Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » მარჯნისებრი კობრები
8:32 PM
მარჯნისებრი კობრები
ოჯახი: ასპიტისებრნი
გვარი: მარჯნისებრი კობრები
სახეობა: Aspidelaps lubricus
ქვესახეობები: არსებობს 
მაქს. ზომა: 75 სმ.
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში. გვხდება სამხრეთ აფრიკის კაპსკის პროვინციიდან ნამიაბიამდე. 
საბინადრო გარემო: გვხდება მშრალ ადგილებში, განსაკუთრებით კი კლდიან ადგილებში. ცხოვრობს ქვიშიან და ქვიან ადგილებში.
გარეგნული აღწერილობა: ეს გველი არის პატარა ზომის ასპიტი 0.5 - 0.6 მეტრი, თუმცა შეიძლება მიაღწიოს 0.75 მეტრსაც. როგორც ამ გვარის ყველა გველს ახასიათებს, გააჩნია განიერი დინგი. სხეულის ქერცლი გლუვი აქვს. სხეულის შეფერილობა მერყეობს ნარინჯისფერი ფერიდან წითლამდე ან თუნდაც ყვითლამდე შავი ლენტებით. მოკლე ვერტიკალური ზოლი გასდის თვალზე, რომელიც ჩადის პირამდე. მუცლის არე ჩვეულებრივ მოყვითალო თეთრი ფერისაა, თუმცა სხეულის ზედა წინა მხარეს ასევე ვრცელდება სხეულის შავი ლენტები, რომლებიც კარგად შეიმჩნევა, როცა გველი შლის კაპიშონს. თავი მოკლეა და განიერი, მცირედით გამოყოფილი კისრისგან. დინგი განიერია და ადაპტირებულია თხრისთვის. თვალები საშუალო ზომისაა, შავი ფერის მრგვალი გუგებით.
კვება: იკვებება ხვლიკებით, მცირე ზომის მღრღნელებით და სხვა პატარა გველებით.
გამრავლება: არის კვერცხმდები. მდედრი დებს 3 - 11 კვერცხს. კვერცხებიდან აპტარები იჩეკებიან 60 - 70 დღეში. ახლადგამოჩეკილები 14 - 18 სმ. სიგრძის არიან.
ცხოვრების წესი და ქცევა: Aspidelaps lubricus არის ღამის გველი და ნახევრად ეწევა მიწისშიდა ცხოვრებას. ცხოვრობს მიწისქვეშ სოროებში ან ქვების ქვეშ. ჩნდება ღამით, განსაკუთრებით გრილ ამინდებში პატარა ხერხემლიან ცხოველებზე სანადიროდ. საშიშროების მოახლოებისას დგება მაღლა, შლის კაპიშონს და სისინებს ხმამაღლა. გააჩნია ცუდი ხასიათი, მაგრამ ჩვეულებრივ შეტევას ახორციელებს დახურული პირით.
შხამი: ამ გველის შხამის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია არსებობს. ექიმი ბრაინ ფრაი ქუინსლენდის უნივერსიტეტიდან ამტკიცებს, რომ მისი შხამი მსგავსია წითელი მფურთხავი კობრის შხამისა. კბენისას შეყავს 27 - 76 მგ. შხამი. თაგვებში შხამი იწვევს ნეიროლოგიურ სიმპტომებს, და მსხვერპლი კვდება სწრაფად სასუნთქი სისტემის მოშლის შედეგად. შრატი არ მოიპოვება ამ სახეობის შხამისთვის. 
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1115 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: marjnisebri kobrebi, მარჯნისებრი კობრები | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.