Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » ცივა და სიბნელემ
10:38 PM
ცივა და სიბნელემ
გაწვიმდა...
სიცივემ იმატა ქალაქში,
ჩემს ბაღჩას მოედო
კვირტების კანკალი,
საღამოს უღმერთოდ
მარტოკა დარჩენილს
ზეცაში უნთია
მიმქრალი ვარსკვლავი,
ღობეს მოდებული
ტოტი იასამნის
უმზეოდ,ცრემლებად
იღვრება საწყალი,
წვიმებმა იმატა
ვარდი შემომჩივის
სურნელს მოკლებული
მომტირის მოწყენით,
ტიტებმა მოისხეს
კაბაზე სასხამი
სითბომოკლებული თავს
მალავს ბალახში,
იებმა ატეხეს
ხმაური განგაში
მზის სითბომ იკლოო-
ჩავძვერით საბანში,
ტოტებს მიეწებნენ
მთრთოლვარე ფოთლები
შიშისგან დამფრთხალი
ნაზი ქალწულივით,
ქარი კი ბობოქრობს
ზეიმობს ამქარი,
ცივა და სიბნელემ
მოიცვა ქალაქი....
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 1121 | დაამატა: balu | ტეგები: leqsebi qalze, lamazi leqsebi, ცივა და სიბნელემ, leqsebi monatrebaze | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.