Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 5 » გლობუსი / Globus
10:23 AM
გლობუსი / Globus
გლობუსი (ლათ. Globus — სფერო) — დედამიწის დაუმახინჯებელი კარტოგრაფიული გამოსახულება სფეროზე; დედამიწის მოდელი, რომელსაც ყველა მიმართულებით სიგრძეებისა და ფართობების ერთი და იგივე მასშტაბი აქვს. პირველი გეოგრაფიული გლობუსი გააკეთა ნიურნბერგელმა მ. ბეჰაიმმა 1492 წელს. XVII-XVIII საუკუნეებში, საზღვაო რუკების შემოღებამდე, გლობუსებს იყენებდნენ ზღვაოსნობაში.
კარტოგრაფიული შინაარსის მიხედვით გლობუსი სხვადასხვაგვარია, უმეტესად გავრცელებულია ფიზიკური-გეოგრაფიული და პოლიტიკური გლობუსები. ასტრონომიულ გლობუსებზე გამოსახულია ვარსკვლავიერი ცა. სასწავლო გლობუსების მასშტაბებია 1:30 მლნ. — 1 : 80 მლნ. თეთრ გრადუსთა ბადიანი შავი გლობუსები იხმარება მათემატიკური-გეოგრაფიული სავარჯიშოების შესასრულებლად, საპროექციო გლობუსი, რომელიც ცენტრში ელექტრონათურა აქვს, — კარტოგრაფიული პროექციების შესასწავლად.
[მასალის ავტორის საიტი : blog.zebna.com - საინტერესო ბლოგი !!! ]
კატეგორია: გეოგრაფია | ნანახია: 3156 | დაამატა: balu | ტეგები: გლობუსის გამოგონების ისტორია, პირველი გლობუსი, Globus, გლობუსი, globusis gamogoneba, pirveli globusi | რეიტინგი: 2.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.