Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ფლორა და ფაუნა

ზვიგენები , ზვიგენი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1258/თარიღი: 2013-04-21

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: თევზები
რიგი: ზვიგენისნაირნი

ზვიგენები
— ხრტილიანი თევზები ზვიგენისნაირთა რიგისა. არსებობს 3 ქვერიგი: ნამდვილი ზვიგენები, უძველესი ზვიგენები და რქოვანი ზვიგენები. აქვთ თითისტარისებრი სხეული, ხუთ-ხუთი სალაყუჩე ხვრელი (ექვს-ექვსი — მხოლოდ ტროპიკულ ცხვირხერხას და ზოგ პრიმიტიულ ზვიგენებს), ორი ზურგის ფარფლი. კუდქვეშა ფარფლი არა აქვს მხოლოდ ქიცვიან ზვიგენებს ანუ კატრანს, პოლარულ ზვიგენებს, ცხვირხერხას და ზღვის ანგელოზს. ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით. პირი დიდია, თავის ქვემო ნაწილში მოქცეული. საცურავი ბუშტი არ გააჩნიათ. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და არქტიკულ ზღვებში. ნამარხი ფორმები ცნობილია კარბონული პერიოდიდან. ამჟამად რიგში გაერთიანებულია 10 ოჯახი. ზვიგენების სხეული სხვადასხვა ზომისაა: გიგანტური ზვიგენების (Cetorhinus maximus) სიგრძე 20 მ აღწევს, კატისებრი ზვიგენების (Scyliorhinus canicula) — 1 მ, ხოლო შავი ქიცვიანი ზვიგენებისა (Spinax spinax) — 47 სმ. ზვიგენების უმრავლესობა (კატისებრი ზვიგენები, ბოლოხერხა და სხვა) კვერცხისმდებელია (კვერცხი დაფარულია რქოვანი შალითით), ზოგი ცოცხლადმშობია (კვერნისებრი ზვიგენები, ქაშაყისებრი ზვიგენები, ქიცვიანი ზვიგენები და სხვა). ზვიგენების უმეტესობა მტაცებელია. იკვებებიან უმთავრესად წვრილი თევზებით, ფსკერის უხერხემლოებით, კანეკლიანებით, მოლუსკებით, ჭიებით. ზოგი თავს ესხმის ადამიანსაც. შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში გვხვდება კატისებრი და ქიცვიანი ზვიგენები.

ზვიგენების ღვიძლისაგან ამზადებენ თევზის ქონს, ზოგიერთის ხორცი იჭმევა. ჩონჩხისაგან აკეთებენ წებოს, ტყავისაგან სხვადასხვა საგანს


ტალღისებრი თუთიყუში

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 879/თარიღი: 2013-04-21

ტალღისებრი თუთიყუშის სხეულის სიგრძეა 17—19,8 სმ (იშვიათად 21-22 სმ), ფრთების სიგრძე 9,5-10,5 სმ, კუდის — 8—10 სმ; წონა 40—45 გრამი. კუდის დახმარებით ის უფრო დიდი წარმოჩდება.ამ სახეობის თუთიყუშს ყელი და თავის წინა ნაწილი ყვითელი შეფერილობის აქვს. ორივე ლოყაზე აქვს თითო ლურჯი ლაქა, ლაქების ქვეშ კი რამდენიმე შავი წერტილი.                                                                                                                                                           ბარტყებს ნისკარტი შავი აქვთ, ხოლო ზრდასრულებს მოყვითალო. ნისკარტის ზედა ნაწილი (ცვლილოვანა) კარგადაა გამოკვეთილი, რითაც ფრინველის სქესი დგინდება. მამალ ბარტყს იასამნისფერი აქვს დედალს — თეთრში გარდამავალი, ძალიან ღია ცისფერი, ან ძალიან ღია ვარდისფერი. მოზრდილ ასაკში მამრს ნისკარტის ფუძე ცისფერი, ხოლო მდედრს ყავისფერი უხდება.


