Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ლენტისებური კრაიტი
11:15 PM
ლენტისებური კრაიტი
ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: კრაიტები
სახეობა: ლენტისებური კრაიტი
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 2.1 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: ჩრდილო და სამხრეთ აზია.
საბინადრო გარემო: შეიძლება შეგვხვდნენ სხვადასხვა ადგილას, დაყწებული ტყიდან დამთავრებული სასოფლო სამეურნეო მიწით. უყვართ ხვრელებში ძვრომა, ხშირად წყალთან ახლოს და ცხოვრობენ ადამიანებით დასახლებულ ადგილებთან ახლოს, განსაკუთრებით სოფლებში. უპირატესობას ანიჭებენ გახსნილ არეალს.
გარეგნული აღწერილობა: ლენტისებური კრაიტის ცნობა ადვილია მისი შავი და ყვითელი (ან ხანდახან თეთრი) შეფერილობის ლენტებით ტანზე. ტანი სამკუთხედის ფორმის აქვს. თვალები - შავი.
კვება: ლენტისებრი კრაიტები ძირითადად იკვებებიან სხვა გველებით, თუმცა გველების გარდა ნადირობენ თევზებეზე, ბაყაყებზე და გველების კვერცხებზე. 
გამრავლება: ეს გველი სქესობრივად მწიფდება მისი ცხოვრების მესამე წელში. გამრავლება იწყება ადრე ზაფხულში და გრძელდება აპრილის დასასრულამდე. მდედრები დებენ მიახლოებით 4-15მდე კვერცხს და ინკუბაციის პერიოდი არის 60 დღე. დედა რჩება მთელი ეს პერიოდი კვერცხებთან. პატარები იბადებიან მიახლოებით 30სმ. და უკვე გააჩნიათ შხამი.
ცხოვრების წესი და ქცევა: არიან საკმაოდ მორიდებულნი, იშვიათად თუ გადააწყდება ადამიანს, რადგან არიან ღამის გველები და დღისით ცდილობენ თავი შეაფარონ ბნელ ადგილებს. მისი საყვარელი ადგილებია: ბუჩქები, ფოთლები, ქვები, ვირთხის სოროები და ასევე ისეთი ადგილები სადაც წყალია, რადგან ეს გველი არის ნახევრად წყლოვანი. საფრთხის მოახლოებისას თავს ჩაყოფენ მათივე ტანის გრაგნილში და ჩვეულებისამებრ არ ცდილობენ კბენას. თუმცა ღამით ისინი გაცილებით აქტიურნი არიან და საშიშნი. ხშირად ჩნდებიან წვიმიან ამინდებში. ყველაზე ხშირად ჩანან წვიმების დროს.
შხამი: ლენტისებური კრაიტის შხამი ძირითადად შეიცავს ნეიროტოქსინებს. კბენისას ვლინდება სიმპტომები: გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, თავბრუსხვევა და ა.შ... საბოლოო ჯამში მსხვერპლი კვდება სასუნთქი სისტემის მოშლით რაც მთავრდება მისი გაგუდვით.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 920 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: lentiseburi kraiti, ლენტისებური კრაიტი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.