Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 06

გახდომის რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, ქვემოთ მოტანილი 10 შეცდომა პროცესს საგრძნობლად შეაფერხებს.

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 755/თარიღი: 2013-04-06

1. ზედმეტად მსუბუქი ვახშამი ან უვახშმობა
როცა დიეტის ინსტრუქციაში წერია, რომ საკვების ბოლო მიღება საღამოს 6–7 საათზე გვიან არ უნდა მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ის აუცილებლად უნდა შედგეს. თანაც იდეალურ შემთხვევაში, ეს სრულფასოვანი ვახშამი უნდა იყოს და არა იოგურტი ან ვაშლი. რა თქმა უნდა, უკიდურეს შემთხვევაში მსუბუქი წახემსებაც დაიშვება.

2. გახსოვდეთ, რომ ზედმეტად მსუბუქი ვახშამი ან მისი სრული არარსებობა უფრო მოხდენილს არ გაგხდით. ასეთი მიდგომა დაამუხრუჭებს გახდომის პროცესს, რადგან საკვების მიღების დიდი დროითი წყვეტა ჩვენს ორგანიზმს აიძულებს მირთმეული ხანგრძლივ პერიოდზე გაანაწილოს და ფერხდება ნივთიერებათა ცვლა. უფრო მეტიც: ხანგრძლივი შიმშილობა ადრე თუ გვიან დიეტაზე ხელს ჩაგაქნევინებთ. ამიტომ არ ღირს საკუთარი ნებისყოფის გამოცდა.

2. ხშირი წახემსება დღის განმავლობაში
რეკომენდებულია დღეში სამჯერ მირთმევა: საუზმე, სადილი და ვახშამი. თუ ძალიან ადრე დგებით, შეგიძლიათ ორი საუზმეც მოიწყოთ. მაგრამ დღის განმავლობაში მოერიდეთ ხშირ წახემსებას. როცა მადას საკვების მიღებამდე იკლავთ, ავტომატურად იმაზე ბევრად ნაკლებს ჭამთ, ვიდრე გესაჭიროებათ მომდევნო ტრაპეზამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წახემსებისას გაუმართლებლად მეტს მიირთმევთ, რადგან უკვე შიმშილი გაგიმძაფრდებათ.

3. ძალიან ბევრი ხილი და კენკრა
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ხილისა და კენკრის უზომოდ მირთმევა შეიძლება, რადგან ეს წონაზე არ იმოქმედებს. მცდარი აზრია. ხილი და კენკრა ფრუქტოზას შეიცავს. რა თქმა უნდა, ის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე რაფინირებული შაქარი, მაგრამ არანაკლებ კალორიულია. როგორც ნახშირწყლები, ისიც სისხლში გლუკოზის დონის ცვალებადობას იწვევს, ისე რომ, ხილის მირთმევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თქვვენ შიმშილის მძაფრი გრძნობა გეუფლებათ. გაითვალისწინეთ, რომ ვაშლი, ციტრუსები, ქლიავი, კივი, ცოტაოდენი საზამთრო, ანანასი ბევრ უჯრედისს შეიცავს და ცოტა შაქარს, ამიტომ ბევრ დიეტაში დაშვებულია.


კარლ მარქსის ძირითადი შეხედულებები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 828/თარიღი: 2013-04-06

მარქსის მთავარი ამოცანა იყო ჰეგელის იდეალისტური შეხედულებები ექცია მატერიალისტურ დიალექტიკად. იდეალიზმის ყველაზე ძლევამოსილი გამოხატულება კი თავად ღმერთი და რელიგიაა. ამიტომ მარქსი წიგნს – ”ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის”, რელიგიის კრიტიკით იწყებს:

,,რელიგია არის ჩაგრულ ქმნილებათა ამოოხვრა, უგულო ქვეყნის სული და გულია, ისე როგორც იგი არის სული უსულო მდგომარეობათა. ის ოპიუმია ხალხისა ”.

მარქსის მიხედვით რელიგია ილუზიური ბედნიერებაა ადამიანისა, რომელმაც ზეცის ფანტასტიკურ სინამდვილეში ზეკაცის ძიებისას მხოლოდ თავისი თავის ანარეკლი იპოვა. ადამიანმა შექმნა რელიგია და არა რელიგიამ ადამიანი, ამიტომაც პირველადია მატერიული, რეალური სამყარო. რელიგიურმა კრიტიკამ ბორკილებს წარმოსახვითი ყვავილები იმისათვის კი არ ჩამოაგლიჯა, რომ ადამიანმა უფანტაზიო, უნუგეშო ბორკილები ატაროს, არამედ იმისთვის, რომ მან ბორკილები მოიხსნას და ცოცხალი ყვავილი მოსწყვიტოს.


