5:44 PM სიყვარულის სახეობები | |
სიყვარული ძლიერი ემოციური გრძნობაა, რომელიც ყალიბდება ორ ადამიანს შორის. მისი ფორმები და მოდელები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. John Lee-ს მიერ განიხილება სიყვარულის ექვსი სხვადასხვა მოდელი. სიყვარულის სახეები ან სიყვარულის "ფერები”- ზოგჯერ ასეც მოიხსერნიებენ: ეროსი, ლუდუსი, სთორჯი, პრაგმა, მანია, აგაპე. ეროსი- სიყვარულის ეს მოდელი გამოირჩევა გრძნობების ქარიშხლით, მძლავრ ემოციურ განცდებზე დაფუძნებული გრძნობაა. ასე შეყვარებული ადამიანები, მძლავრად არიან ორიენტირებულები ინტუიციაზე და "ქიმიურ” სიყვარულზე, ისინი როგორც წესი აღნიშნავენ, რომ ერთი ნახვით შეუყვარდათ. ამ მოდელით შეყვარებულებისთვის ბედნიერების და სიამოვნების გაძლიერება გახანგრძლივებაა ქორწინება, მათ ცხოვრებაში სექსს დიდი ადგილი უკავია. ასეთი წყვილები ერთმანეთს ხშირად მიმართავენ მოფერებით შერქმეულ სახელებს. მაგ. "ფისო”, "ძვირფასო”, "საყვარელო”, "ტკბილო” და ა.შ. ეროსით შეპყრობილი ადამიანები, ხშირად განიხილებიან "წყალწაღებულ” რომანტიკოსებად. მოდელის უპირატესობაა – ასეთი ადამიანები ძალიან სენტიმენტალურები არიან სიყვარულში და სიყვარული მათი ბედნიერებაა. ყველაზე დიდი უარყოფითი კი არის მისი სწრაფწარმავლობა, გრძნობები როგორ მოულოდნელადაც მოდის, ისე მოულოდნელად შეიძლება გაქრეს. აგრეთვე ეს ადამიანები ხშირი მსხვერპლი და ტყვეები ხდებიან მათ მიერ შექმნილი ფანტაზიების და წარმოსახვითი სამყაროსი. ეროსის სიყვარულის მაგალითებია ფილმები: "ცისფერი სავანე” , "ლამაზმანი” , "ტიტანიკი”, "ვარსკვლავთა ომები”, "გოგონა მარგალიტის საყურით”. ლუდუსი - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "მოთამაშეები”. მათ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია რაოდენობა, ვიდრე ხარისხი. ცდილობენ გაერთონ რაც შეიძლება მეტად და რაც შეიძლება ხშირად. ისინი არჩევენ პარტნიორებს "მინდორზე.. თამაშისას” , ადვილად ივიწყებენ სიყვარულში წარუმატებლობასაც და განაგრძობენ თავგადასავალს. ქორწინებას და ოჯახს განიხილავენ, როგორც ხაფანგს და გალიას, თუმცა ოჯახის შექმნის შემდეგ არ იცავენ ერთგულებას და განაგრძობენ ჩვეულ ცხოვრებას. სექსს განიხილავენ, როგორც სპორტის სახეობას და პარტნიორს აღიქვავენ, როგორც სპორტსმენ მოწინააღმდეგეს. მოდელის მთავარი უარყოფითი მახასიათებელია – ღალატი, თუმცა ლუდუსის ექსტრემალური ფორმა თითქმის არ გვხვდება, ძირითადად სხვადასხვა ინტენსივობით და ფორმებითაა წარმოდგენილი. ლუდუსის ამსახველი ფილმების მაგალითებია: "სახიფათო კავშირები”, "სასტიკი თამაშები”. სტორჯი - ასეთი შეყვარებულები პირველ რიგში არიან მეგობრები, მათი ურთიერთობა მეგობრობით იწყება და დროთა განმავლობაში საფეხურეობრივად სცილდება მას. შეყვარებულები ხშირად ურთიერთობას დაშორების მერეც აგრძელებენ მეგობრობით. პარტნიორებს ირჩევენ მსგავსების წესით და მათ ურთიერთობებში ძნელი დასანახია, ის პრინციპული მომენტი, როცა შეიძლება მეგობრობა გადაიზარდოს სიყვარულში, ეს ხდება შეუმჩნევლად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ისინი ერთმანეთის წინაშე გრძნობენ ძლიერ ვალდებულებებს ამის დაკანონებად კი იქცევა შემდგომში ოჯახი და შვილები. სექსს მცირე ადგილი უჭირავს მათ ცხოვრებაში, სიყვარულის