Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ზამთარი
11:58 PM
ზამთარი
ზამთარი — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 დეკემბერი), გაზაფხულის ბუნიობის მომენტამდე (20 ან 21 მარტი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზამთარს უწოდებენ დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია.

ზამთარი წელიწადის ყველაზე ცივი დროა. დღეები მაქსიმალურად მოკლდება, თუმცა 22 დეკემბრიდან უკვე ნელ-ნელა ზრდას დაიწყებს. ადრე ბნელდება. ბევრ ქვეყანაში თოვლი მოდის და ყინვებს იჭერს.

მცენარეების ზრდა წყდება. ფოთლოვანი ხეები შიშვლდება. ზამთრის სუსხს მხოლოდ წიწვიანი ხეები უძლებს. ზოგ ცხოველს ხშირი ბეწვი ან მატყლი ეზრდება, რომ არ შესცივდეს, ზოგს კი მთელი ზამთარი სძინავს.
კატეგორია: ბუნება | ნანახია: 924 | დაამატა: balu | ტეგები: ზამთარი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.