6:17 PM სილამაზე | |
ადამიანის სილამაზე მისი მახასიათებელია, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში იქმნება მისი შინაგანი და გარეგანი სილამაზის კომბინაციით. შინაგან სილამაზეს წარმოადგენს ფსიქოლოგიური ფაქტორების ჯამი (ინდივიდუალურობა, ტიპი, ინტელექტი, გრაციოზულობა, ზრდილობა, ქარიზმა, პატიოსნება, კონგრუენტულობა, ელაგანტურობა). გარეგანი სილამაზე კი არის ფიზიკური მომხიბვლელობა, ჯანმრთელობა, ახალგაზრდულობა, სიმეტრიულობა, კანის მდგომარეობა, პროპორციულობა. სილამაზის სტანდარტები ყოველთვის განსხვავებული და ცვალებადია კონკრეტული კულტურისთვის დამახასიათებელი ფასეულობებზე დაყრდნობით. ისტორიულად სილამაზის სტანდარტების მკვეთრ ვარიაბელობაზე მეტყველებს სხვადასხვა დროს შექმნილი ნახატები. თუმცა, ძირითადი თვისებები, რომელიც თითქმის ყველა დროის სილამაზის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს არის შედარებით პროპორციული სხეული, ახალგაზრდულობა და გლუვი კანი. ფიზიკური სილამაზის მკვეთრი განმსაზღვრელი არის საშუალოობა და კოინოფილია. საშუალოობა არის, როცა ადამიანებს მიაჩნიათ ლამაზად საკუთარი რასისთვის დამახასიათებელი გარეგნობის მქონე ადამიანები. საშუალოობა წარმოადგენს პოპულაციისთვის დამახასიათებელ საშუალო ფენოტიპს (გარეგან ნიშან-თვისებას), რომელიც შესაბამისად განპირობებულია საშუალო გენოტიპით. საშუალოობა მჭიდრო კავშირშია კოინოფილიასთან. კოინოფილია ბიოლოგიური ტერმინია და გულისხმობს, რომ ორგანიზმი (ადამიანი), სექსუალურ პარტნიორად უპირატესობას ანიჭებს უმეტესად ჩვეულებრივი (პოპულაციისთვის დამახასიათებელი) გარეგნობის მქონე ადამიანს, ვიდრე ექსტრაორდინალური და განსხვავებული გარეგნობის მქონეს. დადგენილია, რომ სახეების „შერწყმით“(მაგ.სურათებში) ყოველთვის უფრო ლამაზი სახეები მიიღება, პოპულაციაშიც ასე ხდება, როგორც წესი, ორი ადამიანის შვილი უკეთესი სილამაზისაა ვიდრე მშობლები (არა ყოველთვის). ეს კანონზომიერება პირველად აღმოაჩინა ფრენცის გალტონმა (ჩარლს დარვინის ნათესავი) 1883 წ, როცა ცდილობდა დაედგინა კანონზომიერება კრიმინალების სახეებს და ვეგეტარიანელებს შორის, მან მოახდინა სახეების „შერწყმა“ სურათებად და აღმოაჩინა, რომ სურათზე მიღებული პიროვნებები უფრო ლამაზები იყვნენ, ვიდრე ნამდვილი ადამიანები. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მათემატიკურად კომპიუტერით შესრულებული სახეები უფრო ლამაზია, ვიდრე ნამდვილი ადამიანების. შესაბამისად, ადამიანებისთვისაც უფრო მომხიბვლელია ის ადამიანები, რომლებსაც მეტად სიმეტრიული ნაკვთები აქვთ. ევოლუციურად კი ეს მდგომარეობა ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ადამიანებს სექსუალური მიზიდულობის მხრივ უფრო მეტად მოსწონთ ის ადამიანეები, რომლებსაც უფრო საშუალო (გავრცელების), ჩვეულებრივი, ხშირი, ნაკვთები და გარეგნობა აქვთ კონკრეტული პოპულაციისთვის. ქალის შემთხვევაში მიღებულია, რომ ლამაზად ითვლება ქალი, როდესაც წელის და ბარძაყების გარშემოწერილობის ფარდობა 0,70 -ია, აგრეთვე დადგენილია, რომ ქალებს, რომლებსაც ქვიშის საათის ფორმის სხეული აქვთ, ისინი უფრო ნაყოფიერები