სხვა მოდელებთან შედარებით. სთორჯის დადებითი მხარე – პარტნიორის მიმართ პატივისცემა, ერთგულება და გამგებიანობა, ახლო ინტიმური(სულიერი ) ურთიერთბა. უარყოფითი – სექსუალური ინერტულობა და ვნების არარსებობა. სთორჯის მაგალითებია ფილმებში:”მაღაზია მეზობლად", „საუკეთესო მეგობრები", „ემმა", „ვალენტინის დღე", „ადამიანი ობობა", "სიყვარული და კალათბურთი” , "ზაკი და მირი იღებენ პორნოს”. პრაგმა - შეყვარებულებს აქვთ პრაგმატული და რეალური შეხედულებები და მოლოდინი პარტნიორისგან. პარტნიორს არჩევენ შედარებითად. განიხილევენ და ირჩევენ შესაძლო კანდიდატებს შორის საუკეთესოს. ამ მოდელის დროს იშვიათია ღალატი, შესაბამისად მისი მომდევნო უარყოფითი შედეგები, შეყვარებულები კარგად წონიან რისი გაკეთების შემთხვევაში რას მიიღებენ პასუხად. "პრაგმატები” – სექსს განიხილავენ ნაყოფის მისაღებად აუცილებელ მოლენას, ხოლო ქორწინებას და შვილებს, ზედმეტ პასუხისმგებლობებად და ზედმეტ ვალდებულებებად. უპირატესობა ამ მოდელისა არის, პრაქტიკულობა და რეალიზმი, ხოლო ნაკლოვანებას წარმოადგენს, ემოციების სიმცირე, ვნების არ არსებობა, და არადემონსტრაციულობა, ნაკლებ გამოხატვა სიყვარულის. ამ ტიპის ურთიერთობის უარყოფითად განხილვა არ არის სწორი, რადგან გარკვეულ კულტურებში ასეთი სტილის ოჯახები ძალიან მიღებული და ჩვეულებრივი მოვლენაა. პრაგმატის მაგალითს ფილმებში წარმოადგენს: "ჩვეულებრივი ადამიანები” და "სიამაყე და ცრურწმენა”, „მისტერ და მისის სმიტები", „ახალგაზრდა ვიქტორია", „წინადადება". მანია – ასეთი სტილის ადამიანებს როგორც წესი აქვთ დაბალი თვითშეფასება. მათ ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ურთიერთობას პარტნიორთან, განიხილავენ პარტნიორს როგორც საჭიროებას. მანიაკური ადამიანები ხშირად არჩევენ პარტნიორს შემთხვევითობის პრინციპით. ისინი ხშირად არიან ეჭვიანები. ქორწინებას განიხილავენ, პარტნიორის საკუთრებაში გადაცემას, ხოლო ბავშვებს მოცილეებად მიიჩნევენ მეორე ნახევრის სიყვარულში. სექსი მათთვის სიყვარულში დარწმუნების კიდევ ერთი საშუალებაა. მანიის დადებითი მხარეა ძლიერი გრძნობა, რომელიც გააჩნიათ პარტნიორის მიმართ.უარყოფითი: არასტაბილურობა, ეჭვიანობა, აკვიატებული იდეები. მანიის ამსახველი ფილმებია: "წევრები”, "საბედისწერო ლტოლვა”, "ფანატი”, "ტაქსი” აგაპე – ამ მოდელში, შეყვარებულს თავი აქვს გადადებული პარტნიორისთვის, ეს ერთგვარი მსხვერპლთშეწირვაა, ყველაფერს აკეთებს მისი სიამოვნებისთვის და სიხარულითვის. აგაპეს მოდელში მოქცეული ხალხი ხშირად რელიგიური ადამიანები არიან. მათთვის უცხოა ღალატი, რათა აიცილონ თავიდან საყვარელი ადამიანის გულისტკენა, არიან ძალიან მომთმენები და მშვიდები სიყვარულის ობიექტის მიმართ. ქორწინების და ბავშვების მნიშვნელობა მათთვის უზენაესი რწმენის დონეზეა, ხოლო სექსი მიაჩნიათ ღვთისგანბოძებულ საჩუქრად ორ ადამიანს შორის. მათი სიყვარული ხშირად ალტრუისტულია და უპირობო. საკუთარ თავს და ინტერესებს სწირავენ, საყვარელი ადამიანის კეთილდღეობას. ამ მოდელის ძირითადი დადებითი არის მოთმინება და ზრუნვა პარტნიორზე, ხოლო უარყოფითი არასრულფასოვნების განცდა. ფილმები აგაპეზე: "საჩუქარი მეგისთვის”, "ოდისეა”. "ტიტანიკი”,” ო.ჰენრი”, "მისია”, "ველური გული”, "ფორესტ გამპი”, "ბიბლია” | |
|