ჩრდილოეთის ირემი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 890/თარიღი: 2013-04-21

ჩრდილოეთის ირემი წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 220 სმ, მასა 100-220 კგ აღწევს. დედალი უფრო პატარაა. ჩრდილოეთის ირემი ზაფხულობით მოყავისფროდან მონაცისფრო-მურად არის შეფერილი, ზამთრობით უფრო ღია, ზოგჯერ თითქმის თეთრია. რქები დედალსაც აქვს და მამალსაც. გავრცელებულია ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტუნდრისა და ტაიგის ზონაში. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება მღიერებით, ტოტებით, კვირტებით, კენკრით, სოკოთი და სხვ. ზამთრობით, როცა თოვლის საფარი განსაკუთრებით მაღალია, ჩრდილოეთის ირემი წინა ფეხებით თხრის თოვლს 70-80 სმ სიღრმეზე და პოულობს საკვებს. ახასიათებს სეზონური მიგრაციები. ფრთხილი ცხოველია. კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა. კარგად ცურავს, შეუძლია გადაცუროს მდინარე და ტბა. მაკეობა 7,5 თვე გრძელდება. შობს 1, იშვიათად 2 ნუკრს. აქვს სარეწაო მნიშვნელობა — იყენებენ მის ხორცს, ტყავს.


წითელი პანდა , witeli panda (ექსკლუზივი)

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 4890/თარიღი: 2013-04-20

წითელი პანდა არის პატარა ზომის არსებაა. მისი სიმაღლე მერყეობს 50–64 ხოლო კუდი 28–59 სანტიმეტრი. მათ აქვთ რბილი, ფუმფულა, წითელ–მოყავისფრო ბეწვი მგვრალი თავი, საშუალო ზომის ყურები, შავი ცხვირი და ძალიან ბნელი თვალები. ფეხები აქ მოკლე, ძალიან ცოტა ბეწვით.

 



ამაზონის ჯუნგლები , amazonis junglebi

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 9843/თარიღი: 2013-04-20

ამაზონის ჯუნგლები მდებარეობს ვრცელ, თითქმის ბრტყელ ვაკეზე, რომელიც ამაზონის თითქმის მთელ აუზს მოიცავს. თვითონ ტყე იკავებს 5,5 კმ2. ის განლაგებულია ცხრა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ესენია: ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა. ამაზონის ტყეები — მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის მასივია. ის იკავებს მსოფლიოს სხვა ტროპიკული ტყეების ფართობის ნახევარს.
სრულიადში ნახავთ  პატარა ვიდეოს ამაზონის ჯუნგლებზე


თუთიყუში ცისარტყელა

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 2390/თარიღი: 2013-04-20

ცისარტყელა თუთიყუში ავსტრალასიანთა სახეობას მიეკუთვნება, რომელიც აღმოჩენილ იქნა ავსტრალიაში, აღმოსავლეთ ინდონეზიაში, პაპუა–ახალი გვინეაში, ახალ კალედონიაში, სოლომონის კუნძულებსა და ვუნუატუზე. ეს თუთიყუში საშუალო ზომისაა. მისი სიგრძეა 25–30 სმ, ხოლო ფრთის შლილი აღწევს 17 სმ–ს. წონა მერყეობს 75–157 გრამებს შორის. თავი აქვს ლურჯი, მწვანესთან და ყვითელთან ერთად. ზედა ნაწილები აქვს მუქი მწვანე. გულმკერდი – წითელი და ლურჯი, დასაშვებია შავიც. პატარებს აქვთ შავი ნისკარტი რომელიც თანდათან ღიავდება და იღებს ფორთოხლისფერს.



