Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 13 » ჰერონ ალექსანდრიელი
7:27 PM
ჰერონ ალექსანდრიელი
ჰერონ ალექსანდრიელი დაიბადა,დაახლოებით ახ.წ.აღ-ით 10 წელს.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მათემატიკოსი,ინჟინერი და მექანიკოსი,რომლის სახელიც დაკავშირებულია,უდიდესს ინჟინრულ გამოგონებებთან.მიუხედავად იმისა,რომ მისი პირადი ცხოვრებისა და ბიოგრაფიის შესახებ ცნობილი ძალიან მცირე რამ არის,სამაგიეროდ შემორჩა მის მიერ შეტანილი წვლილი კაცობრიობის ტექნიკურ თვალსაზრისით განვითარების კუთხით,რის გამოც მას სრულიად მართებულად მოიხსენიებენ,როგორ: "უდიდესი ინჟინერი კაცობრიობის ისტორიისა".იგი იყო ის ინჟინერი,რომელმაც პირველმა შექმნა ავტომატურად მართვადი კარები,მექანიკურად მართვადი თოჯინების თეატრი,თვითდატენვადი სწრაფადმსროლელი არბალეტი,პირველი ტურბინა,მექანიკური დეკორაციები,ძველი ოდომეტრი და სხვა ხელსაწყოები.იგი დაკავებული გახლდათ გეომეტრიის,მექანიკის,ოპტიკისა და ჰიდროსტატიკის მეცნიერებებით და უდიდეს წარმატებასაც მიაღწია.გარდა იმისა,რომ ქმნიდა,მანამდე გაუგონარ მოწყობილობებს,წერდა შრომებსაც,რომელთაგანაც ცნობილია: "მეტრიკა","პნევმატიკა","ავტომატოპოეტიკა","მექანიკა","კატოპტრიკა" და სხვა ნაშრომები,რომელთა ნაწილიც დღემდეა შემორჩენილი სრულყოფილი სახით,არაბული თარგმანით.1814 წელს კი აღმოჩენილ იქნა,მისი კიდევ ერთი ნაშრომი.XVI საუკუნეში,დამზადებული ჰერონ ალექსანდრიელის წიგნის ასლი,დღემდეა დაცული "ოქსფორდის უნივერსიტეტის" შესანიშნავ ბიბლიოთეკაში.შუა საუკუნეებში მის მიერ შექმნილი შრომების დიდი ნაწილი ეჭვქვეშ იქნა დაყენებული და მათ მიმართ ინტერესი დაიკარგა,იმ დროინდელ მეცნიერებში.ჰერონის მოღვაწეობის წლები,XX საუკუნეში დიდი დავის საგანი გახდა.ანტიკური წყაროების მიხედვით,იგი ცხოვრობდა არქიმედეს შემდგომ პერიოდში.იყო მოსაზრებები,რომ იგი მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით II-I საუკუნეებში,თუმცა ოტო ნოიბეჰაუერმა დააგინა,რომ იგი ახ.წ.აღ-ით I საუკუნეში ცხოვრობდა,რადგან მის ერთ-ერთ ნაშრომში აღწერილია "მთვარის დაბნელების" მოვლენა,რომელიც დაფიქსირდა გაზაფხულზე - ბინიობის დროს ახ.წ.აღ-ით 62 წლის 13 მარტს.ჰერონ ალექსანდრიელი გარდაიცვალა,დაახლოებით ახ.წ.აღ-ით 70 წელს.მის მიერ დატოვებულმა ნამუშევრებმა მექანიკაში (რომელიც სამი წიგნისაგან შედგება),"პნევმატიკის ტრაქტატმა",გამოგონებებმა და სხვა ნამუშევრებმა,მას სამუდამოდ დაუმკვიდრეს სახელი უდიდესი მეცნიერის და ანჟინერის მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1276 | დაამატა: balu | ტეგები: ჰერონ ალექსანდრიელი, heron aleqsandrieli | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.