Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 3 » სქესობრივი ჰიგიენა
6:14 PM
სქესობრივი ჰიგიენა
სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენაში იგულისხმება სექსუალური კავშირის ამა თუ იმ მხარესთან დაკავშირებული შეზღუდვების ერთობლიობა და რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც აუცილებელია გატარდეს კოიტუსამდე და კოიტუსის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების და სხვადასხვა ინფექციების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

თანამედროვეობაში ჰიგიენა მოიცავს სქესობრივი პარტნიორის შერჩევესაც, ვინაიდან შემთხვევითი პარტნიორებისგან რაიმე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით დასნებოვნების რისკი მაღალია.

რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ინტერესებში შედის, ვინაიდან ყოველივე ეს თავის მხრივ მოიზარებს ჯანმრთელი შვილის ყოლას.

სასქესო ორგანოების ჰიგიენა ზოგადი ჰიგიენის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მოიცავს ჰიგიენური ნორმების დაცვას, რაც აუცილებებლია სასქესო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისა და მათი დაავადებების თავიდან ასაცილებლად. სასქესო ორგანოების ჰიგიენა დღის განრიგის აუცილებელი ნაწილია. სხეულის ამ ნაწილში კანი ძალიან ნაზია და მისი დაბანა უნდა მოხდეს ფრთხილად, რათა არ გაღიზიანდეს და არ განვითარდეს ანთებითი რექაცია. გასათვალისწინებელია, რომ დასაბანად რეკომენდებულია მხოლოდ ჩვეულებრივი წყალი. სქესის, ასაკისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასქესო ორგანოების ჰიგიენას თავისებურებები გააჩნია.

ქალის სასქესო ორგანოების ჰიგიენა სპეციფიურია ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში. გოგონებს საშოს ლორწოვანი მეტად ნაზი აქვთ, ამიტომ ინფექციებისადმი მისი მდგრადობა ძალიან დაბალია და ადვილად ზიანდება. სათანადო მოვლის გარეშე შესაძლოა განვითარდეს ვულვითი (გარეთა სასქესო ორგანოების ანთება). დილით და ძილის წინ, მოშარდვისა და დეფეკაციის შემდეგ უნდა მოხდეს მათი დაბანა თბილი წყლით. აღსანიშნავია, რომ დაბანის დროს ხელები უნდა იყოს სუფთა და ხელის მოძრაობა მიმართული უნდა იყოს ბოქვენის შემაღლებიდან ანუსისკენ (უკანა გასავალი). სასქესო ორგანოების კანის გაღიზიანების შემთხვევეაში სასურველია გვირილის ნაყენის ან სხვა ანტისეპტიკური ხსნარის გამოყენება.

ბავშვები აუცილებლად უნდა მიაჩვიონ მშობლებმა ნაწლავებისა და შარდის ბუშტის დროულ დაცლას, ვინაიდან ამ ორგანოების სისავსე ხელს უშლის მენჯის ორგანოების ფუნქციონირებას. ბავშვის თეთრეული უნდა იყოს ნატურალური ქსოვილისაგან შეკერილი, არ უნდა იყოს ვიწრო და არ უნდა ზღუდავდეს ბავშვს მოძრაობისას. საცვლერბი უნდა გამოუცვალონ პატარებს ყოველდღიურად და დაუშვებელია მათი მოზრდილებთან ერთად ბანაობა. საბავშვო ბაღებს მოეთხოვებათ გადეზინფიცირებული და ინდივიდუალური ქოთნების ქონა და დაბანა დეფეკაციის შემდეგ. გოგონას სასქესო ორგანოები დაბანის შემდეგ უნდა გამშრალდეს სუფთა ინდივიდუალური ხელსაწმენდით.

სქესობრივი მომწიფების ასაკიასთვის გოგონამ უკვე უნდა იცოდეს სასქესო ორგანოების მოვლის ჰიგიენური ნორმები. მენსტრუაციის დროს ინფექციებისადმე მიმღებლობა იმატებს, ამიტომ ვანაში წოლა არ არის რეკომენდებულია, სასურველია შხაპის ქვეშ დაბანა დღეში ორჯერ.

სასქესო ორგანოების დაბანა ხდება თბილი წყლით და საპნით (საპნის ხმარება რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ ან ორჯერ): ჯერ გარეთა სასქესო ორგანოები, შემდეგ ბარძაყების შიგნითა ზედაპირები და ბოლოს ანუსის მიდამო. საცვლები გამოცვლა აუცილებელია ყოველდღიურად. პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია წელიწადში ორჯერ. კლიმაქტერულ პერიოდში ჰიგიენის ნორმები არსებითად არ იცვლება და გარეთა სასქესო ორგანოების სისუფთავეში მდგომარეობს.

მამაკაცებისათვის ჰიგიენის დაცვა გარეთა სასქესო ორგანოების თბილი წყლითა და საპნით დაბანაში მდგომარეობს. სასქესო ორგანოების სისუფთავე ჩვეულებრივი რამ უნდა იყოს როგორც პატარა ბიჭისთვის, ასევე ზრდასრული მამაკაცისათვის. ბიჭი სქესობრივო მომწიფების პერიოდისათვის უნდა მომზადდეს არა მხოლოდ სასქესო ორგანოების მოსავლელად, არამედ პოლუციისთვისაც, რის შემდეგაც უნდა მოხდეს დაბანა თბილი წყლით. ქვედა საცვალი აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი და კარგად უნდა ისრუტავდეს სითხეს. მოშარდვის შემდეგ სასურველია სასქესო ასო გამშრალდეს ერთჯერადი ხელსაწმენდით, ან ტუალეტის ქაღალდით, რათა არ დასველდეს საცვალი. 40 წელს ზევით სასურველია წელიწადში ერთხელ უროლოგის კონსულტაცია.

სქესობრივი ცხოვრება თავის მხრივ ითხოვს სასქესო ორგანოების განსაკუთრებულ მოვლას. ყოველი სქესობრივი აქტის წინ და შემდეგ სასურველია გარეთა სასქესო ორგანოების დაბანა თბილი წყლითა და საპნით. გასამშრალებელი პირსახოცები უნდა იყოს ინდივიდუალური. სასურველია ქალმა პირველი კოიტუსის შემდეგ თავის შეიკავოს სექსისგან 4-5 დღე, რათა კარგად შეხორცდეს საქალწულე აპკის ნარჩენები (თავის შეკავება არ არის აუცილებელი მოთხოვნა), ამავე დროს ამ პერიოდში აუცილებელია შხაპის ხშირი მიღება.
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1270 | დაამატა: balu | ტეგები: სასქესო ჰიგიენა, sqesobrivi higiena., ჰიგიენა სექსის დროს, სქესობრივი ჰიგიენა, sasqeso higiena | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.