Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 27 » რას მოიმოქმედებენ ცხოველები საფრთხის დროს?
10:39 PM
რას მოიმოქმედებენ ცხოველები საფრთხის დროს?
1. ოპოსუმი - ძუძუმწოვართა ოჯახი ჩანთოსანთა რიგისა,რომელიც მოიცავს 12 გვარის 65 სახეობას,ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე.ისინი საფრთხის დროს,როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან,ეცემიან დაბლა,პირიდან გადმოსდით დუჟი,თავს იმკვდარუნებენ და აყენებენ ისეთ საშინელ სუნს,რომ მტაცებელი,რომელიც მის შეჭმას აპირებს,იძულებულია თავი აარიდოს მას.ასეთი უჩვეულო თვითგადარჩენის ინსტიქტი გააჩნიათ მათ კრიტიკულ სიტუაციებში.აღსანიშნავია,რომ ეს გახლავთ ოპოსუმის ინსტიქტი შიშის მიმართ და არა ვთქვათ სპეციალურად შექმნილი მდგომარეობა.


2. კენგურუ - ეს ავსტრალიური ძუძუმწოვარი ჩანთოსნები,საფრთხის შემთხვევაში გადასცემენ საფრთხის შემცვლელ სიგნალებს კუდის მეშვეობით,რომელსაც ისინი მიწას ცემენ.მტაცებლის გამოჩენის შემთხვევაში კენგურუ მიწას კუდს ურტყამს და ამით აფრთხილებს სხვა კენგურუებს გაეცალონ იმ ადგილებს სადაც საფრთხეა მოსალოდნელი.აღსანიშნავია,ის ფაქტიც,რომ მტაცებელს შესაძლოა ამ შემთხვევაში მათმა წინამძღვარმა კენგურუმ გაუწიოს წინააღმდეგობა,რათა სხვებმა თავს უშველონ.


3. სპილო - საფრთხის შემთხვევაში მიწას თავის მძლავრ ფეხებს სცემს,რითაც ის აფრთხილებს სხვა სპილოებს,მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.ხნა კი ამ სიგნალისა 32 კილომეტრზე ვრცელდება.თავად სიგნალის მიმღები სპილოებიც ანალოგიურად იღებენ ამ სიგნალს ფეხების მიწაზე ცემით.


4. მგელი - საფრთხის შემთხვევაში პირველ რიგში საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე ფიქრობს,კრიტიკულ სიტუაციაში თავის გადარჩენისათვის მან შესაძლოა თავის ლეკვებიც კი მიატოვოს,რაც მას უფრო მეტ შანს უტოვებს გადარჩენისა.


5. დათვი - საფრთხის დროს შესაძლოა გაიქცეს კიდეც,თუმცა ძირითად შემთხვევაში შეტევაზე თავად გადადის.მათ იმდენად ძლიერი ტორები აქვთ,რომ შესაძლოა ხერხემალში გადატეხონ ხარი,ბიზონი და სხვა დიდი ზომის ცხოველები,რომ არაფერი ვთქვათ მცირე ზომის არსებებზე.შეტევას კი იწყებენ ოთხივე თათით,რის შემდეგაც ორ ფეხზე დგებიან რათა აკონტროლონ ირგვლივ სიტუაცია და გამოიყენონ საკუთარი თათების უპირატესობა მოწინააღმდეგეზე.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 931 | დაამატა: balu | ტეგები: რას მოიმოქმედებენ ცხოველები საფრთხი, cxoveluri instiqtebi, instiqti, saprtxis | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.