9:22 PM ფართო თავიანი გველი | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: Hoplocephalus სახეობა: ფართო თავიანი გველი ქვესახეობები: უცნობია მაქს. ზომა: 90 სმ. შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი გავრცელების არეალი: სიდნეის ყურე, ავსტრალია. საბინადრო გარემო: ამ გველის სახეობის საბინადრო გარემო დამოკიდებულია ტემპერატურაზე, ასაკზე, სქესზე და გამრავლების პერიოდზე. ცივ თვეებში ზრდასრული და პატარა გველები ბინადრობენ ქვიშაქვების ნაპრალებში, სადაც ცდილობენ მიიღონ მაქსიმალური სითბო მზისგან. გაზაფხულზე კი, როცა ტემპერატურა იწყებს მაღლა ასვლას ზრდასრული მამრები და არა-გამრავლებაში მყოფი მდედრები გადადიან ახლომდებარე ტყეებში, სადაც სახლდებიან ხეების ფუღუროებში ზაფხულის თვეებში. პატარა და ორსული გველები კი რჩებიან ქვებში და გადაადგილდებიან გრილ და ჩრდილიან ადგილებში. გარეგნული აღწერილობა: ამ გველის საშუალო ზომაა 60 სმ. თუმცა მაქსიმალური ზომა დაფიქსირებულია 90 სმ. აქვთ შავი ფერის სხეული, რომელზეც გასდევთ ყვითელი ფერის წინწკლები. თავი განიერი აქვს, რის გამოც შეარქვეს ფართო თავიანია გველი. კვება: ეს გველები იკვებებიან ძირითადად გეკონებით, ასევე პატარა ხვლიკებით, თაგვებით, ბაყაყებით, ფრინველებით, პატარა-თვალებიანი გველებით. გამრავლება: მამრები მოწიფულ ასაკს აღწევენ 5 წელიწადში, როცა მდედრებს ჭირდებათ 6 წელიწადი. გამრავლება ხდება შემოდგომიდან გაზაფხულამდე. მოწიფული მდედრები ბადებენ პატარებს 2 წელში ერთხელ. მისი ახლო ნათესავიბისგან განსხვავებით ეს გველები არიან ცოცხლადმშობები. დაბადები ხდება იანვარსა და აპრილს შორის. იბადება 4 - 12-მდე ახალშობილი ლორწოვან გარსებში. გაუნაყოფიერებელი ოოციტები და მკვდრად დაბადებული ნაყოფები ხშირია. ცხოვრების წესი და ქცევა: აქტიურია ღამით, როცა იგი იწყებს ნადირობას. არის საკმაოდ აგრესიული ხასიათის მქონე. შეწუხებისას ადვილად ღიზიანდება და სწრაფად ახდენს შეტევას. შხამი: შხამი ნეიროტოქსიკურია და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. უბედური შემთხვევები ცნობილი არაა. კბენიდან 1-3 წუთის შემდეგ ვლინდება უეცარი გონების დაკარგვა. ვლინდება კოაგულოპათია. კბენისას გამოიყენება ვეფხვისებრი გველის შრატი. | |
|