Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » ცაი ლუნი
5:53 PM
ცაი ლუნი
ცაი ლუნი დაიბადა 50 წელს ჩინეთის ქალაქ ლეიანში,ხენიანის ოლქ ხუნანის პროვინციაში.75 წელს იგი ჩინეთის იმპერატორის სასახლეში "საჭურისად" მოხვდა (როგორც ცნობილია ისტორიულად,ჩინეთის იმპერატორის კარზე "საჭურისები" პრაქტიკულად 2000 წლის განმავლობაში არსებობდნენ.მათ იყენებდნენ არა მარტო ჰარემებში სამუშაოდ,არამედ ჰქონდათ ფუნქცია,იმპერატორის ბრძანების საფუძველზე,ადმინისტრაციული წესრიგი დაემყარებინათ იმპერატორის კარზე.ამიტომ მათ საკმაოდ დიდი ფუნქცია ენიჭებოდათ იმპერიის მართვის სისტემაში.იყო შემთხვევები ჩინეთის ისტორიაში,რომ მაგალითად მცირეწლოვანი იმპერატორების მართველობის პერიოდებში "საჭურისები" პირველი სახის პოზიციებსაც კი იკავებდნენ "სახელისუფლებო ვერტიკალში"."საჭურისებად" ხშირად იმპერატორის ნათესავები და მდიდარი მიწათმფლობელებიც კი იყვნენ),ცაი ლუნის ჩინეთის იმპერატორის კარზე მოხვედრის პერიოდი "ხანის" დინასტიის მართველობის ხანა გახლდათ.105 წელს ცაი ლუნმა წარადგინა მოხსენება ქაღალდის თანამედროვე ტექნოლოგიურად წარმოების,დახვეწის შესახებ.იმპერატორმა ხე დიმ (ლუ ჩჟაო) ამ მიზეზის გამო ცაი ლუნს მაღალი ტიტული და დიდი ქონებაც უბოძა.თუმცა ინტრიგების შედეგად,რომელიც მრავლად იჩენდა თავს საიმპერატორო კარზე,იმპერატორ ან დის მმართველობის პერიოდში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (შხამი მიიღო) 121 წელს.ცაი ლუნამდე ქაღალდი იწარმოებოდა კანაფისაგან და დიდი ხარისხითაც არ გამოირჩეოდა.ხოლო კიდევ უფრო ადრე ქაღალდს აბრეშუმისაგან ამზადებდნენ.ცაი ლუნმა კი ახალი მეთოდი გამოიყენა ქაღალდის შესაქმნელად იგი ამისათვის იყენებდა დანაყულ თუთის ბოჭკოს,ხის ნაცარს,კანაფსა და ნაჭერს,რომელთაც იგი ერთმანეთში ურევდა და წყალში ხსნიდა,ამის შემდეგ მიღებულ მასას განათავსებდა სპეციალურ ხის ფორმებში,რომლებზეც ბამბუკისაგან დამზადებული საცერი იყო განთავსებული.ამის შემდეგ დებდა მზეზე,გაშრობის შემდეგ კი ზედმეტ მასას აცილებდა და დარჩენილ მასას ხის ჩაქუჩით აბრტყელებდა.ასეთი მეთოდით კი საკმაოდ მაღალი ხარისხის ქაღალდს იღებდა.ცაი ლუნის ამ მეთოდით ქაღალდის დამზადების შემდეგ კიდევ უფრო დაიხვეწა ქაღალდის დამზადების ტექნოლოგია და მიიღო სრულყოფილი სახე.სიმაგრისათვის ამ ნარევებს წებოს,ბუნებრივ სარებავებსა და კრახმალსაც ურევდნენ.ცაი ლუნას მიუხედავად იმისა,რომ ქარალდი (არასრულყოფილი სახით) თუმცა მაინც არსებობდა,ისტორიაში მაინც მას მიაკუთვნებენ მისი წარმოების დასაწყისს.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1076 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ცაი ლუნი cai lun | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.