10:24 PM გიურზა , giurza | |
აღნაგობა, შეფერილობა გიურზა წარმოადგენს დიდი ზომის გველს, გამოწეული ცხვირით და ასევე მკვეთრად წანოწეული საფეთქლის ძვლებით. თავის ზედა ნაწილი დაფარულია ნეკნების მსგავად განლაგებული ქერცლით. თვალებს ზემოთ არსებული ქერცლი უფრო წვრილია. მსხვილი, მოქნილი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ხერხემლის გასწვრივ გასდევს გვერდებისაკენ გადახრილი მუქი, მურა ფერის, ან ნარინჯისფერი ლაქები. სხეულის გვერდებზე განლაგებულია უფრო წვრილი მუქი ლაქები. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე. სხეულის ქვედა ნაწილი ღია ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ წვრილი, მუქი ლაქებით. შეფერილობის საერთო ფონი ძალზედ ვარირებადია. ხანდახან გვხვდება მთლიანად ერთფეროვანი ეგზემპლარებიც. მდედრები სიგრძეში 1-3, ხოლო მამრები - 1,6 მეტრს აღწევენ. გავრცელების არეალი გიურზას გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა. გვხვდება: აფრიკის ზემო ნაწილში, ტუნისში, ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, თურქეთში, ერაყში, ირანში, ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით. ნომინალური ქვესახეობა გიურზისა სახლობს ხმელთაშუა ზღვის ბევრ კუნძულზეც. შედარებით პატარა ქვესახეობა — Macrovipera lebetina obtusa გვხვდება აგრეთვე ამიერკავკასიაში, აღმოსავლეთ კავკასიაში, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთის დასავლეთ ნაწილში და ყაზახეთის უკიდურეს სამხრეთით. ინფორმაცია მოაგროვა : დავით დოღონაძემ | |
|