არიან და მათი ქალური ჰორმონალური მდგომარეობა ზოგადად უკეთესია და ფაქტია, რომ მამაკაცები (ქვეცნობიერად) უფრო მეტად ასეთი სხეულის მქონე პარტნიორებს ამჯობინებენ. ადამიანებს, როგორც წესი, ექცევიან მედიის გავლენის ქვეშ სილამაზის წარმოსახვის ჩამოყალიბებისას და მიიჩნევენ ლამაზად ან არალამაზად იმას, რასაც მედიასაშუალებები ავრცელებენ. შერეული რასა აღიქმება, რომ უფრო ლამაზია, ვიდრე მათი მშობლები, რადგან პოპულაციისთვის დამახასიათებელი გენების ორივე მშობლისგან მიღების შანსები მცირე აქვთ. სილამაზის გავლენა საზოგადოებაზე ადამიანურ ურთიერთობებში სილამაზეს დიდი გავლენა აქვს. ადამიანებს, რომლებიც არ არიან მომხიბვლელბი, შეიძლება ჰქონდეთ საზოგადოების მიერ უარყოფითი დამოკიდებულება და მიუღებლობა, მაგალითად, სატელევიზიო სერიალ „უშნო ბეტი“-ში ნათლად არის წარმოდგენილი ის სირთულეები და პრობლემები, რასაც ადამიანი აწყდება ზოგჯერ საკუთარი გარეგნობის გამო. გარკვეულ შემთხვევებში სილამაზეც შეიძლება იქნეს დევნის და შევიწროების ობიექტი, მაგალითად ფილმი „მალენა“, იტალიელი მომხიბვლელი ქალი იყო, და იგი გამუდმებით განიცდიდა დევნას საკუთარი სილამაზის გამო, უწევდა სიღარიბეში ცხოვრება, რადგან იმ სოფლის ქალები, სადაც ცხოვრობდა არ აძლევდნენ მას მუშაობის საშუალებას. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სტუდენტებს, რომლებსაც უფრო მომხიბვლელი გარეგნობა აქვთ, შედარებით მაღალ ქულებს იღებენ მასწავლებლებისგან და ლექტორებისგან, ვიდრე ჩვეულებრივი გარეგნობების მქონეებს. თვით ექიმებიც კი უფრო ყურადღებით ლამაზ პაციენტებს ექცევიან, ვიდრე ნაკლებ ლამაზებს. მატერიალურ მდგომარეობაზეც კი მოქმედებს სილამაზე, ის ადამიანები, რომლებიც ნაკლებად მომხიბვლელები არიან საშუალოდ 5-10% ით ნაკლებ თანხას გამოიმუშავებენ ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით. თავის მხრივ ჩვეულებრივი გარეგნობის ხალხი, კი 3-8%-ით ნაკლებს გამოიმუშავებს ვიდრე კარგი გარეგნობის ადამიანები. ადამიანის გარეგნობით დისკრიმინაციას ლუქიზმი ჰქვია. სიუშნოვედ მიიჩნევა, როგორც წესი, არაესთეტიური, არასასიამოვნო გარეგნობა, თუმცა ასეთი აღქმაც სუბიექტურია და ისევ მაყურებლის თვალებშია, როგორც სილამაზის შემთხვევაში, სიმახინჯე შეიძლება იყოს მოჩვენებითი (მახინჯი იხვის ჭუკი – ჰანს ქრისტიან ანდერსენი), სიმახინჯე როგორც წესი გარეგნულად ჩანს, თუმცა ეს შეიძლება შინაგანი მახასიათებელი იყოს. პიროვნება შეიძლება გარეგნულად მომხიბვლელი ჩანდეს, თუმცა შინაგანად იყოს ბოროტი. პითაგორასეული სკოლა (ძველ საბერძნეთში) მიიჩნევდა მჭიდრო კავშირს სილამაზსა და მათემატიკას შორის. პლატონი მიიჩნევდა, რომ სილამაზის იდეა ყველა სხვა იდეაზე უფრო მაღლა იდგა. არისტოტელე ხედავდა კავშირს სილამაზეასა და სათნოება(virtue)-ს შორის. რენესანსის ხანაში იდეალური სილამაზის შასახებ ჩამოყალიბდა შეხედულებები და დღესაც, ზოგჯერ ქალის კლასიკური სილამაზის სახელს იმდროინდელი კრიტერიუმებით მოიხსენიებენ. მეოცე საუკუნეში გაჩნდა უფრო ფართო ხედვა სილამაზის მიმართ და მცდელობა მისი მნიშვნელობის შესუსტების, პოსტმოდერნისმის ანტიესთეტების მიერ. | |
|