმი, მამაკაცები კი იგზნებიან ქალის მდგომარეობის გამო. ბევრ წყვილს ქალის დაორსულების ალბათობის არ არსებობის გამო აქვს ამ დღეებში სექსი. თუმცა მოკლე მენსტრუალური ციკლის დროს მენსტრუაციის დღეებში სექსის დროსაც არ არის ქალის დაორსულება გამორიცხული. მენსტრუაციის დროს სექსს ქალისთვის მოაქვს ახალი შეგრძნებები: მთელს სხეულზე მომატებულია მგრძნობელობა, საშოში არ არის დისკომფორტი, რადგანაც კარგად არის გამოხატული სისველე და არის მსუბუქად შეშუპებული. ამ პერიოდში სექსი შესაძლოა ქალისთის სასრგებლო აღმოჩნდეს, შეამციროს მენსტრუალური ტკივილები და გაღიზიანება. თუკი ქალს აქვს მენსტრუაციის პერიოდში სექსის სურვილი, უნდა გაითვალისწინოს: არ არის სასურველი სექსი ჭარბი სისხლდენის პერიოდში (პირველი 2 დღე); საწოლს უნდა გადააფარონ რაიმე დამატებითი თეთრეული, რადგანაც ის სექსის დროს დაილაქება; აუცილებელია სექსსი წინ შხაპის მიღება; სექსის დროს აუცილებელია ახლოს სხველი ხელსაწმენდენის ქონა; აუცილებელია პრეზერვატიოვის გამოყენება, რომ ქალის დაინფიცირების ნაკლები შანსი იყოს; ყველაზე სასურველი არის მისიონერული პოზა, გამონადენი არ იქნება ამ პოზაში ისეთი ძლიერი, როგორიც სხვებში; სექსის შემდეგ აუცილებელია შხაპის მიღება. თუკი მამაკაცს არ უნდა მენსტრუაციის დროს სექსი, ქალმა არ უნდა მოაწყოს ისტერიკა და არ უნდა დააძალოს მამაკაცს. | |
|