Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » ანდრეა ვეზალი
11:05 AM
ანდრეა ვეზალი
ანდრეა ვეზალი დაიბადა 1514 წლის 31 დეკემბერს,ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ექიმსა და ანატომს,რომელიც დღემდე მიიჩნევა თანამედროვე სამეცნიერო ანატომიის ფუძემდებლად მედიცინაში.იგი უმცროსი თანამედროვე გახლდათ ცნობილი შვეიცარიელი ალქიმიკოსის - პარაცელსიუსისა.მისი პროფესიონალიზმი იმდენად დიდი გახლდათ მედიცინაში,რომ ანდრეა იქნა დანიშნული რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის კარლ V ჰაბსბურგის და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ეს პირად ლეიბ-მედიკოსად.უმაღლესი სამედიცინო განათლება ლუვენის უნივერსიტეტსა და საფრანგეთში მდებარე მონპელიესა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო.რამდენიმე ხნის მანძილზე მუშაობდა და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იტალიაში.მოგვიანებით პადუის,ბოლონიისა და პიზის უნივერსიტეტებმა ერთობლივად მიანიჭა მას "პროფესორის" ხარისხი.იგი იყო ერთ-ერთი პირველი ექიმი,რომელმაც დაიწყო ადამიანის ორგანიზმის შესწავლა,მათი გაკვეთის მეშვეობით.ანდრეა ფართოდ გაეცნო,დიდი რომაელი მედიკოსის კლავდიუს გალენოსის შეხედულებებს,ადამიანის სხეულის აგებულების შესახებ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ ანდრეამ შეიტანა 200 შესწორება ანტიკური ხანის ავტორების ნაშრომებში,მედიცინის შესახებ.იმ პერიოდისათვის გარდაცვლილი ადამიანების ცხედრების გაკვეთა და მათი კვლევა,ერთობ დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული,რადგან ცხედრების მოძიება ამა თუ იმ სასაფლაოდან უკანონოდ ხდებოდა,რასაც ეკლესია დიდ წინააღმდეგობას უწევდა.1543 წელს ანდრეა ვეზალი ბაზელში (შვეიცარია) აქვეყნებს მის ყველაზე უმნიშვნელოვანეს ნაშრომს "ადამიანის სხეულის აგებულების შესახებ",სადაც ფართოდ და საუკეთესოდ იყო წარმოდგენილი ადამიანის ანატომიური აგებულება.წიგნის ტექსტს თან ახლდა 250 ილუსტრირებული სურათი,რომელიც დახატულ იქნა,ცნობილი მხატვრის იან სტეფან ვან კალკაეას მიერ.ცნობილია ისიც,რომ კალკარა გახლდათ ის მხატვარი,რომელიც ვეზალის ნებისმიერ წიგნს ასურათებდა.მიუხედავად ვეზალის უდიდესი წარმატებებისა,მას უამრავი მოწინააღმდეგეც ჰყავდა,რომლებიც ანდრეას ბრალს სდებდნენ შუასაუკუნეების სქოლასტიკური მედიცინის ერთგულებაში და მათ იმდენს მიაღწიეს,რომ ანდრეა პადუიდან გააძევეს კიდეც.პადუიდან გაძევების შემდგომ მალევე ესპანეთის მეფის პირადი ქირურგი ხდება."ინკვიზიცია" ანდრეა ვეზალის დიდი მოწინააღმდეგე გახლდათ და მას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანა,თუმცა ვეზალმა ესპანეთის მეფის ფილიპეს დახმარებით სუიცოცხლის შენარჩუნება შეძლო და სასიკვდილო განაჩენი "იერუსალიმში მოლოცვით" შეუცვალეს.იერუსალიმში ჩასვლის და მოლოცვის შემდგომ,ანდრეა უკან ბრუნდებოდა,როდესაც მისმა ხომალდმა ზანტეს კუნძულთან ახლოს კატასტროფა განიცადა და 1564 წლის 15 ოქტომბერს იგი დაიღუპა.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1027 | დაამატა: balu | ტეგები: andrei vezali, ანდრეა ვეზალი, vezalis, andreis | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.