ამაზონი მდინარე , mdinare amazoni

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2817/თარიღი: 2013-04-20

ამაზონი — მდინარე სამხრეთ ამერიკაში. მდინარე უდიდესია მსოფლიოში აუზითა და წყალუხვობით. წარმოქმნილია მდინარე მარანიონისა და უკაიალის შეერთებით. მდინარის სიგრძე მარანიონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან - 7025 კმ. აუზის ფართობი - 7180 ათასი კმ2. უდიდესი შენაკადებია რიუ-ნეგრუ, მადეირა, ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა როგორიცაა ბელგია.


კავკასიური ნაგაზი , kavkasiuri nagazi , zaglis jishebi

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3977/თარიღი: 2013-04-19

ნაგაზი — მთის მეცხვარული ძაღლის ქართული ენდემური სახეობა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ნაგაზი „თართისა" (დიდი მიდამოს მცველი ძაღლი), და „მწევრის" (სწრაფი და გვარიანი ძაღლი) შეჯვარებით მიიღება. საბა იქვე აკონკრეტებს, რომ ნაგაზი შესაძლოა შინ გაზრდილი მგლისა და თართის, ან მგლისა და მწევრის შეჯვარებითაც იქნას მიღებული და ამგვარად შობილი ნაგაზი, მისი თქმით, უმჯობესია[1].

ნაგაზის (ზოგჯერ ზოგადად ძაღლის) გავრცელებული სინონიმებია „ცუგა", „ცუგო" და (თუშური) „ტუგა", „ტუგო". უნდა საგანგებოდ აღინიშნოს, რომ ისტორიულად საქართველოს მთიანეთში ხალასსისხლიანი ნაგაზი ერთად-ერთი და არსებითად გაბატონებული ძაღლის ჯიში იყო - რამდენადაც საკვების სიმცირის პირობებში უჯიშო ძაღლის შენახვა გამართლებული არ იყო (განსხვავებით მცირერიცხვოვანი „ბაშკიებისაგან", უჯიშო, მოხეტიალე ძაღლებისაგან, რომლებიც ადრე თუ გვიან მგლების წერა ხდებოდნენ). „ქოფაკი" თურქულად ძაღლს ნიშნავს (ქართულად უმეტესად ავ ძაღლს) და ზოგჯერ გამოიყენება სამხრეთ საქართველოში „ნაგაზის" ნაცვლად.


გიურზა , giurza

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1558/თარიღი: 2013-04-19

სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: გველგესლასებრნი
ქვეოჯახი: გველგესლები
გვარი: Macrovipera
სახეობა: გიურზა
გიურზა (Vipera lebetina) — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ ნაწილში; საქართველოში — შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში. ადის ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. ზაფხულის დამლევს დებს 15-20 კვერცხს, რომლებიდანაც 35-45 დღის შემდეგ იჩეკება 23-25 სმ სიგრძის წიწილები. გიურზა იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებითა და მღრღნელებით, ბაჭიებით. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.


ჩანთოსანი მტაცებელი ცხოველი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1012/თარიღი: 2013-04-18

დღესდღეობით ჩვენთვის მხოლოდ არამტაცებელი ჩანთოსნები, კოალები და კენგურუები არიან ცნობილნი. თუმცაღა იყო პერიოდი, როდესაც უღრან ტყეებშიც და ბუჩქნარშიც თავის მსხვერპლს ტანით ლეოპარდის ზომის ჩანთოსანი ლომი ელოდა


ბუ

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1405/თარიღი: 2013-04-18

ბუ  ფრინველთა რიგი. ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში (ანტარქტიკული და ზოგიერთი ოკეანური კუნძულის გამოკლებით). აერთიანებს ორი ოჯახის 133 სახეობას. საქართველოშია 7: რუხი ბუ, ზარნაშო, წყრომი, ოლოლი (ანუ ყურებიანი ბუ


აქლემი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1093/თარიღი: 2013-04-13

სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ოჯახი: აქლემისებრნი
აქლემი (Camelus), მცოხნელი ძუძუმწოვრების გვარი აქლემისებრთა ოჯახისა.


« 1 2 ... 7 8 9 10 11 12 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.