ფილოსოფიური სახელმწიფო მენეჯმენტი შუა საუკუნეებში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 890/თარიღი: 2013-04-06

შუა საუკუნეებში ფილოსოფოსებში პოპულარული იყო მსჯელობა სახელმწიფოს მოწყობის ასპექტებზე. ცნობილი ფილოსოფოსები გვთავაზობდნენ ამა თუ იმ მოდელს, რისი მიზანიც იყო ქაოსში წესრიგის შეტანა. აქტუალური იყო ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობაზე მსჯელობაც, რომლის ცნებაც პირველად თომას ჰობსმა შემოიტანა. მან ამგვარ მდგომარეობას საყოვლთაო ომის ვითარება და უბედურობა უწოდა: „აქ კაცის ცხოვრება ეულია, ღარიბი, მწარე, ცხოველური და მოკლე". 


როგორ ავუხსნათ სიყვარული პროგრამულად

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 784/თარიღი: 2013-04-06

უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე… მართალია, მაგრამ, იცით რა? – ბოლომდე თუ გავუხსნით გულს საყვარელ ადამიანს, მას ერთგვარ ინტერესს გავუქრობთ. ამიტომ დღეს ჩვენ განსაკუთრებულად ორიგინალურები ვიქნებით :).


იყიდება ალ კაპონეს ავტომობილი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 824/თარიღი: 2013-04-06

წარმოგიდგენთ საოცარ ავტომობილს, რომელიც შემდეგ თვეში აუქციონზე გაიყიდება კალიფორნიაში. გაინტერესებთ რას წარმოადგენს ეს მანქანა? როგორ იყენებდა მას მსოფლიოში ყველაზე საშიში მაფიოზი? ან რა კავშირშია ალ კაპონეს ავტომობილი ფრანკლინ დელანო რუზველტთან? – მოდი ერთად გავიგოთ ლეგენდარული კადილაკის ისტორია და ღირს თუ არა მისი შეძენა…


10 საოცარი ფაქტი თქვენი ტვინის შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 953/თარიღი: 2013-04-06

გეინტერესებთ როგორაა მოწყობილი ადამიანის ტვინი, გრძნობს თუ არა იგი ტკივილს, აქვს თუ არა მის ზომას მნიშვნელობა, მამაკაცი უფრო ჭკვიანია, თუ ქალი? ან/და იქნებ იმის გაგება გინდათ, თუ ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რა ბედი ეწია აინშტაინის ტვინს, როგორ ვიმოგზაუროთ მისი მეშვეობით პარალელურ სამყაროში? – მაშინ, წარმოგიდგენთ 10 გასაოცარ ფაქტს თქვენი ტვინის შესახებ …


10 საუკეთესო უნარი ქალზე შთაბეჭდილების მოსახდენად

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 786/თარიღი: 2013-04-06

ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის მიხედვით, მამაკაცებს „ქარის ესმით, მაგრამ ქალებს ვერ გაუგეს ვერაფერი". დღეს კი ის დროა, როცა ქარის მოსმენას თავს დავანებებთ და ქალებს მივხედავთ. და თუ არსებობს თქვენს ცხოვრებაში ჰუმანოიდი, რომლის მოხიბვლა მომაკვდინებლად ძლიერ გინდათ და არაფერი არ გამოგდით, მაშინ წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო რჩევას, რომელიც ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ


მისია მარსზე და ყველაფერი მის შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 930/თარიღი: 2013-04-06

მარსის სამეცნიერო ლაბორატორიამ (MSL), რომელიც 2011 წლის 26 ნოემბერს დაარსდა, 2012 წლის 6 აგვისტოს წარმატებით განახორციელა თავისი ახალი ყველგანმავალის დაშვება პლანეტა მარსზე. Curiosity-ის (ქართულად "ცოდნისმოყვარეობა”), როგორც ამ მარსომავალს შეარქვეს, მიზანია გამოიკვლიოს რამდენად შესაძლებელია მარსზე ცხოვრება, შეისწავლოს მისი კლიმატი და ეგზოგეოლოგია, შეაგროვოს მონაცემები შემდგომი მისიებისთვის, სადაც ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.


ლენინის და სტალინის ეპოქის ეკონომიკა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 930/თარიღი: 2013-04-06

1917 წელს რევოლუციონერმა სახელად ვლადიმირ ილიიჩ ულიანოვი, ან უბრალოდ ლენინი, როგორც მას შეარქვეს, გადააგდო რუსეთის ცარისტულის ხელისუფლება და ჩამოაყალიბა კომუნისტური მმართველობა. ლენინმა, რომელსაც ღრმად სწამდა კარლ მარქსის თეორიები, მდიდრებს ქონება წაართვა, მიწა ნაწილებად დაყო და გლეხებს დაურიგა. მან მთლიანად მოსპო კერძო საკუთრება, ქვეყნის ქარხნები კი მუშების მფლობელობაში გადაიყვანა.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.