Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » სკარლეტის სამეფო გველი
8:11 PM
სკარლეტის სამეფო გველი
ოჯახი: ანკარასებრნი 
ქვეოჯახი: მცურავები 
გვარი: სამეფო გველები 
სახეობა: სკარლეტის სამეფო გველი 
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 68 სმ.
შხამის ხარისხი: უშხამო
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-15 წელი
გავრცელების არეალი: ა.შ.შ.-ის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილები.
გარეგნული აღწერილობა: ეს გველები არიან ყველაზე პატარები სამეფო გველებში. ესენი არიან ფერადი გველები, რომლის ფერები შეადგენენ წითელ, შავ და თეთრს (ხანდახან ყვითელ, რომელიც წარმოადგენს მიმიკას მარჯნისებრი გველის). ეს ფერები განლაგებულია ზოლებად, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ სურათზე. გარეგნულად ძალიან გვანან მარჯნისებრ გველებს, რომლებიც წარმოადგენენ შხამიანი ოჯახის - ასპიტების წევრებს. თუმცა განმასხვავებელი ნიშნები რათქმაუნდა არის. ესენია: სკარლეტის სამეფო გველებში წითელი ფერის შემდეგ მოდის შავი ფერი (მარჯნისებრ გველებში წითელს ყვითელი მოსდევს). სკარლეტის სამეფო გველებს დრუნჩები აქვთ წითელი, რომლესაც მოსდევს შავი ფერი (თვალების იქით).
საკვები: ძირითადად იკვებებიან მიწის ჭიებით, პატარა ძუძუმწოვრებით (პატარა თაგვები), კვერცხებით და სხვა რეპტილიებით (ჩვეულევრივ ხვლიკებით, ქამელეონებით ასევე სხვა პატარა გველებით). მის საყვარელ საკვებად მაინც ხვლიკები ითვლებიან.
გამრავლება: გამრავლება ხდება აპრილ - მაისში. არიან კვერცხისმდები გველები. მიახლოებით დებენ 2-6 კვერცს მაისში - ივნისში, მიწის ან რაიმე ძველი-ლპობადი ხის ქვეშ და რომლების ინკუბაციის დროა 45-65 დღე.
ცხოვრების წესი და ქცევა: სკარლეტის სამეფო გველები არიან საკმაოდ ფარული, ღამის გველები, რომლებიც ძალიან იშვიათად თუ შეხვდება ადამიანს. მათი საყვარელი ადგილია მკვდარი ფიჭვის ხეები, განსაკუთრებით გაზაფხულში, წვიამიან ამინდებში უყვართ თავის შეფარება ესეთ ადგილებში.
შხამი: შხამი არ გააჩნია.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1793 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: სკარლეტის სამეფო გველი, skarletis samepo gveli | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.