Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » კასპიური მცურავი
10:23 PM
კასპიური მცურავი
ოჯახი: ანკარასებრნი 
ქვეოჯახი: მცურავები 
გვარი: Dolichophis
სახეობა: კასპიური მცურავი
ქვესახეობები: უცნობია
მაქს. ზომა: 2 მეტრი
შხამის ხარისხი: უშხამო
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 7 წელი
გავრცელების არეალი: ბალკანები და აღმოსავლეთ ევროპა (ალბანეთი, ბულგარეთი, იუგოსლავია, საბერძნეთი, რუმინეთი, სამხრეთ სლოვაკეთი, თურქეთი, მოლდოვა, სამხრეთ უკრაინა, სამხრეთ რუსეთი, ყაზახსტანი, სამხრეთ უნგრეთი...)
საბინადრო გარემო: უყვარს ბალახიანი და ასევე ბუჩქიანი ღია სივრცე. მას პოულობენ ასევე ბაღებში, სასაფლაოებზე... მთაზე ადის 2000 მეტრამდე. თავშესაფრად იყენებს ქვების ნანგრევებს, მღრღნელების სოროებს. სანადიროდ ძვრება სახლების ნანგრევებში, ვენახებში. იშვიათად საკვების მოსაპოვებლად დაძვრება ხეებზეც.
გარეგნული აღწერილობა: არის საკმაოდ დიდი გველი (ევროპაში ყველაზე გრძელი). თავი დაკავშირებულია ტანთან სქელი კისრით. ტანის ძემოთა ნაწილი აქვს მონაცისფრო, მოყავისფრო, ქვემოთა ყვითელი ან თეთრი, რომელიც იყოფა ზოლებად. აქვს მრგვალი თვალები. გუგის გარეშემო არეა არის ყვითელი.
ცხოვრების წესი და ქცევა: გაზაფხულზე და შემოდგომაზე აქტიურია დღისით, ხოლო ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა აქტიურობს დილით სა საღამოთი. მიძინება გრძელდება მიახლოებით 0,5 წელი (სექტემბრის შუა რიცხვებიდან - აპრილამდე). მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია შხამი, არის მძვინვარე და იკბინება სწრაფად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. საფრთხის მოახლოებისას ეს გველი ცდილობს დაიმალოს სოროებში ან ქვების ნანგრევბში. კუთხეში მომწყვდევისას იღებს მუქარის პოზას, რაც გამოიხატება მისი ტანის აწევაში მაღლა, ხმამაღლა სისინში და სწრაფი შეტევის განხორციელებაში მტრის მიმართ.
მტრები: ამ გველის მტებში შედიან, მელიები, დიდი ჩიტები, კვერნები.
გამრავლება: გამრავლბას იწყებენ აპრილის შუა რიცხვებში - მაისში. ივნისის დასასრულს - ივლისის დასაწყისში მდედრები დებენ კვერცხებს 6-20. ახალშობილები იჩეკებიან სექტემბრის პირველ ნახევარში და არიან 22-23 სმ. სიგრძეში. ზრდასრულ ასაკს აღწევენ 3-4 წლის შემდეგ და ბუნებრივ პირობებში ცოცხლობენ 7 წელი.
კვება: მისი საკვები მოიცავს: პატარა ძუძუმწოვრებს, ხვლიკებს, ჩიტებს, და სხვა გველებს (მაგალითად ჩვეულებრივი ანკარა) მათ შორის შხამიანებსაც (გველგესლები), რომლების შხამიც მასზე არ მოქმედებს. იშვიათად ჭამს ხოჭოებსაც და ობობებს. ანადგურებს ჩიტების ბუდეებს.
შხამი: არ გააჩნია.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1555 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: კასპიური მცურავი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.