Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » კალიფორნიული მთის სამეფო გველი
8:22 PM
კალიფორნიული მთის სამეფო გველი
ოჯახი: ანკარასებრნი 
ქვეოჯახი: მცურავები 
გვარი: სამეფო გველები 
სახეობა: კალიფორნიული მთის სამეფო გველი 
ქვესახეობები: კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
მაქს. ზომა: 127 სმ.
შხამის ხარისხი: უშხამო
სიცოცხლის მაქს. ხანგრძლივობა: 20 წელი (ტყვეობაში)
გავრცელების არეალი: დასავლეთ ა.შ.შ. და ჩრდილო-დასავლეთ მექსიკა. გვხდება შტატებში: ვაშინგტონი, კალიფორნია, ორეგონი.
საბინადრო გარემო: ყველაზე მეტად გავრცელებულია კალიფორნიის მთებში, რის გამოც შეარქვეს კალიფორნიული მთის სამეფო გველი.
გარეგნული აღწერილობა: გარეგნულად კალიფორნიული მთის სამეფო გველი წარმოადგენს მიმიკას მარჯნისებრი გველებისა, რომლებიც კალიფორნიული მთის სამეფო გველისგან განსხვავებით არიან შხამიანები. სხეული წვრილი, პრიალა და საშუალო ზომის აქვს, ჩველებრივ 61 - 76 სმ. თავი არც ისე განიერია. სხეულს ალამაზებს შავი, წითელი და თეთრი (ან ღია ყვითელი) ლენტები, რომლებიც აუცილებლად ყოველთვის ესეთი თანმიმდევრობითაა, რითაც განსხვავდება მარჯნისებრი გველებისგან. ამ რგოლების სიგანე შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და იგი დამოკიდებულია გველის ადგილმდებარეობაზე. ზოგიერთ ინდივიდს შეიძლება შემცირებული ქონდეს წითელი რგოლების რაოდენობა ან სიგანე და იშვიათად გვხდება ისეთი ინდივიდებიც, რომლებიც საერთოდ განიცდიან წითელი ლენტების არ არსებობას და წააგვანან კალიფორნიული სამეფო გველის ქვესახეობას. ასევე აღსანიშნავია, რომ წითელი ლენტების ფერი შეიძლება მერყეობდეს როგორც წითელი, ნარინჯისფერი ან ვარდისფერი ფერი. დინგი ჩვეულებრივ შავ ფერში აქვთ, იშვიათად წითელი წინწკლებით, რომლებსაც ყოველთვის მოყვება პირველი რგოლი - თეთრი (ან ღია ყვითელი).
კვება: კალიფორნიული მთის სამეფო გველი იკვებება ხვლიკებით, მცირე ზომის ძუძუმწოვრებით, ფრინველებით და მათი კვერცხებით, ამფიბიებით, ხანდახან სხვა გველებით მათ შორის თავისივე სახეობებით ანუ აღინიშნება კანიბალისტური ხასიათი.
გამრავლება: შეწყვილების პერიოდი სათავეს იღებს გაზაფხულის დასაწყისში. არის კვერცხმდები და დებს მათ ივნის - ივლისში, რომლებიც იჩეკებიან 50 - 65 დღის შემდეგ.
ცხოვრების წესი და ქცევა: ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებს მიწის ან რაიმე ობიექტების ქვეში, ასევე ქვების ნაპრალებში. დღისით იშვიათად ვნახავთ აქტიურს მიწაზე ნაკადულებთან ახლოს ზაფხულის ცხელ დღეებში. ესეთ პერიოდში იგი უფრო ღამით აქტიურობს. ჩვეულებრივ ზამთრის მიძინებას მიეცემა ნოემბერში ხოლმე და უგრძელდება თებერვალ - აპრილამდე. აქვთ მორჩილი ხასიათი და ხელში ჭერისას ძალიან იშვიათად, რომ შეეცადონ კბენას. ეს გველები ასევე არიან იდეალურნი მათთვის, ვისაც სურს იყოლიოს სახლში გველი პირველად.
შხამი: შხამი არ გააჩნია.
დამატებითი ცნობები: რაც შეეხება ამ გველის ქვესახეობების საკითხს, ტრადიციულად ცნობილია 7 ქვესახეობა, მაგრამ გამოკვლევები ჯერ ისევ ტარდება ამ საკითხზე, ამიტომ როცა დასრულდება მეცნიერება აღიარებს რამოდენიმე ან შვიდივე ქვესახეობას.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1336 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: კალიფორნიული მთის სამეფო გველი, kaliporniuli mtis samepo gveli | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.