7:27 PM რუდოლფ ვირხოვი | |
რუდოლფ ვირხოვი დაიბადა 1821 წლის 13 ოქტომბერს,პრუსიის ყოფილი პროვინციის ქალაქ შიფელბაინში (თანამედროვე პოლონეთის ქალაქი - სვიდვინი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მეცნიერი,ექიმი,პათოლოგოანატომი,ფიზიოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე XIX საუკუნის მეორე ნახევრისა.ამასთანავე რუდოლფი წარმოადგენს ფუძემდებელს "უჯრედული თეორიისა" ბიოლოგიაში და "უჯრედული პათოლოგიისა" მედიცინაში.გარდა ამისა რუდოლფი საკმაოდ კარგი სპეციალისტი გახლდათ არქეოლოგიის,ანთროპოლოგიის და პანეონთოლოგიის.მან 1843 წელს,დაამთავრა სრული კურსი ბერლინის "ფრიდრიხ-ვილჰელმის სამედიცინო ინსტიტურის",რის შრმდეგაც ჯერ ასისტენტად დაიწყო მუშაობა,ხოლო მოგვიანებით პროზექტორად განაგრძო,ბერლინის შარიტეს ცნობილ საავადმყოფოში.1847 წელს დააარსა ჟურნალი "Aechiv fyr phatol. Anatomie u. Phsyqologie u. fur klin. Medicin" - ბენო რეინხარდთან ერთად და მალევე მოიპოვა მეცნიერულ წრეებში მსოფლიო აღიარება,ამასთანავე მას შემდგომში მოიხსენიებდნენ,როგორც "ვირხოვის არქივები".1891 წელს გამოიცა 126-ე ტომი ჟურნალის გამოცემისა,რომელიც შეიცავდა 200 სტატიას,დაწერილს თავად ვირხოვის მიერ,სადაც მოცემული გახლდათ უმნიშვნელოვანესი მასალები,სამედიცინო მეცნიერების გამოგონებისა.1848 წელს,რუდოლფი მიემგზავრება ზემო სილეზიაში,როგორც ხელმძღვანელი სამედიცინო კვლევებისა,რათა შეისწავლოს იმ მხარეში გაბატონებული "ტიფის" ეპიდემია.აღნიშნული მისიის შესახებ,რუდოლფმა გამოაქვეყნა საკუთარი მოსაზრებები,რამაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია.გარდა იმისა,რომ ის მეცნიერებით იყო დაკავებული,აქტიურად აყალიბებდა თავის შეხედულებებს იმ პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებზე და მრავალ რეფორმაციებშიც მიიღო მონაწილეობა პრუსიის იმპერიისა.მისი ჩართულობით პოლიტიკურ პროცესებში მოსწონდა პრუსის ხელმძღვანელობას და მალევე ინიშნება ვიურცბურგის უნივერსიტეტში,პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგედ და იქ მოღვაწეობით კიდევ უფრო დიდ აღიარებას იძენს მეცნიერებში.1856 წელს,ბრუნდება ბერლინში "პათოლოგიური ანატომიის" პროფესორის ხარისხით.ამავე პერიოდში ინიშნება "ბერლინის პათოლოგიური ინსტიტუტის" დირექტორად და აღნიშნული პოსტი მას გარდაცვალებამდე ეკავა.მალე კი აღნიშნული ინსტიტუტი ერთგვარ ცენტრად იქცა ახალგაზრდა სტუდენტებისათვის,რომლებსაც სწავლა წყუროდათ და რომლებიც მას მთელი მსოფლიოდან სტუმრობდნენ.რუდოლფი გახლდათ უჯრედული პათოლოგიის ფუძემდებელი და გარდა ამისა უამრავი სამედიცინო,თუ სხვა სამეცნიერო სიახლის შემომტანი თანამედროვე მეცნიერებებში - ქიმიაში,ფიზიოლოგიაში და ასე შემდეგ.იგი წლების მანძილზე ცდილობდა შეეგროვებინა პათოლოგოანატომიის ნიმუშების კოლექცია და 1899 წელს,შარიტეს კლინიკის ტერიტორიაზე,ორგანიზება გაუკეთა პათოლოგიური მუზეუმის ჩამოყალიბებას,რომლის ბაზაზეც 1998 წელს,შეიქმნა "ბერლინის მედიცინის ისტორიის მუზეუმი".რუდოლფ ვირხოვი გარდაიცვალა 1902 წლის 5 სექტემბერს ბერლინში,სადაც იქნა კიდეც დაკრძალული.მისმა სამედიცინო აღმოჩენებმა და მეცნიერულმა კვლევებმა კი სამუდამოდ უკვდავყვეს მისი სახელი,როგორც ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერისა. | |
|