Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ფლორა და ფაუნა

ლომი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 903/თარიღი: 2013-04-08

ლომი (Panthera leo) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.

ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.


აფრიკული ტიტველი ვირთხა სიცოცხლის ფანტანს გვაპოვნინებს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 927/თარიღი: 2013-04-05

რატომ ცხოვრობენ ადამიანები ასე დიდ ხანს? შესაძლებელია კიდევ უფრო ხანგრძლივი იყოს ჩვენი სიცოცხლე? – გაგიკვირდებათ და ამაზე პასუხს შესაძლოა აფრიკული ტიტველი ვირთხა გაგვცემს – ირწმუნება პროფესორი სტივ ჯონსი, რომელიც გარდა იმისა, რომ ლონდონის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, ბრიტანული Daily Telegraph-ის ჟურნალისტიც გახლავთ. სწორედ მისი ერთ-ერთი კვლევიდან ამონარიდს გაგაცნობთ დღეს …


ცხენი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 825/თარიღი: 2013-04-02

ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) არის ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ, და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში


ლაბრადორ რეტრივერი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 899/თარიღი: 2013-04-02

სიმაღლე მინდაოში:
ხვადი: 56_57სმ
ძუ: 53_56სმ
წონა:
ხვადი: 35_38კგ
ძუ: 30_33კგ
შეფერილობა: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი


კავკასიური თხუნელა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 978/თარიღი: 2013-04-02

შედარებით დიდი თხუნელაა. ქალას კორდილობაზალური სიგრძე 33,1– 35,7 მმ–ია. სხეულის სიგრძე 109–136 მმ. ზედა რკალის კბილების სიგრძე 12,9– 13,8 მმ. ზედა საჭრელი კბილების შუათანა წყვილი რამდენადმე მაღალია გვერდით საჭრელ კბილებზე.

თხუნელა ჩვენში ყველგანაა, მაგრამ მეტწილად დასავლეთ საქართველოს ნოტიო ადგილებშია გავრცელებული, იქ, სადაც ატმოსფერული ნალექები დიდი რაოდენობით იცის. თხუნელა ცხოვრობს ტყეებლსა და ველ–მინდვრებში, ბოსტნებსა და ბაღებში, მაღალ მთებსაც არ ერიდება და 2540 მ სიმაღლეზე ადის.

მამლები დედლებზე დიდია. ზამთარ–ზაფხულ აქტიურობენ. ზამთრობით არ სძინავთ და უფრო ღრმად ჩადიან მიწაში, რაც მსხვერპლზე ნადირობასთან არის დაკავშირებული. კავკასიური თხუნელა ბუდეს ბუჩქების ან ხის ქვეშ იკეთებს: ბუდიდან რამდენიმე გზა გადის მის სანადირო ფართობზე. ერთი სავალი გზა სწორი, განიერი და ღრმაა; დანარჩენი მის განშტოებას წარმოადგენენ. ამ მთავარ სავალ გზაზე თხუნელა აუცილებლად გაივლის.


ყველაზე სასტიკი კაციჭამია ცხოველები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2363/თარიღი: 2013-03-24

ყველაზე მსხვილი და ძლიერი მტაცებელი ცხოველები გარკვეულ სიტუაციებში ხშირად აღიქვამენ ადამიანს მორიგ საკბილოდ, თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი შემთხვევებიც, როცა ცხოველს ჩვენი ხორცი ურჩევნია სხვა ნებისმიერ საკვებს. ქვემოთ მოყვანილი სია მოიცავს 10 ყველაზე ცნობილ და საზარელ შემთხვევას მსგავსი მოვლენებიდან


გიგანტური ობობები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1820/თარიღი: 2013-03-24

სამწუხაროდ ბევრი ინფორმაციის შეგროვება ვერ შევძელი ამ ობობებზე მაგრამ გეტყვით რომ მათ შეუძლიათ ადამიანს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენონ…და ნამდვილები არიან :sick: დანარჩენს სურათებზეც ნახავთ რა საშიშები არიან.. 


ძაღლი გახდა ავად ან აქვს ტემპერატურა, თუ მისი ცხვირი მშრალი და ცხელია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 813/თარიღი: 2013-03-24

ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა.
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ცხვირი მშრალი და ცხელი მრავალი მიზეზის გამო აქვს, უფრო ხშირად გადაქანცვის, დაღლილობის შედეგად, ძილის დროს, ნერვული აღგზნებულობისას, ძალიან ცხელ და მშრალ ამინდში, ასევე ძალიან ცივ ამინდშიც. პირველ რიგში, მფლობელებისათვის ჩვენი რეკომენდაციია ყურადღება მიაქციონ მათი მეგობრის საერთი მდგომარეობას, მადას, ხასიათს. ტემპერატურის დადგენის სწორი ხერხია თერმომეტრის სწორ ნაწლავში შეყვანა 3 სანტიმეტირს სიღრმეზე. ძაღლისა და კატის ნორმალური რექტალური ტემპერატურა არ უნდა იყოს 39 გრადუსზე მეტი.


თეთრი ყვავი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1339/თარიღი: 2013-03-24

ეს არის თეთრი ყვავი,იშვიათია მარა მაინც არსებობს


რამდენი სახეობის გველი ბინადრობს საქართველოში და რატომ არ არის საშიში შავი შეფერილობის ქვეწარმავალი ადამიანისთვის

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1166/თარიღი: 2013-03-24

ზაფხულის დადგომასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად, ყოველთვის აქტუალური თემაა ქვეწარმავლების გაღვიძება, მათი გამოჩენა მოსახლეობაში. არც წლევანდელი ზაფხული იქნება გასული წლებისგან გამორჩეული და ეს თემა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორს, ქვეწარმავლებზე კონტროლის სამსახურის უფროსს, ბატონ გურამ წიკლაურს გავესაუბრეთ. ერთი რამ ფაქტია, სანამ ინტერვიუს ვწერდით სამი გამოძახება დაფიქსირდა


სოკო- ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1138/თარიღი: 2013-03-24

თანაც არა, რომელიღაც განსაკუთრებულად იშვიათი. კუნძებზე თქვენ უთუოდ არაერთხელ შეგხვდებოდათ ჩვეულებრივი მანჭკვალას (Armillaria ostoyae) კოლონიები.


მიმინო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2884/თარიღი: 2013-03-24

მიმინო – Accipiter nisus – Перепелятник

მიმინოს გვარში მრავალი ქვესახეობა გვხდება რომლებიც მთელს მსოფლიოშია მიმობნეული თუმცა ძირითადი და ჩვენში პოპულარული მიმინოა (Accipiter nisus). იგი გვხდება თითქმის ყველგან, ტყის ზონაში, ხელოვნურ ტყეებში, მთა-ბარში და ა.შ
მიგრაციის დროს ძალიან დიდი რაოდენობით მიფრინავს თბილ ქვეყნებში, აფრიკისაკენ. უმეტესობა მიფრინავს, ნაწილი კი ჩვენთან რჩება და აქ იზამთრებს.


« 1 2 ... 9 10 11 12 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.