Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » დაჰომეელი ამაზონები
10:23 PM
დაჰომეელი ამაზონები
"დაჰომეა" თანამედროვე აფრიკული სახელმწიფოს ბენინის ადრინდელი სახელწოდებაა,რომელიც არსებობდა 260 წლის მანძილზე დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე.იგი დაარსებულ იქნა XVII საუკუნეში.მეფე აჰო ჰოეგბაჯას დროს,რომელიც გახლდათ მესამე მმართველი დაჰომეასი 1645-1685 წლებში და მისი ვაჟის დოსუ აგაჯას მეფობის ხანაში 1708-1732 წლებში,შექმნილ იქნა ერთ-ერთი საუკეთესო არმია,რომლის მეშვეობითაც მათ შეძლეს დაეპყროთ რამდენიმე მეზობელი სამეფოები და დაარსებულ იქნა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მქონე სახელმწიფო,რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება.უმთავრესი ძალა ამ არმიისა გახლდათ,ძალიან კარგად გაწვრთნილი სამეფო დაცვა,რომელიც სრულიად დაკომპლექტებული იყო მანდილოსნებით და დროთა განმავლობაში მათი რიგები კიდევ და კიდევ უფრო იზრდებოდა.1858 წლისათვის კი მათმა რაოდენობამ 6000-სს მიაღწია,რაც დაჰომეელთა არმიის 1/3-ს შეადგენდა.თავად ადგილობრივები მანდილოსანთა მიერ შექმნილ ასეთ ბატალიონს,მოიხსენიებდნენ,როგორც "დედათა ბატალიონი".თავდაპირველად ასეთი ბატალიონი შეიქმნა XVII საუკუნის მიწურულს და მათი დანიშნულება მეფის დაცვა გახლდათ,რადგან მეფე მამაკაცებზე მეტად სწორედ ამ მანდილოსნების მიერ დაკომპლექტებულ საჯარისო ნაწილს ენდობოდა."დაჰომეელი ამაზონების" ისტორია სათავეს იღებს ერთ-ერთი სამხედრო ლიდერის გარდაცვალების შემდგომ.გარდაცვლილ მეთაურს ჰყავდა ღვიძლი და,რომელიც სათავეში ჩაუდგა სწორედ იმ სამედრო ნაწილს,რომელსაც მისი ძმა ხელმძღვანელობდა.იგი ხელში იღებს მეთაურობას და საკმაოდ წარმატებულადაც ხელმძღვანელობდა ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციას.ამ ეპიზოდიდან იღებს სათავეს "დაჰომეელი ამაზონები"-ს საკმაოდ საინტერესო ისტორია.როგორც ევროპელი მისიონერები ირწმუნებოდნენ ასეთი მებრძოლი მანდილოსნები მათ არასოდეს ენახათ,ისინი ფაქტიურად ჩამოყალიბდნენ ელიტურ ქვედანაყოფად,რომელზეც უდიდესს იმედს ამყარებდა დაჰომეას მეფეები.აღნიშნული ელიტური ქვედანაყოფი ერთ-ერთ საუკეთესო სამხედრო ფორმირებას წარმოადგენდა აფრიკის კონტინენტისა.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ დაჰომეა ყველაზე აქტიურად მონებით მოვაჭრე ქვეყანას წარმოადგენდა იმ დროინდელი აფრიკისა,შემოსავლები ამ მეთოდით ხშირ შემთხვევაში წლიურად 4 მილიონ ფუნტ-სტერლინგსაც კი აჭარბებდა,ნაწილი კი ასეთი მეთოდით შემოსული თანხებისა სწორედ "დაჰომეელ ამაზონებს" ხმარდებოდა.ამასთანავე აღსანიშნავია,ისიც,რომ აღნიშნული ქალთა ბატალიონი შესანიშნავადაც გახლდათ შეიარაღებული იმ დროინდელი აფრიკის კონტინენტის პერიოდისათვის.ისინი შეიარაღებული იყვნენ უახლესი ინგლისური იარაღით,რაც საკმაოდ "ძვირადღირებულ სიამოვნებას" წარმოადგენდა.ისინი გადიოდნენ სპეციალურ მომზადებას და ატარებდნენ სპეციალურ ფორმებს.მათ ეკრძალებოდათ დაქორწინება,შვილების ყოლა და მათი უმეტესობა "ქალწულები" გახლდათ.მათი სამხედრო სტრუქტურა,საკმაოდ რთული რანგებისაგან შედგებოდა,ხოლო დისციპლინა კი მართლაც სასტიკად იყო დაცული.დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში კი მათ სიკვდილითაც სჯიდნენ.ყოველი "დაჰომეელი ამაზონი" მიჩნეულ იყო დაჰომეის მეფის ცოლად და ამიტომ ისინი სამეფო სასახლის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ,სადაც მათთვის სპეციალური ბარაკები იქნა აგებული.ამის გამო სამეფო სასახლე ერთგვარ სამხედრო დაწესებულებასაც კი წარმოადგენდა.ისინი აკონტროლებდნენ მთელ არმიას და მონაწილეობას იღებდნენ რეკრუტების შერჩევაში.ბრძოლის დროს გამოირჩეოდნენ სისასტიკით და ტყვეების აყვანის შემთხვევაში მატ თავებს ჰკვეთდნენ.1890 წელს ფრანგულ "უცხოურ ლეგიონთან" სისხლისმღვრელი ბრძოლის შედეგად დაჰომეა დაეცა და მოგვიანებით "დაჰომეელი ამაზონების" ბატალიონი სრულად დაშლილ იქნა.უკანასკნელი მანდილოსანი,რომელიც ამ ბატალიონში მსახურობდა გარდაიცვალა 1979 წელს.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1023 | დაამატა: balu | ტეგები: amazoni, dahomeeli, დაჰომეელი ამაზონები, amazonebi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.